ფსიქოლოგები თანხმდებიან, რომ ქვეცნობიერად საკუთარ თავს საყვარელ ტანსაცმელთან ვაიგივებთ. მაგალითად ცნობილი მუსიკოსები და მხატვრები ავიღოთ. ისინი შემოქმედებას, შინაგან სამყაროს და განსაკუთრებულ გარდერობს საუკეთესოდ განასახიერებენ. სხვა მაგალითიც არსებობს „კაცი ფუტლარში“. როგორ არ გახდეთ ჩეხოვის ბელიკოვი და საკუთარ თავსა და სხვებში საშიში იმპულსების შემჩნევა ისწავლოთ. მაგალითად, არც ერთი გაუბედავი ქალი ამას არ აღიარებს. Vivien გთავაზობთ ძირითად შეცდომებს, რომელიც არა მხოლოდ გარეგნობას, არამედ განწყობას თვითშეფასებასთან ერთად ანადგურებს.
რა უნდა მოიშოროთ გარდერობიდან, თავი უფრო თამამად რომ იგრძნოთ – გიამბობთ, როგორ ატყობინებს ქალი ქვეცნობიერად ზედმეტ რიდს, შიშს და მორცხვობას გარე სამყაროს.
- უფორმო და გაწელილი ნივთები – მთელი რიგი პროფესიები არსებობს, რომელთა წარმომადგენლები თავს უხილავად თვლიან. ისინი არ ახსოვთ და ვერ ამჩნევენ, სანამ უჩვეულო რამ არ მოხდება. არიან ქალები, რომლებიც შეუმჩნეველნი არა ოფიციალური გარემოების გამო, არამედ თავისთავად არიან: უფერული და დავიწყებული. როგორც წესი, შესაფერისი სამოსი აცვიათ: დიდი ზომის მოცულობითი სვიტერი, შეუმჩნეველი ჭრილის და ფერის ჯინსი, გაწელილი მაისური, რომელიც ნებისმიერ ფორმას აფუჭებს. ამ შემთხვევაში ძალა უნდა იპოვოთ, რომ საკუთარი თავის წარდგენის არ შეგეშინდეთ. ნაცრისფერ მასაში გარევა უფრო ადვილია. ქალი, რომელსაც საკუთარი სხეულის ღირსება დავიწყებული აქვს, დროთა განმავლობაში კომპლექსებით ივსება. ასე აკვიატებული აზრები ჩნდება, როგორიცაა „ისინი დამცინიან“ ან „ყველა მე მიყურებს“. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი თავში ფიქსირდება, როგორც უფორმო ბალახონი გარდერობში.
- ოქროს შუალედის უცოდინრობა – როცა ქალს ძალიან ჭრელად აცვია, ეს მის გაუბედაობაზე საუბრობს, როგორც ზედმეტად უბრალო ტანსაცმელი. ზოგიერთი ქალი რაიმე აქსესუარსა და მაკიაჟზე სრულად უარს ამბობს. სხვები, პირიქით, მკვეთრად მოხატულ სახესა და აქსესუარების ტარებაში ზომიერებას ვერ ხედავენ. გახსოვდეთ, რომ შინაგანი გაუბედაობა საკუთარი თავის მიმართ უსიყვარლობიდან მოდის. მიზეზი როგორც რეალური, ასევე წარმოსახვითი შეიძლება იყოს. სარკეში საკუთარ თავს დააკვირდით, გაიღიმეთ და ბუნებას ჯანმრთელი ტანის, უნიკალური ფორმებისა და სახისთვის მადლობა გადაუხადეთ. საოცარია, მაგრამ სხვები ისეთად აღგიქვამთ, როგორც საკუთარ თავს ხედავთ.
- ერთი ტიპის გარდერობი – ახლის ცდა ყოველთვის რისკია, მაგრამ ექსპერიმენტებისთვის გამბედაობის პოვნა უფრო საინტერესოა. წლიდან წლამდე ერთი და იმავე ტიპის მაისურის ან ერთი ფირმის კომფორტული შარვლის ტარება არ ღირს. სხვადასხვა ფასონი სცადეთ, ღია ფერები გამოიყენეთ, რაიმე კლასიკურს შეუხამეთ. რაღაც დროის შემდეგ უნიკალურ სტილს იპოვით, რომელიც თავდაჯერებულობას შეგმატებთ.
- ფერადი გამა – იცით, რომ ქალები, რომელთაც სხვების აზრი საერთოდ არ აინტერესებთ, თავს ნებისმიერ ფერში კომფორტულად გრძნობენ? აი, გაუბედავი ქალი ტანსაცმელში, ძირითადად, ნაცრისფერ ან მუქ ფერებს ირჩევს. მიზეზი მარტივია: ბრბოში გარევა და ყურადღების მიქცევისგან თავის დაცვა. დღეს მაღაზიებში ლამაზი ფერადი ნივთების ისეთი არჩევანია, რომ ყველას ტარებისთვის ცხოვრება არ გეყოფათ. სცადეთ!
- ძალიან მოშიშვლებული ტანსაცმელი – ეს კიდევ ერთი უკიდურესობაა. დიახ, ბევრ ქალს სურს, რომ ყოველთვის საოცრად გამოიყურებოდეს, მაგრამ ზოგიერთი ძალიან მოშიშვლებულ ტანსაცმელს ირჩევს მხოლოდ იმისთვის, რომ საყოველთაო ყურადღება მიიღოს. მთავარია, არ გადააჭარბოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსალოდნელი კომპლიმენტები გაკიცხვით და გაუგებრობით მოგიბრუნდებათ. ყოველთვის გახსოვდეთ, სად არის გონივრული ღრმა დეკოლტე, სად უნდა ჩაიცვათ მოკრძალებულად. თუ გსურთ თავდაჯერებულად და მიმზიდველად გამოიყურებოდეთ, აირჩიეთ ტანსაცმელი, რომელშიც თავს მოდურად და კომფორტულად იგრძნოთ.
და ბოლოს, გარდერობი ასაკს არ დაუკავშიროთ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ გარდერობიდან 20 წლის მინი ქვედაკაბა უნდა გამოიღოთ. უფერულ და ძალიან უბრალო ნივთებზე ჩაციკვლაც არ ღირს. თამამად შეუხამეთ მკაცრი კოსტიუმი ფერად ფეხსაცმელს, ტყავის ქურთუკი მოდურ ჯინსს, კომფორტული ბოტასი კაბას. გარწმუნებთ, აღფრთოვანებულ მზერას აუცილებლად დაიჭერთ!