აუტანელი ცოლები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით. ქმარს დედამიწაზე ჯოჯოხეთს უწყობს

503

კაცები ხშირად ჩივიან, რომ საყვარელი და დამთმობი გოგონა ქორწილის შემდეგ ცოლი–მეგერა ხდება. ალბათ, ამაში სიმართლის მარცვალი არის. ასტროლოგები ტყუილად არ თვლიან, რომ მხოლოდ სამ ზოდიაქოს ნიშანს იმდენად ცუდი ხასიათი აქვთ, რომ შეუძლიათ მეუღლეს დედამიწაზე ნამდვილი ჯოჯოხეთი მოუწყონ.

ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, რომელთაც ცუდი ხასიათი აქვთ

  • სასწორი – ამ ჰაერის ნიშნის წარმომადგენელს თავში ათასი პარასკევი აქვს. მის განწყობას მსუბუქი ნიავიც ცვლის. ერთ წამში სასეირნოდ წასასვლელად სიხარულით ემზადება, მეორე წუთს დივანზე წევს და თავისთვის ფიქრობს. ქალი სასწორი საკმაოდ ზარმაცია, ამიტომ ქმარს მოლოდინი არ უნდა ჰქონდეს, რომ ცოლი სახლს დაალაგებს, პერანგს დააუთოვებს და კულინარიულ შედევრებს მოამზადებს. მის სახლში გაურეცხავ ჭურჭელს და მტვრის სქელ ფენას ავეჯზე ხშირად იხილავთ. ამ ნიშნის ქალს იმდენად ცუდი ხასიათი აქვს, რომ ერთი დღე სკანდალის გარეშე ვერ ძლებს. ყოველთვის დრამა, ტრაგედიასთან მიახლოებული სჭირდება. ამ სპექტაკლების ატანა მხოლოდ წმინდანს შეუძლია. ადრე თუ გვიან მეუღლის მოთმინება გასკდება, ხოლო სასწორი თავისი ახირებებით მარტო დარჩება.
  • მშვილდოსანი – ქალი მშვილდოსნის გულში ცეცხლი ანთია, არა, მთელი ხანძარი, რომელიც გზაზე ყველაფერს წვავს. ფეთქებადი და ვნებიანი ხასიათი ცოლქმრულ ცხოვრებაში მის სასარგებლოდ არ მოქმედებს. სიჩუმეს, სიმშვიდეს და ჰარმონიას ვერ იტანს. როგორც სასწორი, სკანდალსა და ემოციურ რყევებზე გიჟდება. ამის გამო მისი მეუღლე თითქოს დენთის კასრზე ცხოვრობს. არავინ იცის, როდის აფეთქდება დენთი და კონფლიქტი დაიწყება. ცოლი მშვილდოსნის გამართლებაც შეიძლება. მის გვერდით ბრძენი, ჭკვიანი და გონიერი პარტნიორი უნდა იყოს, რომელიც, როგორც წყლის კასრი, ცეცხლის ალს ჩააქრობს.
  • თევზები – წარმოსახვით სამყაროში ცხოვრობს. მისი ციდან დედამიწაზე ჩამოყვანა ყველას არ შეუძლია. ცოლქმრული ცხოვრება არა მხოლოდ სიყვარულსა და სასიამოვნო ოცნებებზე საუბარი, არამედ რეალური პასუხისმგებლობა და მოვალეობააა. ცოლი თევზის იმედი არ უნდა გქონდეს. ისევ შემოქმედებით კრიზისში შეიძლება გადაეშვას და ყველა შეთანხმება დაივიწყოს. კომპრომისებს ვერ იტანს. სხვისი აზრის გათვალისწინება არ შეუძლია. მხოლოდ საკუთარ თავს უსმენს. ხშირად მსხვერპლის როლს ირგებს, მანიპულირებს ქმარზე, რომელიც საბოლოოდ მის აზრს ეთანხმება.

კარგია, რომ მხოლოდ სამ ზოდიაქოს ნიშანს აქვს ცუდი ხასიათი. წინააღმდეგ შემთხვევაში ცოლის არჩევა გაგიჭირდებოდათ. თუმცა სიყვარულს ნებისმიერი უსიამოვნების მოგვარება შეუძლია. სასწორის, მშვილდოსნის და თევზის წარმომადგენელთან ბედნიერი ცხოვრება შეიძლება, უბრალოდ ამ რთულ ქალებთან მიდგომა უნდა ისწავლოთ.