დიდი ხანია ცნობილია, რომ ხშირად შინ მომზადებული საშუალებები მაღაზიაში ნაყიდზე უფრო ეფექტურია. Vivien გიამბობთ ერთ–ერთი ეფექტური ხალხური საშუალების, კერძოდ კაიენის მალამოს შესახებ. მალამო სახსრების და კუნთების ტკივილს აქრობს.
კაიენის მალამოს სარგებელი და მომზადების წესი – ჩილის წიწაკაში შემავალი კაპსაიცინი ნერვულ სისტემაზე ზემოქმედებს. ის ტვინში გაგზავნილ ტკივილის სიგნალებს ბლოკავს. ამ მიზეზით კაიენის წიწაკის ჭამისას ენა იწვის და ბუჟდება. წიწაკაზე დაფუძნებული მალამოც მსგავსი პრინციპით მოქმედებს. კანზე წასმისას ჩხვლეტას და გახურებას იწვევს. ტკვილის სიგნალებს ბლოკავს და თავს უკეთ გრძნობთ. მალამო ანთებას ამცირებს.
მალამოს მოსამზადებლად დაგჭირდებათ 100 მლ ზეითუნის ზეთი, 2 ს/კ კაიენის წიწაკა და 2 ს/კ ფუტკრის ცვილი. ზეითუნის ზეთი ორთქლის აბანოზე შეათბეთ. თბილი ნარევი ქურიდან გადმოდგით. 20 წუთით გააჩერეთ და პროცედურა გაიმეორეთ. ასე 2 საათის განმავლობაში გააკეთეთ. დაყენებული ზეთი საცერში ჩაფენილ 2 ფენად გაკეცილ მარლაში გადაწურეთ. ფუტკრის ცვილი სუსტ ცეცხლზე გაადნეთ, ზეთს დაუმატეთ და აურიეთ. ერთგვაროვანი მასა უნდა მიიღოთ. მზა ნარევი პატარა მინის ქილაში ჩაასხით და გამაგრებას დაელოდეთ.
გამოყენების წესი – კაიენის მალამო დაუზიანებელ კანზე შეგიძლიათ წაისვათ. მალამოს წასმამდე ხელთათმანი აუცილებლად გაიკეთეთ. თვალის ლორწოვან გარსზე მოხვედრისას წვას იწვევს. მალამოს წასმის შემდეგ ხელები კარგად დაიბანეთ. კაიენის მალამო სახსრებში ტკივილს ამცირებს, დაჟეჟილობისას უსიამოვნებებს უმკლავდება. ართრიტის დროს მინიმუმ 2 კვირა ყოველდღე წაისვით. მზა მალამო ოთახის ტემპერატურაზე 1 წელი შეგიძლიათ შეინახოთ.