ჩვენი რაციონი სხვადასხვა სალათის გარეშე რთული წარმოსადგენია. ჩვეულებრივ, ესაა ბოსტნეულის წასახემსებელი, რომელსაც ხორცს, კვერცხს, ორცხობილას, პარკოსანს და სხვა ინგრედიენტს ვუმატებთ. სალათის შესაკაზმად ხშირად მაიონეზს ან მცენარეულ ზეთს ვიყენებთ. რამდენად სწორად ვიქცევით? სამყარო მაიონეზიან სალათზე უარს აქტიურად ამბობს. ეს მძიმე, კალორიული და ნაკლებად სასარგებლოა ორგანიზმისთვის. მცენარეული ზეთის საკაზმი შესანიშნავ ალტერნატივად ითვლება ან ბოლო დრომდე ითვლებოდა, სანამ სამყარო ჯანსაღი კვების თემამ არ შეარყია. სპეციალისტების თქმით, ზოგიერ შემთხვევაში ზეთზე დაფუძნებული საკაზმი სალათისთვის შეიძლება საზიანო იყოს.
ზეთი სალათისთვის: შეიძლება თუ არა – სალათის მცენარეული ზეთით შეკაზმვა შეიძლება. თუმცა დააკვირდით, რა ინგრედიენტებს შეიცავს კერძი. ზოგიერთი მცენარეული პროდუქტი 50%–მდე ცხიმს შეიცავს. ეს მაღალი მაჩვენებელია. კიდევ უფრო გაიზრდება, თუ მცენარეულ ზეთს გამოიყენებთ. ასე კუჭქვეშა ჯირკვლის პრობლემები შეიძლება გამოიწვიოთ. ორგანო ამდენი ცხიმით გადაიტვირთება. თუ სალათში შედის ავოკადო, ზეთისხილი ან თესლი, მცენარეული ზეთის გამოყენება არასასურველია. მოცემული ინგრედიენტები ბევრ ცხიმს შეიცავს.
ჩნდება კითხვა: რით ჩავანაცვლოთ მცენარეული ზეთი სალათში? უცხიმო არაჟანი, მდოგვი, ლიმონის წვენი, სოიოს სოუსი, ბალახი და სანელებლები კარგი ვარიანტია. ასე წასახემსებელი უფრო გემრიელი გამოვა.
მცენარეული ცხიმები ადამიანის ორგანიზმისთვის სასარგებლოა, მაგრამ ყველაფერი კარგია ზომიერად. თუ ერთი ჭამით კუჭქვეშა ჯირკვალს გადატვირთავთ, მადლობას არ გეტყვით. გარდა ამისა, სალათს „უვნებელ კერძად“ მიიჩნევენ, ცხელ ხორცს და მარცვლეულის გარნირს უმატებენ. თავს გაუფრთხილდით და ჯანმრთელობაზე იზრუნეთ!