ხის და პლასტმასის ფანჯრებს ზამთრისთვის ვამზადებ. რჩევები თბოიზოლაციისთვის

387

ცივი ზამთრის დადგომამდე სახლში თბოიზოლაციის გაუმჯობესებაზე უნდა იზრუნოთ. ფანჯრების დათბუნვა აუცილებელია. გიზიარებთ მარტივ რჩევებს, როგორ დათბუნოთ ხის და პლასტმასის ფანჯრები. სამშენებლო უნარების ცოდნა არ დაგჭირდებათ. საქმეს დამოუკიდებლად შეასრულებთ. აგარაკზე ხის ფანჯრები ზაფხულში სახლს აგრილებს და სუფთა ჰაერს მოძრაობაში ხელს არ უშლის. ეს ფუნქცია ზამთარში ნაკლებად მომგებიანია. სწორედ ამიტომ, ბამბა და ქაღალდის ლენტები შეიძინეთ. ქვემოთ მოცემული ეფექტური მეთოდებიდან ერთ–ერთი გამოიყენეთ, რომ სახლი დათბუნოთ და კომუნალური ხარჯები შეამციროთ.

როგორ დავთბუნოთ ხის ფანჯრები – მთელი ჩარჩოს გასწვრივ ბამბა, პოროლონი ან სველი ტუალეტის ქაღალდი ჩააფინეთ და სკოჩით ან ფართო პლასტირით დააფიქსირეთ. საგდულის უკანა მხარეს რეზინის შემამჭიდროებელი შეგიძლიათ გააკრათ. ასე ფანჯარას თავისუფლად გააღებთ და რამდენიმე სეზონი გამოგადგებათ. ფანჯრის ხვრელები გამდნარი პარაფინით ამოავსეთ. დროს წაგართმევთ, მაგრამ ეფექტურია.

როგორ დავთბუნოთ პლასტმასის ფანჯრები – ცდებით, თუ ფიქრობთ, რომ მეტალოპლასტმასის ფანჯრებს დათბუნვა არ სჭირდება. ასეთი ფანჯარაც ცივ ჰაერს შეიძლება ატარებდეს. მიზეზი გაცვეთილი რეზინის შემამჭიდროებელი შეიძლება იყოს. თავადაც მარტივად გამოცვლით. ძველი მაღაზიაში წაიღეთ, რომ ზუსტად შესაფერისი შეიძინოთ. მეტალოპლასტმასის ჩარჩოს შეგიძლიათ სპეციალურად ფანჯრისთვის განკუთვნილი ჰერმეტიკი წაუსვათ. მის გამოსაყენებლად იარაღიც უნდა შეიძინოთ. ძვირი მეთოდია, მაგრამ სასარგებლო ნივთი სხვაგანაც გამოგადგებათ.

როგორც ხის, ასევე პლასტმასის ფანჯრის შემთხვევაში მინას ენერგოდამზოგავი გამჭვირვალე ფირი შეგიძლიათ გააკრათ. მას მესამე მინას უწოდებენ. ასეთი ფირი სითბოს გარეთ გასვლის უფლებას არ მისცემს. ფანჯრებთან ერთად შემოსასვლელი კარის დათბუნვაზეც იზრუნეთ. თერმოკოსტიუმის შეძენაც ურიგო არაა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს