5 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც ურთიერთობაზე დამოკიდებულნი ხდებიან

1723
5 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც ურთიერთობაზე დამოკიდებულნი ხდებიან
5 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც ურთიერთობაზე დამოკიდებულნი ხდებიან

როცა ურთიერთობაზე დამოკიდებული ხდებით, თქვენ ბრმა და ყრუ ხდებით. თქვენ გაქვთ შეგრძნება, რომ რაღაც ისე არ მიდის, მაგრამ ამაზე თვალს ხუჭავთ და ფიქრობთ, რომ დროთა განმავლობაში ყველაფერი დალაგდება და გაუმჯობესდება. დამოკიდებული ურთიერთობა – როცა სხვა ადამიანის იმედი იმდენად გაქვთ, რომ თქვენი განწყობა მის განწყობაზე არის დამოკიდებული. თქვენ პარტნიორის თანხმობა გჭირდებათ, რომ ბედნიერი იყოთ. აღმოჩნდა, რომ არსებობს 5 ზოდიაქოს ნიშანი, რომლებიც ყველაზე ხშირად ასეთი ტიპის ტოქსიკურ ურთიერთობებში ეხვევიან.

ტყუპები

ტყუპები, როგორც წესი, პარტნიორის ყველა პრობლემას და პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს, ერთი მხრივ, ტყუპები საუკეთესო დამცველია, მაგრამ საკუთარი თავი და პირადი პრიორიტეტები ავიწყდება. ისინი თავიანთ მოთხოვნილებებს გვერდზე დებენ, რომ რჩეულზე იზრუნოს და დარწმუნდეს, რომ ის ბედნიერი და კმაყოფილია. ეს არა სწორია, როგორც ხვდებით! ტყუპები თავის გრძნობებს და ფიქრებს ყურადღებას არ აქცევს და მთელი ყურადღება მხოლოდ რჩეულზე გადააქვს.

კირჩხიბი

კირჩხიბი ყველაზე მეტად არის ურთიერთობაზე დამოკიდებული, პირდაპირი გაგებით ცდილობს პარტნიორის ტვინში ჩახედვას და იმის გაგებას, თუ რას გრძნობს ან ფიქრობს მისი პარტნიორი. კირჩხიბის პარტნიორს შეიძლება მოეჩვენოს, რომ კირჩხიბი მის ყოველ ქმედებას აკონტროლებს და მონიტორინგს ახორციელებს. კირჩხიბი ზედმეტად მგრძნობიარეა პარტნიორის განწყობის მიმართ და თუ ის ცუდ ხასიათზეა, კირჩხბი მალე იმავეს იგრძნობს.

სასწორი

სასწორი ჩვეულებრივ ახერხებენ ისეთი პარტნიორის პოვნას, რომელსაც პასუხისმგებლობა ან ჭკუა აკლია. სასწორს უყვარდება და ურთიერთობას როგორც სპონტანურს ან სასაცილოს ისე უყურებს. შემდეგ პარტნიორის ყველა პასუხისმგებლობას თავის თავზე იღებს და ამ ტვირთის ტარებას იწყებს. მოვალეობების ასეთი არათანასწორი განაწილების დროსაც კი სასწორი პარტნიორის გამართლებას იწყებს და აქცენტს მხოლოდ მის პოზიტიურ თვისებებზე ამახვილებს.

მორიელი

როდესაც მორიელი შეყვარებულია, ის მზადაა ნებისმიერი საქციელისთვის, რომ ურთიერთობა არ დასრულდეს. ის ჯიუტად დაარწმუნებს საკუთარ თავს, რომ ეს ამად ღირს. მორიელს რომანტიკული და ვნებიანი ბუნება აქვს, რის გამოც საკუთარ თავთან ყოველთვის გულწრფელი არაა. თუ პარტნიორს დიდი წვეულება სურს, ხოლო მორიელს სახლში ყოფნა, ის კომპრომისზე წასვლას არ მოითხოვს. ამის ნაცვლად საყვარელი ადამიანის სურვილს გაითვალისწინებს, რომ მას გული არ ატკინოს.

თევზები

თევზებს სოციალური პროექტი უყვარს. მათ უყვართ იმათი მხარდაჭერა, ვისაც დახმარება სჭირდებათ, რომ თევზებმა მათი „გამოსწორება“ შეძლონ. განსაკუთრებით ცდილობენ იმ ადამიანების გამოსწორებას, ვისაც ალკოჰოლური სასმელები, აზარტული თამაშები და შოპაჰოლიკობა აწუხებთ. როცა თევზის პარტნიორი ნელ-ნელა იძირება და გარედან დახმარებას საჭიროებს, მან იცის, რომ თევზი ყოველთვის მოვა მის საშველად და ნებისმიერი სიტუაციიდან იხსნის. ამ ნიშანს დიდ მშველელად თავის წარმოდგენა უყვარს.

 

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს