ბევრი ქალი სხეულის ფორმების შესანარჩუნებლად დიეტას იცავს, რომელიც ორგანიზმს მხოლოდ აზიანებს. გახდომის ასეთ მეთოდს ეფექტურს ვერ ვუწოდებთ. ჭარბ წონასთან ბრძოლაში სწორი კვება და ზომიერი ფიზიკური ვარჯიში ნამდვილად კარგი დამხმარეა. თუ ამას კოჭის სასმელს დაუმატებთ, ბრწყინვალე შედეგს მიიღებთ. კოჭის ფესვი ფორმაში ჩაგაყენებთ და მთელი ორგანიზმის მუშაობას გააუმჯობესებს. ამ მცენარის ნატურალური სასმელის დალევა არ გაგიჭირდებათ. სასიამოვნო არომატი და პიკანტური გემო აქვს.
კოჭის სასმელი და მისი სასარგებლო თვისებები
ყველაფერი ეფექტური სასმელის შესახებ – კოჭის ფესვი გასახდომად რეკომენდებული მცენარეა. მისგან მომზადებული სასმელი ენერგიას და მხნეობას მოგანიჭებთ. კუჭი გაივსება, დანაყრების შეგრძნება გაჩნდება, რაც მადის გაკონტროლებაში დაგეხმარებათ. სანამ გასახდომ საშუალებას მიიღებთ, დარწმუნდით, რომ იმ ადამიანთა კატეგორიას არ მიეკუთვნებით, ვისთვისაც კოჭის სასმელის დალევა უკუჩვენებულია. ამ მეთოდით წონის დაკლება აკრძალულია:
- შეშუპების დროს
- ორსული ქალებისა და ძუძუთი კვების დროს
- ნაღვლკენჭოვანი დაავადების დროს
- კვებითი ალერგიის დროს
- კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ანთების დროს
სასწაულმოქმედი სასმელის რეცეპტი – თუ უკუჩვენება არ გაქვთ, მომზადება თამამად დაიწყეთ. ამ სასმელის ზამთრის ვარიანტს გიზიარებთ. ასე ზედმეტ კილოგრამებს მოიშორებთ და გამახურებელ ეფექტს მიიღებთ. მისი დახმარებით წონაში დაკლებას შეძლებთ, იმუნიტეტს გააძლიერებთ.
ინგრედიენტები:
- 4 სმ კოჭის ფესვი
- 1 ლ წყალი
- 2 ჩ/კ დაფქული დარიჩინი
- 4 ჩ/კ ლიმონის წვენი
- მწიკვი ჩილის წიწაკა
- თაფლი გემოვნებით
მომზადების წესი:
- კოჭის ფესვი წვრილად გახეხეთ. დაფქული დარიჩინი და მდუღარე წყალი დაუმატეთ. აურიეთ, სითხეს დააფარეთ და 1 საათით გააჩერეთ.
- მიღებული ნარევი გადაწურეთ. წიწაკის ფხვნილი და ლიმონის წვენი დაუმატეთ. კარგად აურიეთ.
- თბილი სასმელი ჭიქებში ჩაასხით, თითოეულს 0,5 ჩ/კ თაფლი დაუმატეთ. მზადაა!
სამკურნალო თვისება – ამ ეგზოტიკური მცენარისგან მომზადებული სასმელის რეგულარული მიღება ზედმეტი წონის გარეშე თავს უკეთ გაგრძნობინებთ. ასევე თქვენს ორგანიზმს დაეხმარება.
- კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მუშაობას აწესრიგებს. კოჭის ფესვი შეიცავს აქტიურ კომპონენტებს, რომლებიც საჭმლის მონელებას აუმჯობესებს. უსიამოვნო შეგრძნება, როგორიცაა კუჭში სიმძიმე, აღარ შეგაწუხებთ. მისი დახმარებით ნაწლავებს წიდებისგან გაწმენდთ.
- ინსულინის დონეს დაარეგულირებთ. შიმშილის შეტევას ხშირად ამ ჰორნომის დონის მერყეობა იწვევს. კოჭა მის დარეგულირებას ხელს უწყობს. კორტიზოლის (სტრესის ჰორმონი) დონის დარეგულირებასაც ხელს უწყობს.
- ენერგიით დაგმუხტავთ. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ყოველდღე მხოლოდ 4 გ კოჭის ფესვის მიღება ტვინის მუშაობას აუმჯობესებს და ორგანიზმის ტონუსს ზრდის.
ცივ საღამოს არომატული კოჭის სასმელით გათბობა შესანიშნავი იდეაა. განსაკუთრებით ახლა, როცა წვიმების სეზონი დადგა და შანსი გაქვთ, რომ იმუნური სისტემა გააძლიეროთ და წონაში მარტივად და გემრიელი მეთოდით დაიკლოთ.