პორტუგალიური დესერტი „პაშტელ–დე–ნატა“. ტკბილეულის მოყვარულმა აუცილებლად უნდა გასინჯოს

1096

პორტუგალიური სამზარეულოს შესახებ ბევრი რამ არ ვიცით. ამავდროულად, ეს ქვეყანა გასტრონომიული ტურისთვის იდეალურია. მათი ცნობილი დესერტი „პაშტელ–დე–ნატა“ უბრალოდ საოცარია. როგორც უბრალო ტკბილეულის მოყვარულებს, ასევე დახვეწილ გურმანებს იპყრობს. დესერტი, რომელიც ყველას მოსწონს.

დესერტი  „პაშტელ–დე–ნატა“ – რას წარმოადგენს ცნობილი ტკბილეული?  „პაშტელ–დე–ნატა“ მსუბუქი ფენოვანი ცომის ნაზი კალათაა გემრიელი მოხარშული კრემით. ნამცხვარი პირში დნება და პირველივე ჩაკბეჩიდან თავს გვაყვარებს. ჩნდება კითხვა: „როგორ ვცხოვრობდით პორტუგალიური დელიკატესების გარეშე?“

ინგრედიენტები:

  • 350 გ ფენოვანი ცომის ფურცლები
  • 30 გ ფქვილი
  • 220 მლ რძე
  • დარიჩინის ჩხირები
  • ლიმონის ცედრა
  • 180 გ შაქარი
  • 110 გ წყალი
  • 80 გ კვერცხის გული

მომზადების წესი:

  1. პირველ რიგში, ფენოვანი ცომი შეიძინეთ. თითქმის ყველა მაღაზიასა და სუპერმარკეტში იყიდება. ასე ამოცანას გაიმარტივებთ და ცომის მომზადებაზე დროს არ დახარჯავთ. ფურცლები ზუსტად 4 მმ სისქეზე გააბრტყელეთ. 12 თანაბარ ნაწილად გაყავით.
  2. ცომი გადანაჭერით ზემოთ ლითონის კექსის ფორმაში მოათავსეთ. 10-15 წუთით მაცივარში შეინახეთ.
  3. გაცრილ ფქვილს თანდათან ცოტა ცივი რძე დაუმატეთ. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე კარგად აურიეთ, რომ კორკოშები არ დარჩეს. დარჩენილი რძე ღრმა ტაფაში ჩაასხით და ქურაზე დადგით. დარიჩინის ჩხირები და ლიმონის ცედრა დაუმატეთ.
  4. ნარევი საშუალო ცეცხლზე ადუღებამდე მიიყვანეთ. როგორც კი დაინახავთ, რომ რძე სადაცაა ადუღდება, ქურა გამორთეთ. წვრილად რძე–ფქვილის მასა ჩაასხით, აქტიურად აურიეთ. კვლავ ქურაზე დადგით და აურიეთ. კრემი გასქელებამდე ხარშეთ.
  5. ამის შემდეგ ქურიდან გადმოდგით. სხვა ჭურჭელში წყალი და შაქარი სიროფისთვის ჩაასხით. როცა სიროფი ადუღდება, მაქსიმალურ ცეცხლზე 4 წუთით ხარშეთ. ქურიდან გადმოდგით და წვრილად კრემში ჩაასხით, ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ. საცერში გაატარეთ, რომ ცედრა, დარიჩინი და ფქვილის კორკოშები მოაშოროთ.
  6. კრემი ოთახის ტემპერატურაზე გააგრილეთ. შემდეგ კვერცხის გული დაუმატეთ და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე აურიეთ.
  7. ამ დროში ცომს დაუბრუნდით. ცომი მაცივრიდან გამოიღეთ. ხელები ცივ წყალში დაისველეთ და ცომი კექსში ისე გადაანაწილეთ, რომ კალათები მიიღოთ. კვლავ მაცივარში შეინახეთ. შემდეგ კალათები კრემით ამოავსეთ. ბოლომდე არ გაავსოთ, პირამდე 5-6 სმ ცარიელი დატოვეთ.
  8. ღუმელი მაქსიმალურ ტემპერატურაზე გააცხელეთ. „ზედა–ქვედა“ რეჟიმზე 10 წუთით შეწითლებამდე აცხვეთ.

როგორც ხედავთ, პორტუგალიურ სამზარეულოს ჩვენი გაოცება შეუძლია! გემრიელი და ორიგინალური ნამცხვარი გამოვიდა. უფრო მადისაღმძვრელი გახდება, თუ სუფრაზე გატანის წინ დარიჩინს ან შაქრის ფხვნილს მოაყრით. აუცილებლად უნდა სცადოთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს