შესქელებული რძე ჯანმრთელობისთვის შეიძლება სასარგებლო იყოს

469

დიეტოლოგ ელენა სოლომატინის თქმით, ხარისხიანი შესქელებული რძის ძალიან ზომიერად მიღება სასარგებლოა. სპეციალისტი შესქელებულ რძეს ჯანმრთელობისთვის სასარგებლო პროდუქტად მიიჩნევს.

„მაღალი ხარისხის შესქელებული რძის შემადგენლობაში, რომელიც სტანდარტების შესაბამისად მზადდება, შეიცავს მხოლოდ 4 ინგრედიენტს: ძროხის რძე, შაქრის ფხვნილი, რძის შაქარი და წყალი. ასეთი შესქელებული რძე ორგანიზმისთვის სასარგებლოა, თუ მცირე რაოდენობით მიირთმევთ“ – ამბობს ექიმი.

სოლომატინა აზუსტებს, რომ შესქელებული რძის მიღება პოზიტიურად მოქმედებს დაღლილობის, სისუსტის, სტრესის დროს უძლურობის შემთხვევაში. პროდუქტი ძალის სწრაფად აღდგენასა და ტონუსის დაბრუნებაში დაგეხმარებათ. ამ შემთხვევაში შესქელებული რძე უნდა აღიქვათ, როგორც „წამალი“ და ძალების აღსადგენად მაქსიმუმ 1 კოვზი მიირთვათ.

დიეტოლოგი აღნიშნავს, რომ ტკბილეულისადმი ძლიერი სურვილის დასათრგუნად უმჯობესია ცოტა შესქელებული რძე მიირთვათ, ვიდრე შეჭამოთ ნაწარმი, რომელიც შემცვლელებს, საღებავებს ან კონსერვანტებს შეიცავს.

„ხარისხიან შესქელებულ რძეში უფრო ნაკლები ტრანსცხიმი და სხვა მავნე ნივთიერება შედის“ – აღნიშნავს ექსპერტი.

სპეციალისტი გირჩევთ, რომ შესქელებული რძე სადილის შემდეგ მიირთვათ, რომ სისხლში გლუკოზის გამოყოფა მკვეთრი არ იყოს. ყოველდღე მისი მიღება არ ღირს, რომ დამოკიდებულება არ ჩამოყალიბდეს. დიაბეტი, ინსულინრეზისტენტობა, მეტაბოლური დარღვევები შესქელებული რძის მისაღებად უკუნაჩვენებია.