აუცილებელი პროდუქტები და ნივთები, რომლებიც ზამთრისთვის უნდა მოიმარაგოთ

1278

ბევრისთვის უკვე შემოდგომა და მომავალი ზამთარი გამძლეობის ნამდვილი გამოცდა შეიძლება იყოს. ყველა აუცილებელი პროდუქტი და ნივთი წინასწარ მოიმარაგეთ. Vivien გიამბობთ საბაზისო პროდუქტებზე, აუცილებელ თბილ ნივთებსა და მედიკამენტებზე. სითბოს ალტერნატიულ წყაროებს გაგაცნობთ. ზამთარში დენის და გაზის გადასახადები იზრდება, პროდუქტები ძვირდება. ამის მიუხედავად, მაღაზიაში ყველაფრის ყიდვას არ გირჩევთ. წინასწარ სია შეადგინეთ. გიამბობთ, რა მოიმარაგოთ ზამთარში.

პროდუქტების სია, რომლებიც სახლში აუცილებლად უნდა გქონდეთ

  • კონსერვები: ჩაშუშული ხორცი (ძროხის, ღორის), პარკოსნები, ბოსტნეული და თევზი. ეს პროდუქტები დიდხანს ინახება.
  • გამომშრალი ან გამხმარი ხორცი
  • მცენარეული ზეთი, მარცვლეული, მაკარონი
  • მშრალი წვნიანი და პიურე, ვერმიშელი და სწრაფი მომზადების ატრია
  • შაქარი, ფქვილი, მარილი
  • ყავა, ჩაი, სანელებლების ნაკრები
  • ულტრაპასტერიზებული ან მშრალი რძე
  • ორცხობილა, კრეკერი
  • ჩირი, ენერგეტიკული ბატონი, ჰალვა, გოზინაყი, კაკალი, ტკბილი ორცხობილა და კანფეტი (ნახშირწყლების წყარო)
  • თაფლი, შესქელებული რძე
  • სასმელი წყალი. ყურადღება მიაქციეთ, რომ წყლის გათიშვის შემთხვევაში მომარაგებული გქონდეთ. ეს ნებისმიერ დროს აუცილებელია. სუფთა ბოთლებსა და ბნელ ადგილას შეინახეთ: ასე წყალი არ გაფუჭდება.

პროდუქტების შესანახად ადგილი წინასწარ მოიფიქრეთ. კარტოფილი, გოგრა, ხახვი, სტაფილო, ნიორი და ჭარხალი მოიმარაგეთ. ხილიდან ვაშლი და მსხალი. თუ სახლში ბავშვები ცხოვრობენ, მეტი რძის ნარევი, სწრაფი მომზადების ფაფის ფხვნილი და საკვები ქილებში აიღეთ. საყინულეში პროდუქტები მოიმარაგეთ. კერძოდ, ნახევრად მზად პროდუქტები (პელმენი, გირცი, ბლინი), მწვანილი, კენკრა და ხილი გაყინეთ. ზამთარში ეს პროდუქტები ძვირდება.

აუცილებელი მედიკამენტები – იმ მედიკამენტების გარდა, რომელთაც თქვენი ოჯახი რეგულარულად იღებს (ქრონიკული დაავადებების საწინააღმდეგო წამლები და ვიტამინები), წამლების ყუთს შემატეთ:

  • ანტისეპტიკი
  • იოდი, სპირტი, ქლორჰექსიდინი, წყალბადის ზეჟანგი
  • სტერილური და არასტერილური ხელთათმანები
  • ბინტი, ბამბა
  • ბაქტერიციდული პლასტირები
  • ტკივილგამაყუჩებლები
  • ანტიალერგიული მედიკამენტები
  • კუჭის მოსანელებელი წამლები
  • თავის ტკივილგამაყუჩებელი
  • აბები წყლის სადეზინფექციოდ
  • ენტეროორბენტები
  • სპრეი და აბები ყელის ტკივილის, სურდოს და გაციების დროს დასალევად
  • ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტები

არ დაგავიწყდეთ ტონომეტრი, მექანიკური სასურველია. დიაბეტის, ასთმის ან სხვა სერიოზული დაავადების დროს საჭირო ტექნიკასა და პირად მედიკამენტებზე იზრუნეთ.

სახლი დამატებით დათბუნეთ– საცხოვრებლის მაქსიმალურად დათბუნვაზე იზრუნეთ. სპეციალური ფირი, პოროლონი, ჰერმეტიკი და ლენტი გამოიყენეთ, რომ ფანჯრებსა და კარებში ხვრელები დაფაროთ. კერძო სექტორში სხვადასხვა სახის საწვავი, შეშა, დიზელი და ღუმელი კერძის მოსამზადებლად მოიმარაგეთ. საერთო თბილი ზონა წინასწარ მოაწყვეთ. ეს უნდა იყოს პატარა თბილი ადგილი, სადაც საჭიროების შემთხვევაში მთელი სითბოს კონცენტრირებას შეძლებთ. მოიმარაგეთ თბილი ტანსაცმელი, ბაიკის პიჟამა, თერმოსაცვალი, შალის წინდები და ნატურალური ქსოვილის სვიტერი. უკვე ახლა თბილი პლედი ან ელექტროსაბანი მოძებნეთ.

ცხოველებზე იზრუნეთ – მათთვის კონსერვი და მშრალი საკვები მოიმარაგეთ. ასევე მოიმარაგეთ ტუალეტის ან უჯრის შემავსებელი, პარაზიტების, რწყილების და ტკიპების საწინააღმდეგო მედიკამენტები. სპეციალური კომბინეზონი და თბილი ადგილი გამოყავით. ეს შეიძლება იყოს თბილი საწოლი ან თბილი გადასაფარებელი. თუ გადაადგილებას გეგმავთ, გადამზიდი იყიდეთ.

საყოფაცხოვრებო ქიმია და სხვა ნივთები – ყველა აუცილებელი ქიმია გონივრულად მოიმარაგეთ. ფანრები, სანთლები, ასანთი, ბატარეა და ნათურა მოიმარაგეთ. პორტატული დამტენი შეიძინეთ. თუ სახლში ბევრი ტექნიკა გაქვთ, მძლავრი დამტენი შეიძინეთ, რომ ერთდროულად რამდენიმე მოწყობილობა ჩართოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს