ექსპერტებმა ლობიო, შვრია და ისპანახი დაასახელეს იმ პროდუქტებს შორის, რომელთაც შეუძლიათ დაავადებებისგან დაცვის უნარი გააუმჯობესონ და ჯანმრთელობაზე სასარგებლო გავლენა მოახდინონ.
კერძოდ, ექიმები თვლიან, რომ ბროკოლი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას ხელს უწყობს. „ბროკოლი მდიდარია სულფორაფანით, რომელიც სიმსივნის გენებს ებრძვის, რაც სიმსივნური უჯრედების კვდომას იწვევს“ – ამბობენ კვების სფეროს ექსპერტები გამოცემასთან ETNT საუბარში.
სპეციალისტები ისპანახსაც ახსენებენ. მათი თქმით, მცენარეული პროდუქტი შეიცავს ანტიოქსიდანტებს (ლუტეინი, ზეაქსანტინი), რომლებიც ძუძუს კიბოს გამომწვევ ანთებით კომპონენტებს ებრძვიან.
ჯანმრთელობის გამაუმჯობესებელ პროდუქტებს შორის მოხვდა ლობიო, როგორც ცილის წყარო, რომელიც მავნე ცხიმით დატვირთული არაა. „ლობიო გულ–სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს ამცირებს“ – აცხადებენ ექსპერტები.
გარდა ამისა, პერიოდულად საუზმეზე დიდხანს მოხარშული შვრიის ფაფის მიღებას გვირჩევენ. ექიმების თქმით, შვრია სისხლში შაქრის დონის მატებაზე პრევენციულ გავლენას ახდენს, მე–2 ტიპის დიაბეტის პროფილაქტიკას ხელს უწყობს.
თავის მხრივ, ვაშლი სისხლძარღვების ქსოვილების ელასტიურობის შენარჩუნებას ხელს უწყობს, რაც ჰიპერტონური დაავადების და არტერიული წნევის რყევების პროფილაქტიკისთვის მნიშვნელოვანია.