“მხოლოდ სამ ნიშანს გაუმართლებს“: აი რა ელოდება ზოდიაქოს ნიშნებს 2019 წელს. სრული ჰოროსკოპი

6689
“მხოლოდ სამ ნიშანს გაუმართლებს“: აი რა ელოდება ზოდიაქოს ნიშნებს 2019 წელს. სრული ჰოროსკოპი
“მხოლოდ სამ ნიშანს გაუმართლებს“: აი რა ელოდება ზოდიაქოს ნიშნებს 2019 წელს. სრული ჰოროსკოპი

2019 წელს ასტროლოგები ზოდიაქოს ყველა ნიშანს მთელ რიგ ცვლილებას უწინასწარმეტყველებს. ზოგიერთს დიდი შენაძენი, ზოგს კი სიყვარული ელოდება. მთლიანობაში ახალი წელი გასულზე უფრო რთული იქნება. რას ეუბნებიან ვარსკვლავები ზოდიაქოს ნიშნებს?

ვერძი

წლის პირველ ნახევარში ვერძს ცხოვრების უკეთესობისკენ შესაცვლელად ბევრი შანსი ექნება. მათ სამსახურში თავის გამოჩენის შესაძლებლობა და დაწინაურების შანსი ექნებათ.

წლის მეორე ნახევარში ყურადღება ჯანმრთელობას დაუთმეთ, შესაძლოა ქრონიკული დაავადება გაგიმწვავდეთ. ორგანიზმს დასვენების და მოდუნების საშუალება მიეცით.

კურო

მთელი წელი კურო ბევრს იშრომებს, რაც თავის ნაყოფს გამოიღებს. ზოგიერთი საკუთარი საქმის დაწყების გადაწყვეტილებას მიიღებს და მიუხედავად იმისა, რომ საქმე თავზე საყრელი იქნება, ყველა ჩანაფიქრი გამოუვათ.

ბევრი მათგანი, ვისაც 2019 წლეს შემთხვევით გაიცნობთ, თქვენს ცხოვრებაში სამუდამოდ დარჩება. მარტოხელა კუროებს პირად ფრონტზე ცვლილებები ელოდებათ. მთავარია: სწრაფად მიიღეთ გადაწყვეტილება და არ დაფიქრდეთ იმაზე, სწორად იქცევით თუ არა.

ტყუპები

ტყუპები ნებისმიერ საქმეში წარმატებას მიაღწევენ, რასაც ჩაიფიქრებენ. განსაკუთრებით ვარსკვლავები შემოქმედებითი პროფესიის მქონე ადამიანებისთვის გულმოწყალე იქნებიან: მათ კარგად ანაზღაურებადი პროექტი ელოდებათ.

მაგრამ ამ მედალს მეორე მხარეც აქვს: სამსახურში თავით ჩართვამ, შეიძლება ოჯახში პრობლემები გამოიწვიოს. სწორედ ამიტომ ეცადეთ ახლობლებს სათანადო დრო დაუთმოთ. მათ სასიამოვნო სიურპრიზი ელოდებათ.

კირჩხიბი

კირჩხიბი ურთიერთობით დაიღლება, საკუთარ თავში ჩაიკეტება და გარშემომყოფებთან კონტაქტს მინიმუმამდე დაიყვანს – შესაძლოა, ყველაზე ახლობელ ადამიანებთანაც კი. პირად ცხოვრებაში ოჯახში კონფლიქტია მოსალოდნელი.

უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად, ეცადეთ საკუთარი თავი გადალახოთ და ზოგჯერ გარეთ გამოხვიდეთ, იმოგზაუროთ და ახალი ნაცნობები გაიჩითოთ, ძველ მეგობრებთან კავშირი არ დაკარგოთ. ამასთან დრო არ დაკარგოთ იმ ადამიანებზე, ვისაც თქვენს ცხოვრებაში ნეგატივი შემოაქვს.

ლომი

წლის პირველ ნახევარში ლომი ყოველთვის ყურადღების ცენტრში იქნება, ხოლო მისი შრომა ბოლოს და ბოლოს სათანადოდ დაფასებული იქნება. ის სამსახურში დაწინაურებას და ახალ სანაცნობო წრეს მიიღებს.

ყურადღებას ახლობლებიც მოითხოვენ, რომლებიც პრობლემებს შექმნიან და ლომს მათი გადაჭრა მოუწევთ. ძალები გადაანაწილეთ და არ გადაიტვირთოთ. დაფიქრდით, თქვენ რა გჭირდებათ და სხვების პრობლემის გადაჭრა არ იჩქაროთ.

ქალწული

ქალწულისთვის ეს წელი შეცდომებზე მუშაობის და შედეგების გაანალიზების წელი იქნება. არსებობს ალბათობა, რომ გაზაფხულზე თანამშრომლებთან ურთიერთობას გაუმჯობესებთ, შესაძლოა, სამსახურეობრივი რომანი წამოიწყოთ, რაც მოგვიანებით ქორწილით დასრულდეს.

წლის მეორე ნახევარში ქალწული საინტერესო ბიზნეს წინადადებას მიიღებს. ყველაფერი კი და არა კარგად აწონეთ, ბიზნეს გეგმა კარგად შეისწავლეთ და პარტნიორად მხოლოდ სანდო ადამიანები აიყვანეთ.

სასწორი

სასწორი საკუთარ თავში ფარულ რესურსებს აღმოაჩენს. მათ ახლის შესწავლის  და ჰობის სამუშაოდ ქცევის სურვილი ექნებათ. ზოგიერთი სასწორი სამსახურის შეცვლას ან ახალი პროფესიის მიღებას გადაწყვეტს.

ახალი ჰობი დიდ შრომას მოითხოვს, რამაც ოჯახში შეიძლება კონფლიქტი გამოიწვიოს.

მორიელი

მორიელს ამ წელს ახალი ცხოვრებისეული ეტაპი ეწყებათ. ცვლილებები ეხება კარიერას, ბიზნეს, სწავლას, პირად ცხოვრებას, შესაძლოა ახალ ქალაქში ან ახალ ქვეყანაში საცხოვრებლად გადახვიდეთ.

ზაფხულის დასაწყისში ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ და ჩანაფიქრის რეალიზების ახალ შესაძლებლობას დაინახავთ. ასევე ზაფხულში შეიძლება ბობოქარი რომანი დაიწყოს.

მშვილდოსანი

ჩვეულებრივ სიცოცხლის მოყვარული მშვილდოსანი წყლის დასაწყისში ენერგიის ნაკლებობას იგრძნობს, რაც პირველ რიგში მატერიალურ დანაკლისთან იქნება დაკავშირებული. ახლობლები და ნათესავები დაგეხმარებიან და გამოუვალი მდგომარეობიდან გამოსავალს იპოვიან.

უკვე ზაფხულის ბოლოს ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება და თქვენ სახლის მოწყობაზე დაფიქრდებით. მშვილდოსანი შეიძლება დაქორწინდეს კიდეც ან ოჯახში შემატება ელოდოს.

თხის რქა

ახალი წელ თხის რქას სიურპრიზებს ჰპირდება. ეს შეიძლება იყოს ცხოვრებაში სერიოზული ცვლილებები, რაც სამსახურის ცვლილება ან საცხოვრებელ ადგილს ეხება. ასევე თხის რქას ახალი ნაცნობობა ელოდებათ.

პირად ცხოვრებაში ყველაფერი წარმატებულად იქნება – თხის რქა მეორე ნახევართან ურთიერთობას გაამახვილებს და ახალ ეტაპზე გადავა, თუ მხოლოდ საკუთარ აზრს არ გაითვალისწინებს.

მერწყული

მერწყულისთვის ეს წელი მარტივი არ იქნება. მათ მეგობრებთან და შეყვარებულთან კონფლიქტი ელოდებათ, რომელიც მოხდება, თუ მერწყული თავის ეგოიზმს არ დააოკებს.

ეცადეთ სხვების გრძნობების და პრობლემების მიმართ უფრო ყურადღებიანი იყოთ. სამყარო თქვენ გარშემო არ ტრიალებს. ზაფხულის შუა პერიოდში ფინანსური პრობლემები გელით.

თევზები

2019 წელი თევზებისთვის საკმაოდ წარმატებული იქნება. მათ კარიერული წინსვლა და შესაძლოა რომელიმე მაღალი თანამდებობის დაკავება შეძლოთ.

ოჯახიანი თევზი ახლობლებთან ცხოვრებით დატკბება – შესაძლოა სამოგზაუროდ წავიდეს ან ოჯახისთვის რაიმე შეიძინოს, რაზეც დიდი ხანია ოცნებობს. მარტოხელა თევზი შემოდგომაზე ძალიან საინტერესო ადამიანს შეხვდება, მაგრამ სავარაუდოდ ამისგან უფრო სერიოზული რამ გამოვა?

თქვენ უკვე მოგბეზრდათ 2018 წელი?

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს