დანამატი, რომელიც ბიუჯეტურ შამპუნს ძვირადღირებულად აქცევს

483

კარგად რეკლამირებული პროფესიონალური თმის საშუალება ყოველთვის სასურველ შედეგს არ იძლევა, მაგრამ საკმაოდ ძვირია. ასეთი საშუალების გამოყენების შესაძლებლობა ყველას არ აქვს და ყოველთვის არ ღირს. Vivien გიამბობთ, როგორ გააუმჯობესოთ თმის მდგომარეობა ბიუჯეტური, მაგრამ ეფექტური საშუალებების გამოყენებით. საკმარისია, რომ შამპუნს ერთი სწორად შერჩეული საშუალება დაუმატოთ, რომ მდიდრული თმის ეფექტი მიიღოთ.

რა დავუმატოთ შამპუნს თმის გასაძლიერებლად – ეს საშუალება როგორც ძვირადღირებულ, ასევე ბიუჯეტურ შამპუნზეც მუშაობს. აიღეთ შამპუნი, რომელსაც მუდმივად იყენებთ და რომელიც თქვენს თმას „ემეგობრება“. აი, 4 დანამატი შამპუნში, რომელიც ნამდვილად მუშაობს და გამოცდილია!

  • ზეითუნის ზეთი – ყველაზე ჩვეულებრივი ზეითუნის ზეთი გამოიყენეთ. ის, რომელსაც კერძების მოსამზადებლად იყენებთ, მაგრამ Extra Virgin კატეგორიის უნდა იყოს, ანუ მაღალი ხარისხის. ასეთი ზეთი ზეთისხილის მექანიკური დაწურვით მიიღება. მასში ბევრი მონო უჯერი ცხიმოვანი მჟავა, Е ვიტამინი, პოლიფენოლი და სხვა სასარგებლო ნივთიერება შედის. ყველა ტიპის თმისთვის შესაფერისია. 2 ს/კ ზეითუნის ზეთი 250 გ შამპუნს დაუმატეთ ან ერთი 1 პორცია შამპუნს ნახევარი ჩაის კოვზი ზეთი დაუმატეთ.
  • ბირკავას ზეთი – ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ზეთი, რომელიც თმის ზრდისა და გაძლიერებისთვის გამოიყენება. თუ ძალიან მშრალი, მტვრევადი, საღებავით ან ქიმიური დახვევით დაზიანებული თმა გაქვთ, ეს ვარიანტი თქვენთვისაა. მასში სასარგებლო ცხიმოვანი მჟავები, А, Е და B ჯგუფის „სილამაზის“ ვიტამინები შედის. ნიკოტინის მჟავა თმის ზრდას ხელს უწყობს, ასკორბინის მჟავა – ატენიანებს. ინულინი თმაზე დამცავ ფირს ქმნის და თმის სტრუქტურიდან ტენის გამოსვლას ხელს უშლის. შესაფერისია მშრალი თმისთვის, რადგან ძალიან ცხიმიანია. მშრალი და დაზიანებული თმისთვის ბირკავას ზეთი შამპუნს ყოველი დაბანისას დაუმატეთ ან 1 ს/კ ზეთი 250 გ შამპუნს დაუმატეთ.
  • ეთერზეთები – ეთერზეთები გამოგადგებათ, თუ თმა სწრაფად ცხიმიანდება. უმეტესობას ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო თვისებები გააჩნია, ზედმეტ ცხიმს აქრობს, სკალპის გაჯანსაღებას ხელს უწყობს. საუბარია ილანგ–ილანგის, ჩაის ხის, როზმარინის, ციტრუსის (ლიმონი, ფორთოხალი, მანდარინი) ზეთზე. ეთერზეთის დამატებით შამპუნს საოცარ სურნელს შემატებთ. ცხიმიანი თმისთვის შესაფერისია. ეთერზეთი ძალიან კონცენტრირებულია, ამიტომ მხოლოდ რამდენიმე წვეთი საკმარისია. ერთი დაბანისთვის საკმარისი შამპუნი გადმოასხით, 1–2 წვეთი ზეთი დაუმატეთ. დროდადრო ზეთი შეცვალეთ.
  • გლიცერინი იცით რომელი ნივთიერება შედის თმის ლამინირების და გასასწორებელ ყველა პროფესიონალურ საშუალებაში? გლიცერინი! ის თმას დამცავი ფირით ფარავს და გაყოფილ თმასაც მოვლილს ხდის. გლიცერინი თმის უჯრედებს ხურავს და გლუვს და ბზინვარეს ხდის. კარგად ატენიანებს და კვებავს, ასევე თმას ტენიანობისა და ცუდი ამინდის ზემოქმედებისგან იცავს. შესაფერისია მშრალ, ტენიანობისგან ხვეულ და დაზიანებულ თმაზე. გლიცერინი ყოველი დაბანისას არ გამოიყენოთ, რადგან მყარ ფირს ქმნის, რომლის ქვეშ თმა ვერ სუნთქავს. დროებით სილამაზის დედოფალი რომ გახდეთ, თავი გლიცერინიანი შამპუნით 2–3–ჯერ ზედიზედ დაიბანეთ. ერთ ულუფა შამპუნზე დაახლოებით 5 გრამი გლიცერინი დაგჭირდებათ. მის შეძენას აფთიაქში შეძლებთ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს