ფასდაუდებელი პროდუქტი. რატომ უნდა მოიმარაგოთ გადამდნარი ქონი ზამთრისთვის

2493

ყველა ამბობს, რომ რთული ზამთარი გველოდება. რჩევის გათვალისწინება და ზამთრისთვის მომზადება გადავწყვიტე. კარტოფილი და სხვა ბოსტნეული საკმარისი მაქვს, კონსერვები მოვიმარაგე, ახლა გადამდნარი ქონის მომზადება დამრჩა. სტრატეგიული მარაგის ქონა აუცილებელია. Vivien გიამბობთ, როგორ მოამზადოთ გადამდნარი ქონი.

როგორ მოვამზადოთ გადამდნარი ქონი – რატომ არის გადამდნარი ქონი სტრატეგიული რესურსი? პირველ რიგში, მასში ნებისმიერი რამ შეგიძლიათ შეწვათ. მეორეც, მისგან შეუდარებელი ფხვიერი ცომი გამოდის. საფუარის ცომს კარაქის ნაცვლად შეგიძლიათ დაუმატოთ. შკვარკიდან ბორშისა და წვნიანისთვის შესანიშნავი შემწვარი გამოდის. ვთვლი, რომ ბორში შკვარკის გარეშე ნამდვილი ბორში არაა, თუმცა იშვიათად ვამზადებ. შკვარკი არც თუ ისე დიეტური პროდუქტია. შკვარკი გირცებს შეგიძლიათ დაუმატოთ. მასთან ერთად კომბოსტო ან კარტოფილი ჩაშუშოთ. როგორც მიხვდით, გადამდნარ ქონს ბევრი სასარგებლო გამოყენება აქვს. თუ ზამთარში რამე დაგაკლდებათ, ქონი დაგეხმარებათ. ახლა ამ მშვენიერი პროდუქტის მომზადებაზე გადავიდეთ. თუ სახლის სალა არ გაქვთ, ბაზარში წასვლა მოგიწევთ. შიდა, თეთრი და სუფთა სალა გამოიყენეთ. ეს წარმატებული პროდუქტის გასაღებია. მნიშვნელოვანი მომენტი: სალა არ გარეცხოთ. წყლის მოხვედრა არ დაუშვათ. ასე დაობდება. სწორედ ამიტომ, ქილები სამუშაოს დაწყებამდე გაამშრალეთ და გაასტერილეთ.

გადამდნარი ქონის მომზადება – სალა კუბებად დაჭერით, სქელძირიან ქვაბში ჩაყარეთ. სუსტ ცეცხლზე დადგით და ნელ–ნელა გაადნეთ. პერიოდულად აურიეთ. სალის დაწვა არ დაუშვათ, რომ ქონი არ გამუქდეს. როცა სალის ნახევარი გადნება, ხახვი ფურცლებიანად დაუმატეთ. 1 მუჭა ვაშლის ჩირი შეგიძლიათ დაუმატოთ. ასე სასიამოვნო გემოს შემატებთ. მთელი პროცესი რამდენიმე საათს წაგართმევთ, მოთმინება მოიკრიბეთ. როცა ცხიმი გადნება და ოქროსფერ შეფერილობას შეიძენს, შეგიძლიათ გადაასხათ. ქილებში სუფრის კოვზი ჩადეთ (ეს საჭიროა, რომ მინა არ გასკდეს), ზემოდან საწური დაადეთ. ქილები ნელ–ნელა ბოლომდე გაავსეთ. თავსახური არ დაახუროთ. ქონი ღია ჭურჭელში უნდა გამაგრდეს, რომ კონდესანტი არ წარმოიქმნას.

დარჩენილი კანი ხრაშუნა ქერქის მიღებამდე შეწვით, შემდეგ ვაშლთან და ხახვთან ერთად დააბლენდერეთ. მარილი, სანელებლები და ნიორი დაუმატეთ. შკვარკი რაიმე ჭურჭელში შეინახეთ. როცა გადამდნარი ქონი გამაგრდება, თავსახური დაახურეთ და გრილ ადგილას შეინახეთ. შკვარკი მაცივარში შეგიძლიათ შეინახოთ.

ახლა იცით, როგორ მოამზადოთ გადამდნარი ქონი. ასეთი მარაგით ზამთრის მოახლოება არ შეგაშინებთ. ძალიან ნოყიერი და მრავალფუნქციური პროდუქტია. ამბობენ, რომ სასარგებლოა, თუმცა გადაჭარბებას არ გირჩევთ, მაინც ცხიმია.