სელენა ნიშანს ცვლის: უმაღლესი ძალების ახალი მისია

474

სელენა არის კარმული წერტილი, რომელიც უმაღლეს ძალებს განასახიერებს და ჩვენთან როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი კარმის დაბრუნებაზე პასუხისმგებელია. დიახ, მასაც შეუძლია დასჯა, მაგრამ სასჯელი ყოველთვის სამართლიანია. სელენა ზუსტად 7 თვით ზოდიაქოს თითოეულ ნიშანში იმყოფება. მაგალითად, 13.02.22 მერწყულში შევიდა და ამ ნიშნიდან მხოლოდ 14.09.22 გამოვა. აქედან გადავა თევზებში, მისთვის ერთ–ერთ უძლიერეს ადგილზე.

რას გვაძლევს სელენას ტრანზიტი მერწყულში? რა თქმა უნდა, წარმოუდგენელ ცვლილებებს, ფორსმაჟორებს, გაუთვალისწინებელ გარემოებებს და შემთხვევებს, მაგრამ მათი ამოცანაა, რომ კაცობრიობა სწორ გზაზე დააბრუნოს, დანიშნულების შესრულებისკენ უბიძგოს, მნიშვნელოვან საკითხებზე თვალი აუხილოს, გამოფხიზლებაში დაეხმაროს. ასეთ ენერგიებზე ხდება ხალხის მასობრივი გაერთიანება ერთი მიზნის, მაღალი იდეის, სამართლიანობის სურვილის, მეტი დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის. სელენა მერწყულში მნიშვნელოვანი აღმოჩენების შანსს გვაძლევს, რომ მომავალში ცივილიზაცია განვითარდეს, უფრო წარმატებული ევოლუცია მოახდინოს. ამ პერიოდში თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისა და თანასწორობისთვის ბრძოლა თვალსაჩინოა. ბევრი შემთხვევითი და მოულოდნელი რამ ხდება, რასაც საუკეთესო შედეგამდე მივყავართ. მსგავსი ტრანზიტის დროს კაცობრიობის კარმა შეიძლება შეიცვალოს. შანსი გვაქვს, რომ ნათელ გზაზე გადავიდეთ და მთელი სამყარო შევცვალოთ.

ვიღაც ამ პერიოდში მერწყულის ნიშანში მყოფი სელენას საჩუქრების გამოყენება და ბოლო 7 თვის განმავლობაში შინაგანი თავისუფლების მოპოვება შეძლო ან ცნობიერების, სულიერი განვითარების მაღალ დონეს მიაღწია, რწმენა იპოვა, ნამდვილი არსი დაინახა, თავის დანიშნულებას მიხვდა. მეწარმე ხალხმა საქმის გახსნა შეძლო, შესაძლოა საკუთარ ჰობზე, ინტერესებსა და გატაცებაზე დაყრდნობით.

14.09.22–დან 17.04.23–მდე სელენა თევზებში გადავა. აქ უფრო ძლიერი გახდება, ვიდრე წინა 7 თვეში იყო. სულ სხვა ამოცანებს დაგვისახავს და ზემოდან მხარდაჭერა სხვადასხვა სფეროსკენ იქნება მიმართული. პირველ რიგში, სელენა თევზებში ესაა ბოროტებასთან ბრძოლა, როგორც პიროვნულ დონეზე, ასევე მსოფლიო მასშტაბით. ასეთი ტრანზიტი იმედს გვაძლევს, რომ არც თუ ისე პატიოსანი ადამიანის გონება განათდება, სამყარო უფრო ჰარმონიული გახდება. ამ თვეებში უფრო ემპათიური, თანამგრძნობი უნდა გავხდეთ, ყურადღება უდანაშაულო მსხვერპლს ან უსამართლო მსჯავრდებულებს მივაპყროთ. თვითშეცნობის, რეფლექსიის, თვითანალიზისა და თვითგანვითარებისკენ სწრაფვა გაიზრდება. ბევრი დაინტერესდება ფსიქოლოგიით, ეზოთერიკით, სხვადასხვა „საიდუმლო“ ცოდნით, რომელიც სამყაროს უკეთ გაგებას ხელს უწყობს. ამ პერიოდში შეიძლება ძლიერ იგრძნოთ განმარტოების, გარე სამყაროსგან გაქცევის სურვილი და შინაგანი მეს სიღრმეებში ყოფნა. ყველაფერი სწორია, რადგან სელენა თევზებში მიგვანიშნებს, რომ მხოლოდ საკუთარ თავთან განმარტოებით შევძლებთ საკუთარი თავის შეცნობას, შემზღუდველი დოგმების მოშორებას და ობიექტურობის შენარჩუნებას. თევზები მე-12 ბოლო ნიშანია, ამიტომ სელენა მასში გავლისას სულიერი და მორალური განვითარების საკუთარი დონის გააზრებას გვთავაზობს. ამ 7 თვეში უმაღლესი ძალები დაიცავს მათ, ვინც თავის წარმოჩენას არ ცდილობს, ვინც ჩრდილში რჩება. შევძლებთ სამყაროს დინების უკეთ შეგრძნებას, კოსმოსის ინფორმაციის მიღებას და ამით ცნობიერების გაფართოებას. შანსი გაჩნდება, რომ უმაღლესი ჭეშმარიტება და ნათელი იდეალები მოვიპოვოთ. სელენა თევზებში დაფარული საიდუმლოებების გამჟღავნებასა და თაღლითების გამოაშკარავებაში წვლილს შეიტანს.

სანამ სელენა თევზებშია რამდენიმე საინტერესო პერიოდს გამოვყოფთ:

  • 22.10.22 – 6.11.22 (შემოდგომის დაბნელების დერეფანი) – სელენა პირად პლანეტებს, ვენერას, მერკურს და მზეს მშვენიერ ასპექტს (ტრიგონი) გაუკეთებს. ამან შეიძლება სულიერი განვითარების და ახალი შესაძლებლობების, ჰორიზონტების აღმოჩენის დრო მოგვცეს. შეიძლება ფუნდამენტური ფასეულობების გადაფასება გამოიწვიოს, რის შედეგადაც საკუთარ ცხოვრებას და სურვილებს სხვა კუთხიდან შევხედავთ.
  • 20.11.22 – 4.01.23 სელენა ციური ფიგურის ზედა ნაწილში მდებარეობს, რომელიც დაფუძნებულია ბედის ღერძზე (მთვარის კვანძები). 3 კარმული წერტილი ერთ კონფიგურაციაში გაერთიანდება. შანსია, რომ მნიშვნელოვანი, საბედისწერო გადაწყვეტილებები, იდეები ჩამოყალიბდეს, რომელიც მომავალში ცივილიზაციის განვითარებაზე გავლენას მოახდენს.
  • 7.12.22 – 27.01.23 პერიოდში შეიძლება მოხდეს წარმოუდგენელი სიტუაციები, ძლიერი ცვლილებები და სასწაულები, რასაც სელენის ურანთან პოზიტიური კავშირი გამოიწვევს. მოხდება ფორსმაჟორი, რომელიც მნიშვნელოვან მოვლენებს და მომავალში შესანიშნავ შედეგს გამოიწვევს. საინტერესოა, რომ ამ დღეებში სელენა რეტროგრადულ მარსთან დაძაბულ ურთიერთობაშია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გლობალური კონფლიქტის გადახედვა, რომელშიც ბევრი ქვეყანაა ჩართული. ამ პერიოდში მოლაპარაკების და თანამშრომლობის მნიშვნელობას გააცნობიერებენ, რომ მასშტაბური პრობლემა მოაგვარონ. სავარაუდოდ, ეს ამ მიმართულებით მოქმედების გააზრება იქნება, დაახლოების სტრატეგიების დასახვა, ხოლო კონკრეტულ ნაბიჯებს უკვე 28.02.23 – 29.03.23 პერიოდში ვიხილავთ, როცა სელენა მარსთან კვლავ დაძაბულ ასპექტს გააკეთებს, ოღონდ ამჯერად მარსი რეტროგრადული არაა, ანუ აქტიური, შეუპოვარი მოქმედება შეუძლია.
  • 11.02.23 – 18.02.23 პერიოდში სელენას, ვენერას და ნეპტუნის ძლიერი კოალიცია მოხდება. ნეპტუნი და ვენერა თევზებში სუპერ ძლიერია. ეს მათი ძალის ადგილია. ნეპტუნისთვის თევზები სამფლობელოა, ხოლო ვენერასთვის ეგზალტაცია. ამ დღეებში საოცარი სასწაულები მოხდება, ამიტომ სამყაროს მინიშნებებს ყურადღება მიაქციეთ. ადრე გაკეთებული საქმეებისთვის კარგი კარმის დაბრუნების შანსი არსებობს. ამ პერიოდში ჭეშმარიტი სურვილები ზეციურ კანცელარიას სწრაფი ლიფტით გაეგზავნება, ამიტომ ასრულების შანსი მნიშვნელოვნად იზრდება.
  • მას შემდეგ, რაც ვენერა შორს გაიქცევა, ზეციური ნელა მოძრავები (ნეპტუნი და სელენა) მარტო დარჩებიან. უფრო ზუსტად, მათი კავშირი 2023 წლის 4 მარტიდან 11 მარტამდე იქნება, ხოლო 8.04.23-ში მთლიანად დაიშლება. ამ პერიოდში მნიშვნელოვან საიდუმლოებებს შეიძლება ფარდა აეხადოს, უმრავლესობისგან დაფარული ინფორმაცია, დიდი ტყუილი გამოაშკარავდეს. იმედი არის, რომ ბევრი ადამიანი ამის ფონზე ბევრ რამეს ნათლად დაინახავს, მოიშორებს ვარდისფერ სათვალეს, რომელიც ცრუ ილუზიებში ძირავდა.
  • 15.03.23 – 16.05.23 პერიოდში სელენა პლუტონთან თბილ ურთიერთობაში იქნება, რომელიც თხის რქის ბოლო გრადუსში იდგება და მერწყულში გადასვლისთვის მოემზადება. მშვიდობის, ერთიანობის და მოლაპარაკების შანსი არსებობს.