საბჭოთა დროის 5 კერძი, რომელიც დღემდე პოპულარულია

1114

აზიური ეგზოტიკით და ევროპული პეწობით დაღლილი ხალხი საბჭოთა დროის კერძებს ხშირად იხსენებს. უბრალო, მაგრამ გემრიელი კერძები სურთ. საბჭოთა დროის კერძები გოსტის მკაცრ სტანდარტებს გადიოდა და დროში გამოცდილია. მოსაწყენ შეჭამანდს ადგილობრივი სასადილოდან არ გთავაზობთ. Vivien გიზიარებთ ბიუჯეტურ და სადღესასწაულო კერძების რეცეპტებს მთელი ოჯახისთვის. დიდებულ დელიკატესებს არაფრით ჩამოუვარდება.

საბჭოთა დროის 5 კერძი, რომელიც დღემდე აქტუალურია – დემოკრატიული ფასი და მარტივი მომზადება ისაა, რატომაც სსრკ–ს სამზარეულო ყველას უყვარს. კერძების პატარა ნაკრები შევადგინეთ, რომელთაგან უმეტესობა დაუმსახურებლად მივიწყებულია. შესაძლოა დღეს ამ სიიდან რომელიმეს მომზადება ისურვოთ.

1. შოკოლადის ძეხვი – გაგიჭირდებათ ადამიანის პოვნა, ვინც ამ კერძს არ იცნობს. შოკოლადის ძეხვი საბჭოთა დროის მარტივი ტკბილეულია, რომელსაც მაღაზიაში ვეღარ იპოვით, მაგრამ ადვილად შეგიძლიათ მოამზადოთ!

ინგრედიენტები:

  • 500 გ ორცხობილა
  • 4 ს/კ კაკაო
  • 80 გ კარაქი
  • შესქელებული რძე გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. ფხვიერი ორცხობილა წვრილად დააქუცმაცეთ.
  2. კაკაო დაუმატეთ. ცოტა შესქელებული რძე და რბილი კარაქი დაუმატეთ.
  3. შემავსებლად ნებისმიერი ჩირი, ნიგოზი ან ქიშმიში გამოიყენეთ. დანარჩენ პროდუქტებს აურიეთ.
  4. მასა მკვრივი უნდა გამოვიდეს, რომ ძეხვის ფორმა მისცეთ. კარტოფილის სახით ულუფებად შეგიძლიათ დაყოთ. შემდეგ კაკაოში ამოავლეთ და მაცივარში გასამაგრებლად შეინახეთ. გემრიელობა მზადაა!

2. რძიანი კისელი – სსრკ–ში მრავალფეროვანი კისელი მზადდებოდა, კენკრის, ხილის, რძის. მას ნებისმიერ საზოგადოებრივ კვების ადგილას, საბავშვო ბაღებსა და სკოლებში იპოვიდით. ზოგი კისელზე უარს ამბობდა, სხვები ორ ჭიქას სვამდნენ. გემოვნებაზე არ დაობენ, მაგრამ სასმელის სარგებელი აშკარაა.

ინგრედიენტები:

  • 500 მლ რძე
  • 1 ს/კ სახამებელი
  • 2 ს/კ შაქარი

მომზადების წესი:

  1. ნახევარ ჭიქა თბილ წყალს სახამებელი აურიეთ ისე, რომ ერთგვაროვანი მასა მიიღოთ.
  2. დარჩენილი რძე პატარა ქვაბში ჩაასხით და ქურაზე დადგით. შაქარი დაუმატეთ. ცხელ რძეს „სახამებლის“ რძე დაუმატეთ.
  3. კისელი ხარშეთ, მუდმივად აურიეთ, რომ არ დაკორკოშდეს. როცა ადუღდება, ქურა გამორთეთ.
  4. სუფრაზე გატანის წინ გააგრილეთ. ზედაპირზე ფირი რომ არ წარმოიქმნას, ჭურჭელს პარკი დააფარეთ.

3. წასახემსებელი ბუტერბროდი ქარსალით – ადრე ქარსალის გარეშე არც ერთი ქეიფი იმართებოდა. ბევრს დღემდე ახსოვს შებოლილი გემო და გემრიელი არომატი. დღეს მსგავსი კონსერვის პოვნა გაგიჭირდებათ. დამზადების ტექნოლოგია განსხვავდება. და მაინც, ქარსალით ბუტერბროდის მომზადება ღირს.

ინგრედიენტები:

  • ნახევარი პური
  • მაიონეზი გემოვნებით
  • 5 კბილი ნიორი
  • 1 ქილა ქარსალა
  • 1 ახალი კიტრი
  • 1 პომიდორი

მომზადების წესი:

  1. პურის ნაჭრები მცენარეულ ზეთში შეწვით და გააგრილეთ.
  2. პურის ნაჭრებს ერთ მხარეს მაიონეზის და დაქუცმაცებული ნივრის ნარევი წაუსვით.
  3. თითოეულ ბუტერბროდს რამდენიმე თევზი დაადეთ.
  4. ბოლოს ახალი ან მწნილი კიტრის და პომიდვრის რგოლები დაუმატეთ. კამით ან ოხრახუშით გააფორმეთ.

4. მაკარონი მეზღვაურის რეცეპტით – ასეთ კერძს საბჭოთა დროის ბოლონეზი თამამად შეგიძლიათ უწოდოთ. მისი პომიდორი–ხორცის გემოს დავიწყება რთულია. ჩვეულებრივ, მაკარონი ვახშამზე გაჰქონდათ. დილით ნარჩენებს ქილაში ათავსებდნენ და სამსახურში მიჰქონდათ. ცივი კერძიც გემრიელი იყო.

ინგრედიენტები:

  • 200 გ მაკარონი
  • 2 ს/კ მზესუმზირის ზეთი
  • 1 ხახვი
  • 2 კბილი ნიორი
  • 500 გ ფარში
  • 2 ს/კ პომიდვრის პასტა
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. მაკარონი მარილიან წყალში მოხარშეთ. ამ კერძის კლასიკაა 4 სმ სიგრძის ცილინდრის ფორმის მაკარონი, მაგრამ ნებისმიერი სხვა შეგიძლიათ გამოიყენოთ: ხვეულა, სპაგეტი ან ბაფთა.
  2. მაკარონი საწურზე გადაიტანეთ და გარეცხეთ. მთელი წყლის გადაღვრა არ ღირს. 1 ჭიქა სითხე შეინახეთ.
  3. დაჭრილი ხახვი გამჭვირვალობამდე მცენარეულ ზეთში შეწვით. ხორცის ფარში, პომიდვრის პასტა და დაქუცმაცებული ნიორი დაუმატეთ. ძროხის ხორცი ან ღორის და ძროხის ხორცის ნარევი გამოიყენეთ. 10 წუთით შეწვით.
  4. გადანახული წყალი და მაკარონი დაუმატეთ. ერთად დაახლოებით 5 წუთით ჩაშუშეთ. მუდმივად აურიეთ.

5. შემწვარი კვერცხი მოხარშული ძეხვით – „რძიანი“, „საექიმო“ ძეხვი არა მხოლოდ ოლივიესა და ბუტერბროდშია კარგი. ამ ძეხვით უბრალო კვერცხი ნამდვილი დელიკატესი გახდება. წვნიანი ნაჭრები ხრაშუნა ქერქით პირში დნება. მომზადებას გირჩევთ.

ინგრედიენტები:

  • 7 ნაჭერი მოხარშული ძეხვი
  • 1 ს/კ მზესუმზირის ზეთი
  • 3 კვერცხი
  • მარილი და დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. კერძის მომზადება ხარისხიანი მოხარშული ძეხვის მოძებნით დაიწყეთ. ადრე „საექიმო“ ძეხვში შედიოდა ღორის ხორცი, ძროხის ხორცი, ქათმის კვერცხი, სანელებლები და მშრალი რძე. რაღაც მსგავსი მოძებნეთ.
  2. ძეხვი 1 სმ სისქის რგოლებად დაჭერით. კარგი ძეხვი შეწვისას იხვევა. თუ ასეთი არ გიყვართ, რგოლები რამდენიმე ადგილას დასერეთ.
  3. ტაფას ზეთი წაუსვით და კარგად გააცხელეთ. ძეხვი მოათავსეთ და ორი წუთით შეწვით. ახლა გადააბრუნეთ და კვერცხი ჩატეხეთ. მარილი, წიწაკა მოაყარეთ და კიდევ 3-4 წუთით შეწვით.

ეს საბჭოთა დროის კერძების სრული სია არაა, რომელიც ადრე პოპულარული იყო. მაგალითად, კაკალი შესქელებული რძით, მდნარი ყველის წასახემსებელი და თევზის გუფთა პომიდორში ძალიან გემრიელია. სალათების „მიმოზა“, „სასადილოს“ გემო დაუვიწყარია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს