ყველამ იცის, რომ ხაჭოს სამკურნალო თვისებები აქვს. პროდუქტი ყოველთვის გვხვდება მათ რაციონში, ვისაც სწორად კვება სურს. ის მდიდარია ცილებით, კალციუმით, ვიტამინებითა და ამინომჟავებით. ამას ტყუილად არ აკეთებენ. რძემჟავა პროდუქტი ფრთხილად უნდა მიირთვათ. ექიმები გიამბობთ, რასთან ერთად და როდის არ შეიძლება ხაჭოს მირთმევა. პროდუქტმა მაქსიმალური სარგებელი რომ მოგიტანოთ, მისი მიღების დროს ყურადღება მიაქციეთ. სწორი და რეგულარული მიდგომით ქოლესტერინის დონეს შეამცირებთ, სისხლძარღვებს გააძლიერებთ, ნივთიერებათა ცვლის პროცესებს დაარეგულირებთ, მეხსიერებას და კონცენტრაციას გააუმჯობესებთ. ასეთ შედეგს ჩვეულებრივი ხაჭოს მიღებით მიაღწევთ.
როდის არ შეიძლება ხაჭოს ჭამა: ყველაფერი ამ პროდუქტის შესახებ
სარგებელი დროის მონაკვეთის მიხედვით – ექიმები დაჟინებით გირჩევენ, რომ ხაჭო დღის პირველ ნახევარში მიირთვათ. ყველაფერი იმიტომ, რომ რძემჟავა პროდუქტი ინსულინის სინთეზს ძლიერ სტიმულირებს. დილით ინსულინის რეცეპტორები ნაკლებად მგრძნობიარეა, ვიდრე საღამოს. ხაჭო საუზმეზე საუკეთესო არჩევანია. თუ ძილის წინ შეჭამთ, მადას უფრო გააძლიერებთ. ექსპერტების თქმით, ხაჭო ბოსტნეულით დილით ერთ–ერთი საუკეთესო ვარიანტია.
რასთან ერთად არ უნდა მიირთვათ ხაჭო – უმეტესობა ხაჭოს ჩაის აყოლებს. ასეთი კომბინაცია ცუდი არ ჩანს, მაგრამ უმჯობესია ცალკე მიირთვათ. ჩაი შეიცავს ტანინებს, რომელიც ბევრ სასარგებლო ნივთიერებას აკავშირებს და შედეგად ისინი საკუთარ თვისებებს კარგავენ. ხაჭოს ჭამის შემდეგ მოიცადეთ, სანამ ჩაის დალევთ. ამის შემდეგ ჩაი მოადუღეთ და მისი გემოთი ისიამოვნეთ და ორგანიზმისთვის მაქსიმალური სარგებელი მიიღეთ.
უკუჩვენებები – ზოგიერთი ადამიანისთვის ხაჭოს მიღება აკრძალულია. ეს რძემჟავა პროდუქტი მდიდარია ცილებით, რომელიც გამომყოფი სისტემის ორგანოებს ძლიერ ტვირთავს. სწორედ ამიტომ, თირკმლის დაავადებისას ხაჭო რაციონიდან გამორიცხეთ. ამ პროდუქტზე უარი თქვით, თუ რძის ცილაზე ალერგია გაქვთ, ჭარბი წონით ან ათეროსკლეროზით იტანჯებით.
გახსოვდეთ, რომ ხაჭო ვახშამზე ცუდი იდეაა. სასაუზმოდ გემრიელი ხაჭოკვერა თაფლით ან არაჟნით მოამზადეთ, ყავასთან და არა ჩაისთან ერთად მიირთვით და დღე მხიარულად ჩაივლის!