ზედმეტი ინგრედიენტები ფარშში. არ დაუმატოთ, თუ კერძის გემოს გაფუჭება არ გსურთ

665

კატლეტის მომზადების ძალიან ბევრი რეცეპტი არსებობს. ისინი ერთმანეთს დიდად არ ჰგავს, რადგან როგორც აუცილებელი ინგრედიენტები, ასევე მომზადების მეთოდი განსხვავდება. უდავოდ, თითოეულ დიასახლისს ამ კერძის საყვარელი და გამოცდილი რეცეპტი აქვს. Vivien გიამბობთ, როგორ სრულყოთ კერძი. საკმარისია, ამოიღოთ რამდენიმე პროდუქტი, რომელსაც კატლეტის მომზადებისას ამატებთ და შეცდომით ფიქრობთ, რომ ასე გემოს აუმჯობესებთ. რომელი ზედმეტი ინგრედიენტები აფუჭებს კატლეტის გემოს? კატლეტი აუცილებლად შეწვით იმ ინგრედიენტების გარეშე, რომლებსაც შეჩვეული ხართ და გემრიელ შედეგს დაინახავთ. ხორცი საოცრად ნაზი და წვნიანი გამოვა. ასე არ შეგეშინდებათ, რომ კატლეტი უხეში ან მშრალი გამოვა.

ზედმეტი ინგრედიენტები, რომლებიც ფარშის გემოს აფუჭებს

  • რძე და თეთრი პური – ბევრი დიასახლისი ახალ პურს რძეში ალბობს, სანამ ფარშს დაუმატებს. როგორც პირველი, ასევე მეორე ინგრედიენტი კატლეტის მომზადებისას არ უნდა გამოიყენოთ. გამოცდილი მზარეულები თვლიან, რომ რძე ხორცს აუხეშებს. მაგრამ დალბობილი პურის გარეშე კატლეტი მშრალი გამოვა. სწორედ ამიტომ, ამ მიზნით უნდა გამოიყენოთ პური/ბატონი, რომელიც ცოტა ხნით წყალში უნდა გააჩეროთ. გახსოვდეთ, რომ ახალი თეთრი პური არ გამოგადგებათ, რადგან კერძს მჟავე გემოს ანიჭებს. აი, გუშინდელი ოდნავ მშრალი ბატონი ან ორცხობილა შესაფერისია. ასე კატლეტი უჩვეულოდ წვნიანი გამოვა.
  • კვერცხი – გონიერი მზარეულების თქმით, კვერცხი ის ინგრედიენტი არაა, რომელიც ფარშს უნდა დაუმატოთ. თერმოდამუშავებისას ცილა იკვრება. შედეგად კატლეტი უფრო უხეში გამოდის. თუ ფარშში კვერცხის დამატებას მიჩვეული ხართ, გახსოვდეთ, რომ გადაჭარბება არ შეიძლება. 1 კგ ხორცზე მხოლოდ 2 კვერცხი საკმარისია.
  • ნიორი – თუ დაქუცმაცებული ხახვი ფარშს წვნიანობას და სასიამოვნო მსუბუქ არომატს სძენს, ნიორი სულ სხვა ეფექტს იწვევს. ნიორს კატლეტის გაფუჭება შეუძლია. ძალიან სპეციფიკური გემო და სუნი აქვს, ამიტომ მთავარ ინგრედიენტს ვერ იგრძნობთ. ეს დიდი შეცდომაა, რომელიც ხორცის კატლეტის შეწვისას არ უნდა დაუშვათ.

საოცარია, როგორ შეუძლია კერძის გემოს გაფუჭება მისთვის ჩვეულ ინგრედიენტებს. დაივიწყეთ კვერცხი, ნიორი და რძეში დალბობილი ახალი პური. ახლობლები მზა კატლეტს სუფრიდან წამებში გააქრობენ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს