ვაშლის და დაფნის ფოთლის სამკურნალო ნახარში: როგორ მოვამზადოთ და გამოვიყენოთ

1688

ვაშლი და დაფნის ფოთოლი ნამდვილად ყველას აქვს სამზარეულოში. დაფნის ფოთოლს წვნიანის ან სოუსის მოსამზადებლად ვიყენებთ, ხოლო ვაშლიდან დესერტებს ვაკეთებთ. უდავოდ, კულინარიაში აუცილებელი პროდუქტებია. ცოტამ თუ იცის, რომ მათგან სამკურნალო ნახარში მზადდება. ამ ორ ინგრედიენტს დიდი სამკურნალო ძალა აქვს, განსაკუთრებით ერთად. მარტივი, იაფი და ხელმისაწვდომი ნახარში რეგულარული მოხმარებისას არა ერთ დაავადებას კურნავს. Vivien გიამბობთ, რატომ და როგორ მოამზადოთ სამკურნალო ნახარში ვაშლით და დაფნის ფოთლით.

ნახარშის სარგებელი – ვაშლის და დაფნის ფოთლის კომბინაცია ტკივილს და ანთებას აქრობს. ცნობილია შემთხვევები, როცა ამ პროდუქტმა მხედველობა გააუმჯობესა. ირანის ერთ–ერთ უნივერსიტეტში ჩაატარეს კვლევა, რომელმაც დაამტკიცა, რომ დაფნის ფოთოლი თირკმლებიდან კენჭების გამოდევნას ხელს უწყობს და ცხიმის დეპოზიტებს ამცირებს. ვაშლი თავისი სასარგებლო თვისებებით დიდი ხანია ცნობილია. ეს ხელმისაწვდომი და მარტივი ანტიოქსიდანტია. მასში ბევრი С ვიტამინი შედის, რომელსაც ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს. სურდოს ან გრიპის დროს აუცილებელი საშუალებაა! ვაშლის და დაფნის ფოთლის სამკურნალო სასმელი გულს აძლიერებს და მის ზოგიერთ დაავადებას ებრძვის, არტერიულ წნევას და სტრესს ამცირებს. ნახარში დიაბეტის პროფილაქტიკისთვის შესაფერისია, რადგან სისხლში შაქრის დონეს არეგულირებს. ზოგიერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ვაშლის და დაფნის ნახარში უჯრედების დაბერებას ანელებს და ტვინის მუშაობას აუმჯობესებს.

როგორ მოვამზადოთ და გამოვიყენოთ ნახარში

  1. 1 ვაშლი კარგად გარეცხეთ და პატარა ნაჭრებად დაჭერით. შეგიძლიათ არ გათალოთ.
  2. 1 ლ წყალი აადუღეთ, დაფნის ფოთოლი დაუმატეთ და 5 წუთით ხარშეთ.
  3. ვაშლი დაუმატეთ, ქურა გამორთეთ, თავსახური დაახურეთ და 10 წუთით გააჩერეთ.
  4. ნახარში გადაწურეთ. დილით უზმოზე ან საღამოს ძილის წინ დალიეთ. სრული სამკურნალო კურსი 2 კვირაა.

სურვილის შემთხვევაში მზა ნახარშს ცოტა თაფლი დაუმატეთ, რომ სასმელი არა მხოლოდ სასარგებლო, არამედ გემრიელი იყოს. გარდა ამისა, დაფნის ფოთოლი დარიჩინთან ერთად შეგიძლიათ მოხარშოთ. ასეთი სასმელი ზამთარში შეუცვლელია, რომ იმუნიტეტი გააძლიეროთ და სურდო ახლოს არ მიუშვათ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს