ხრიკი, როგორ გაწმინდოთ სარდელი ნატურალურ გარსში სწრაფად და მარტივად

628

ყოველთვის, როცა სარდელს ვასუფთავებ, ნაწილი კანზე რჩება. შემდეგ დარჩენილი ფარშის დანით აფხეკა მიწევს ან მთლიანად გადაგდება. შევნიშნე, რომ მსგავსი პრობლემა ბევრს აქვს. ჩვენი ოჯახის ნაცნობი მზარეულად მუშაობს. ერთხელ გამიმხილა, როგორ წმენდს სარდელს ნატურალურ გარსში. საინტერესო მეთოდია და თქვენც გიზიარებთ.

რატომ უნდა გაწმინდოთ სარდელი ნატურალურ გარსში – ჩვეულებრივ, სარდელის გარსი ღორის ნაწლავისგან მზადდება. წარმოების პროცესში დამუშავების რამდენიმე ეტაპს გადის, ამიტომ ნატურალობიდან თითქმის არაფერი რჩება. თუ ვსაუბრობთ ხელნაკეთ ძეხვზე, რომლის მოსამზადებლად წვრილი ნაწლავი ან ბრმა ნაწლავი გამოიყენება, ასეთი გარსის ჭამა საერთოდ სახიფათოა, რადგან ნაწლავის კედლებზე შეიძლება მძიმე ლითონები და მავნე ნივთიერებები დაგროვდეს.

რატომ გამოიყენება ნატურალური გარსი სარდელის მოსამზადებლად – აღმოჩნდა, რომ საქმე მარკეტინგშია. თუ შეფუთვაზე სიტყვა „ნატურალური“ წერია, უკვე ბევრი მყიდველის ყურადღებას იპყრობს. სიტყვაზე, მოხარშული ძეხვი ნატურალურ გარსში უფრო გემრიელია, რადგან „შეფუთვა“ ცხიმს და მარილს გამოსვლის საშუალებას არ აძლევს, შედეგად გაჯერებული გემო რჩება. სოსისი, რომელიც ცელოფანში იყიდება, თერმოდამუშავებამდე სუფთავდება, ამიტომ ცხიმის და მარილის გარკვეული ნაწილი წყალში გადადის. დავუშვათ, ძვირადღირებული ძეხვი ნატურალურ გარსში შეიძინეთ და მოხარშვა გადაწყვიტეთ. როგორ გავწმინდოთ სარდელი ისე, რომ ფარში მთელი დარჩეს? Vivien ხრიკებს გიზიარებთ.

ვასუფთავებთ სარდელს სწორად: 4 პატარა ხრიკი

  1. პირველ რიგში, უნდა იცოდეთ, როგორ მოხარშოთ სარდელი და სოსისი. ისინი ცივ წყალში უნდა ჩადოთ. როცა ამის შესახებ გავიგე, გამიკვირდა, რადგან ყოველთვის ჯერ წყალს ვადუღებდი, შემდეგ ძეხვის ნაწარმს ვუმატებდი.
  2. ხარშვის საშუალო დრო 3-5 წუთია. პატარა სოსისი უფრო მალე იხარშება. ზოგი თვლის, რომ მდუღარე წყალში ჩადება საკმარისია, მაგრამ მისი გასუფთავება გაგიჭირდებათ.
  3. მთავარი მომენტი: თითოეული სარდელის ბოლოები ორივე მხრიდან ჯვარედინად დასერეთ (მაგალითად, როგორც პომიდორს სერავენ, სანამ მდუღარე წყალს გადაავლებენ, რომ კანი მოაშორონ).
  4. მოხარშული ძეხვი ცივ წყალში გადაიტანეთ.

ძეხვი მოხარშვის შემდეგაც შეგიძლიათ დასეროთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ სწორედ ბოლოებში უნდა გააკეთოთ. თუ სიგრძეზე ჩაჭრით, ნაწარმი უბრალოდ გასკდება. იმედი გვაქვს, რომ თქვენთვის სასარგებლო ხრიკია, განსაკუთრებით ,მაშინ, თუ სარდელს მაკარონით ამზადებთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს