საშემოდგომო კერძები გოგრით საუზმეზე, სადილსა და ვახშამზე. ყოველ მეორე დღეს ვყიდულობ

605

შემოდგომას ძლივს დაველოდე. როგორც იქნა, გოგრას საუზმეზე, სადილსა და ვახშამზე ვამზადებ. გოგრის კერძები ღუმელში, ტაფაზე ან ქვაბში შეგიძლიათ მოამზადოთ. სუპერ სასარგებლო და გემრიელი ბოსტნეულია. მომხიბვლელი სეზონის სიმბოლო. Vivien გიზიარებთ შემოდგომის იდეალური კერძების ნაკრებს. სტუმრები კარს მოგადგებიან, როცა ამ რეცეპტზე უამბობთ. ვერ დაიჯერებენ, რომ გოგრაა!

გოგრის კრემსუპი – პირველად გოგრის კრემსუპი ნაღებით და ბეკონით მოგზაურობაში გავსინჯე. მაშინ ჩემი მეუღლე ჯერ კიდევ შეყვარებული იყო და ხელი მთხოვა. სწორედ ამიტომ, ჩემთვის განსაკუთრებული კერძია. შეუდარებელი რეცეპტია: ერთხელ სცადეთ და ისევ და ისევ მომზადებას ისურვებთ.

ინგრედიენტები:

  • 1 კგ გოგრა
  • 2 სტაფილო
  • 2 ხახვი
  • 1 ჭიქა ნაღები
  • 100 გ ბეკონი
  • 3 კბილი ნიორი
  • მცენარეული ზეთი
  • მარილი, წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. ბეკონი ზეთში შეწვით და თეფშზე დააწყვეთ.
  2. ხახვი და ნიორი წვრილად დაჭერით, ზეთში შეწვით.
  3. სტაფილო კუბებად დაჭერით, გოგრის რბილობი – საშუალო ნაჭრებად. იმავე ტაფაში 10 წუთით ჩაშუშეთ.
  4. ბოსტნეული ქვაბში გადაიტანეთ, წყალი დაასხით და გოგრის მომზადებამდე ხარშეთ.
  5. წვნიანი დააბლენდერეთ, ნაღები დაუმატეთ და 2 წუთით ხარშეთ.
  6. მარილი და წიწაკა მოაყარეთ, ბეკონი დაუმატეთ და კიდევ რამდენიმე წუთით ადუღეთ.
  7. სუფრაზე პორციებად გაიტანეთ, გოგრის თესლით და ორცხობილით გააფორმეთ.

გოგრის ფაფა უმარტივესი ვარიანტია. სურვილის შემთხვევაში, ქიშმიში, გარგარის ჩირი ან ლეღვი დაუმატეთ. გოგრის თესლი და დარიჩინი გემოვნებით მოაყარეთ. თუ ცოტა თავს შეიწუხებთ, ბრინჯის ფაფა გოგრით რძეზე შეგიძლიათ მოამზადოთ. სწრაფი, გემრიელი, ბიუჯეტური და სასარგებლო კერძია. 600 გ გოგრა პატარა კუბებად დაჭერით, ქვაბში მოათავსეთ, 600 მლ წყალი, 1 ჩ/კ მარილი და 2 ს/კ შაქარი დაუმატეთ. 5 წუთით ხარშეთ, 600 მლ რძე დაუმატეთ და აადუღეთ. 400 გ გარეცხილი ბრინჯი დაუმატეთ და 20 წუთით ხარშეთ, აურიეთ. ქურიდან გადმოდგით და 140 გ კარაქი დაუმატეთ. სულ ესაა. გემრიელი და სასარგებლო ფაფა მზადაა. გემრიელად მიირთვით!

გოგრის პეროგი – ჩემი ფავორიტია გოგრის პეროგი ქათმით. ესაა ძალიან თხელი, მაგრამ გემრიელი ცომის ფენა, გოგრის შიგთავსი ხორცით და ხახვით და ნაზი ჩასასხმელი ყველის და ნაღების ბაზაზე. მოწყვეტა შეუძლებელია!

ცომის ინგრედიენტები:

  • 50 გ კარაქი
  • 1 კვერცხი
  • 100 გ არაჟანი
  • 1 ს/კ ხმელი სუნელები
  • 1 ჩ/კ სოდა
  • 200 გ ფქვილი

შიგთავსის ინგრედიენტები:

  • 300 გ ქათმის ფილე
  • 0,5 კგ გოგრა
  • 150 გ ხახვი
  • მარილი, წიწაკა გემოვნებით

ჩასასხმელი ინგრედიენტები:

  • 200 მლ ნაღები
  • 150 გ ხმელი ყველი
  • 1 კვერცხი
  • მარილი, წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. კარაქი და არაჟანი აურიეთ. კვერცხი, ხმელი ბალახი და მარილი დაუმატეთ, კარგად აურიეთ.
  2. ფქვილი დაუმატეთ. რბილი ცომი მოზილეთ, დააგუნდავეთ, პარკში გაახვიეთ და მაცივარში ნახევარი საათით შეინახეთ.
  3. ხახვი ნახევარ რგოლებად დაჭერით, ფილე – კუბებად. ხორცი ხახვთან ერთად 10 წუთით შეწვით.
  4. გოგრა პატარა ნაჭრებად დაჭერით. ხორცს დაუმატეთ და 10 წუთით ჩაშუშეთ. მარილი და წიწაკა გემოვნებით მოაყარეთ.
  5. ჩასასხმელად ყველი გახეხეთ. ნაღები და კვერცხი დაუმატეთ. სანელებლები დაუმატეთ და აურიეთ.
  6. საცხობ ფორმას ზეთი წაუსვით. ცომი გადაიტანეთ და თანაბრად გაანაწილეთ. ცომს ზემოდან შიგთავსი დაუმატეთ.
  7. ყველის მასა დაასხით და 180 გრადუსზე 40 წუთით აცხვეთ. გემრიელად მიირთვით.

სტუმრები ლამაზი გაფორმებით შეგიძლიათ გააოცოთ. მაგალითად, ბრინჯი კაკლით და ჩირით გოგრაში გამოაცხვეთ. არ დაგავიწყდეთ ცოტა თაფლის დამატება. პრინციპში, ბევრი რეცეპტი არსებობს, რომლებიც გოგრაში შეგიძლიათ გამოაცხოთ. საუზმეზე გოგრის ოლადები ან ფანქეიქები ერთხელ მაინც მოამზადეთ. არა მხოლოდ გემრიელი და სასარგებლოა, არამედ პატარა მზეები თეფშზე ლამაზად გამოიყურება. გოგრის ბლინებიც იმედს არ გაგიცრუებთ. გოგრის სალათების ბევრი ვარიანტი არსებობს. ჩემი ფავორიტი: კუბებად დაჭრილი გამომცხვარი გოგრა, ყველი ფეტა და რუკოლა. ბალზამირებული ძმრით და თაფლით შეგიძლიათ მორთოთ. სალათს სეზამი ან შემწვარი გოგრის თესლი მოაყარეთ. თბილი გოგრის სალათი ინდაურის ან ქათმის ხორცით კარგი ვარიანტია.

გოგრის კექსი – დესერტად გოგრის კექსი კოჭით აუცილებლად უნდა მოამზადოთ. დილით ჩაიზე ასეთი დესერტის მიყოლება ნამდვილი სიამოვნებაა.

ინგრედიენტები:

  • 250 გ გოგრა
  • 2 კვერცხი
  • 140 გ ფქვილი
  • 160 გ შაქარი
  • 10 გ გამაფხვიერებელი
  • 0,5 ჩ/კ სოდა
  • 0,5 ჩ/კ მარილი
  • 1 ჩ/კ დაფქული კოჭა

მომზადების წესი:

  1. გოგრა ნაჭრებად დაჭერით და 180 გრადუსზე 40 წუთით აცხვეთ.
  2. გოგრა პიურეს მიღებამდე გახეხეთ.
  3. ცომისთვის ფქვილი, გამაფხვიერებელი, სოდა, მარილი და კოჭა აურიეთ.
  4. ცალკე კვერცხი შაქართან ერთად ათქვიფეთ.
  5. გოგრის პიურეს ათქვეფილი კვერცხი და მშრალი ინგრედიენტები დაუმატეთ. ცომი მოზილეთ.
  6. ფორმის 2/3 მასით გაავსეთ და 180 გრადუსზე 35 წუთით აცხვეთ.
  7. სურვილის შემთხვევაში, კრემით გააფორმეთ. ხაჭოს ყველი + ნაღები + შაქრის ფხვნილი.

ოჯახის წევრები გოგრის მობრაწულით აუცილებლად გაახარეთ. განსაკუთრებული შემთხვევებისთვის, გოგრის ჩიზქეიქი მოამზადეთ. გოგრის კერძები თქვენს სამზარეულოს განსაკუთრებული საშემოდგომო არომატით გაავსებს, მყუდროებას და სითბოს გაჩუქებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს