სტაფილოს შენახვის მეთოდები, რომელსაც მებოსტნეები იყენებენ

816

სტაფილოს უხვი მოსავალი ყველა მებოსტნეს ახარებს. სიამაყესთან ერთად მოდის ცნობიერება: როგორ შევინახოთ სტაფილო ზამთრისთვის? Vivien გიზიარებთ წინდახედული მებოსტნეების რჩევებს, როგორ შეინახოთ ბოსტნეული ისე, რომ გაზაფხულამდე არ გაღვივდეს, გაფუჭდეს და დალპეს.

როგორ შევინახოთ სტაფილო ზამთრისთვის

  • ქვიშა და ნახერხი – სტაფილოს სარდაფში შენახვა ყველაზე მოსახერხებელია. ძირნაყოფის დიდხანს შესანახად ქვიშა დაგჭირდებათ. ის ბოსტნეულს გაფუჭებისგან და ლპობისგან დაიცავს. ქვიშა მუდმივ და ოპტიმალურ ტემპერატურას ინარჩუნებს. ამ მეთოდისთვის დაგჭირდებათ ხის ყუთი, ქვიშა და წყალი. ქვიშა წყლით დაასველეთ (1 ლ წყალი 1 ვედრო ქვიშაზე). სველი ქვიშა ყუთში ჩაყარეთ. ფენა 3-5 სმ უნდა იყოს. ახლა სტაფილო დააწყვეთ. კვლავ ქვიშის ფენა დააფარეთ და მეორე ნაწილი სტაფილო დაუმატეთ. ასე გააგრძელეთ, სანამ ყუთს ბოლომდე არ გაავსებთ. სტაფილოს დიდხანს შესანახად ნახერხიც გამოგადგებათ. ფიჭვის და ნაძვის ნახერხი გამოიყენეთ. წიწვოვანი ხე შეიცავს ფიტონციდებს, რომელიც მიკრობების და სოკოს განვითარებას აფერხებს. წიწვი ისე გამოიყენეთ, როგორც ქვიშა, სტაფილოს ფენებს შორის დააფინეთ.
  • ცელოფნის პარკები – ამ მეთოდის გამოყენებით ოჯახს ახალი ბოსტნეულით გაზაფხულამდე უზრუნველყოფთ. მხოლოდ ცელოფნის პარკი გჭირდებათ. სტაფილო კარგად გარეცხეთ და გაამშრალეთ. სქელ ცელოფნის პარკში ერთ ფენად ჩააწყვეთ. ჰაერი ამოტუმბეთ. ამ მიზნით მტვერსასრუტი გამოგადგებათ. პარკი შეკარით. ბოსტნეული გრილ ბნელ ადგილას შეინახეთ.
  • ქვაბი – სტაფილოს შესანახად ქვაბიც გამოგადგებათ. ბოსტნეული მინანქრის ჭურჭელში შეინახეთ, თავსახური ან სალფეთქი დააფარეთ. ასე ძირნაყოფი გაზაფხულამდე მინიმალური დაზიანების გარეშე გაძლებს. დროდადრო სტაფილო გადაარჩიეთ, რომ მავნებლები არ გაჩნდეს და ინფექცია არ განვითარდეს.
  • ხახვის ფურცლები – ხახვის ფურცლებს ზუსტად ისეთი თვისებები აქვს, როგორც წიწვის ნახერხს. ხახვის ფურცლებში შემავალი ფიტონციდები ბაქტერიებს განვითარების და სტაფილოს დაზიანების საშუალებას არ აძლევს. მოსახერხებელი ჭურჭელი აიღეთ, ძირში ხახვის ფურცლები ჩაყარეთ. ზემოდან სტაფილო ჩატუმბეთ. კვლავ ხახვის ფურცლები და სტაფილოს ფენა მოათავსეთ. ასე ჭურჭლის გავსებამდე გააგრძელეთ. ასეთი ფორმით სტაფილო სარდაფში შეინახეთ.
  • ცარცი – ცარცი სტაფილოს დიდხანს შესანახად გამოგადგებათ. ის ტუტე გარემოს ქმნის, რომელშიც ლპობის პროცესი ნელდება. ცარცი გახეხეთ და სტაფილო დაპუდრეთ. 10 კგ სტაფილოზე 200 გ ცარცი დაგჭირდებათ. სხვა ვარიანტი: სტაფილო 30%–იან ცარცის ხსნარში ჩადეთ, შემდეგ გააშრეთ. ახლა სტაფილოს შენახვაზე შეგიძლიათ არ იდარდოთ.
  • სტაფილოს შენახვა აივანზე – თუ სახლში სარდაფი ან საკუჭნაო არ გაქვთ, სტაფილო აივანზე შეგიძლიათ შეინახოთ. ნულის ზემოთ ტემპერატურაზე ბოსტნეული ნახერხის ყუთში შეგიძლიათ შეინახოთ. თუ გარეთ ყინვაა, ძირნაყოფს სქელი ქსოვილი, საბანი ან ძველი ხალიჩა დააფარეთ. ასე ბოსტნეულის შენახვის ვადას გაზრდით.
  • სტაფილოს შენახვის მეთოდები მაცივარში – სტაფილო მაცივარში რამდენიმე თვე გაძლებს, თუ სწორად მოამზადებთ. მაგალითად, სტაფილო სქელ შესაფუთ ქაღალდში ან გაზეთის რამდენიმე ფენაში გაახვიეთ. როცა ქაღალდი დასველდება, ეს კი დროთა განმავლობაში შესაძლებელია, უბრალოდ ახლით ჩაანაცვლეთ. ქაღალდის ნაცვლად შესაფუთი პარკი შეგიძლიათ გამოიყენოთ. სტაფილო გარეცხეთ და გაამშრალეთ, თითოეული ბოსტნეული პარკში გაახვიეთ. ასე ჰაერი არ მოხვდება, ანუ ჭკნობის და გაღვივების პროცესი შენელდება. სტაფილო შეგიძლიათ გაყინოთ. ეს ყველაზე ცნობილი მეთოდია. თუ ხედავთ, რომ სტაფილო მთელი ზამთარი ნამდვილად ვერ გაძლებს (მაგალითად, პატარა ან დაზიანებულია, მაგრამ გადაგდება გენანებათ), შეგიძლიათ გაყინოთ. წინასწარ სტაფილო დაჭერით ან გახეხეთ. პლასტმასის კონტეინერში ან პაკეტში მოათავსეთ და გაყინეთ. მომზადებამდე სტაფილო გამოიღეთ და კერძს დაუმატეთ.

სტაფილოს შენახვის ბევრი ვარიანტი არსებობს. მეთოდები შესაფერისია როგორც მათთვის, ვისაც სარდაფი ან ორმო ავტოფარეხში აქვს, ასევე მათთვის, ვისაც ბოსტნეულის შენახვის მცირე შესაძლებლობები აქვს. სტაფილო აივანზე, საკუჭნაოში ან მაცივარში კარგად გაძლებს, თუ სწორად მოამზადებთ. ვიმედოვნებთ, ამ ამოცანის შესრულებაში დაგეხმარეთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს