კარგი სახის კრემი 60 წლის ქალის საუკეთესო მეგობარია. 3 იაფი ვარიანტი

1177

ქალს მთელი ცხოვრება გარეგნობაზე ზრუნვა უწევს. თუ 20 წლისას კრემის წასმის ან ნიღბის გაკეთების უგულებელყოფა შეგეძლოთ, 60 წლის შემდეგ უპატიებელი შეცდომაა. ამ ასაკში ქალის კანს ვიტამინები და მეტი მოვლა სჭირდება.

სახის კანი განსაკუთრებით ზიანდება, რადგან ისედაც მგრძნობიარეა. 60 წლისას კანს კოსმეტიკური პროცედურების შემდეგ სწრაფად აღდგენა არ შეუძლია და თავისით სუფთად და ელასტიურად ვერ გამოიყურება. ჰორმონები, რომლებიც კანის დატენიანებასა და სიმკვრივეზე პასუხისმგებელნი არიან, ნელა გამოიყოფა, რაც კანის მუდმივ სიმშრალეს და ნაცრისფერ იერს იწვევს.

კანის ჭკნობა რომ შეწყვიტოთ, სახის კრემი სწორად უნდა შეარჩიოთ. არ იფიქროთ, რომ მხოლოდ ძვირადღირებული ვარიანტები გამოგადგებათ. ბევრი ბიუჯეტური კომპანია საკუთარი პროდუქციის წარმოებას პასუხისმგებლობით ეკიდება და თვითღირებულებას ბევრს არ ამატებეს.

  • ჩისტაია ლინია ფიტოკრემი 60 წლიდან – კრემი, რომელიც 10 ლარი დაგიჯდებათ. კრემი ძირითად ფუნქციას ასრულებს, რომელიც თქვენს სახეს სჭირდება, ატენიანებს. კრემი ქაფურათი და ძახველით ნაოჭების რაოდენობას აქტიურად შეამცირებს, სახეს ახალ იერს ანიჭებს და კანის მდგომარეობას აუმჯობესებს.
  • L’ORÉAL PARIS „ასაკის ექსპერტი 65+“ – კრემი საშუალო ფასის კატეგორიიდან. მის შეძენას 15-20 ლარად შეძლებთ. წარბებს შორის და ცხვირ–ტუჩის ნაოჭები ყველაზე თვალსაჩინო პრობლემაა, რომელიც თავს პირველი იჩენს. ლორეალის კრემი პირველივე წასმიდან ნაოჭების ხილვადობას ამცირებს, შედეგად მის რაოდენობას ამცირებს. კრემის მეორე უპირატესობაა პიგმენტაციასთან ბრძოლაა. კანის ფერი თანაბარი ხდება, სახის ჯანსაღი იერი შენარჩუნებულია. კრემი  E და B5 ვიტამინებით მდიდარია, რაც ამინდის პირობებისგან კანის ბარიერს ბევრად აძლიერებს.
  • Garnier „ანტიასაკობრივი მოვლა, ინტენსიური გაახალგაზრდავება 55+“ – კრემი ბრინჯის პეპტიდებით უჯრედების განახლებას ხელს უწყობს. კრემი კანს კვებავს, სახის ფერის შენარჩუნებას ხელს უწყობს, კანს ნაზს ხდის და ახალი ნაოჭების წარმოქმნას ხელს უშლის. მისი ღირებულება 20-30 ლარის ფარგლებშია. იაფი არაა, მაგრამ თქვენი კანი სათანადო მოვლას იმსახურებს. ეს სახის ჯანსაღი კანისთვის დიდი ფასი არაა.

თუ ლამაზი, გლუვი და ჯანსაღი კანი გსურთ, კარგი კრემი გჭირდებათ. თქვენი სახის მდგომარეობა 70%–ით მასზეა დამოკიდებული.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს