ზოგს ომლეტი უყვარს, ზოგს მაგრად მოხარშული კვერცხი, აი, ჩემს ოჯახს თოხლო კვერცხი მოსწონს. ნაზი კრემიანი თხევადი გული და მკვრივი ცილა საუზმეზე ყველაზე საყვარელი კერძია. ფიქრობთ, რომ კვერცხის მომზადება მარტივია? Vivien გიზიარებთ რამდენიმე ხრიკს, როგორ მოხარშოთ თოხლო კვერცხი იდეალურად.
ყველაზე მნიშვნელოვანი კვერცხის სწორად შერჩევა და მომზადებაა – კვერცხი ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტია. ესაა ადვილად ათვისებადი ცილა, რომლითაც ხორცი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ. მითი, რომ კვერცხის გულში ბევრი ქოლესტერინია, დიდი ხანია გააქარწყლეს. საუზმეზე, სადილზე ან ვახშამზე კვერცხის ჭამის არ შეგეშინდეთ. ბუტერბროდს, სალათს შეგიძლიათ დაუმატოთ ან დამოუკიდებლად მიირთვათ. კვერცხის სწორად ასარჩევად და მოსახარშად ერთ ხრიკს გიზიარებთ. ყველაზე ახალი პროდუქტი შეარჩიეთ. მისი გული ნაზია, ცილა – ბლანტი, ნაკლებად მკვრივი. რა თქმა უნდა, სუპერმარკეტში ვერ მიხვდებით, რომელი კვერცხია ახალი, მაგრამ სახლის კვერცხი შეგიძლიათ გამოიყენოთ. ბაზარში სანდო გამყიდველებთან შეიძინეთ.
როგორ მოვამზადოთ კვერცხი მოსახარშად:
- მოხარშვამდე კვერცხი ოთახის ტემპერატურაზე გააჩერეთ.
- თუ მაცივრიდან გამოიღეთ, ცივ წყალში ჩადეთ და არა ცხელში.
- რომ არ დასკდეს, კვერცხი ბლაგვ მხარეს წვრილი ნემსით 1 მმ–ზე გახვრიტეთ.
სხვათა შორის, წყალში მარილის დამატება გავლენას არ ახდენს, კვერცხი დასკდება თუ არა. ზემოთ მოცემული რჩევა უფრო ეფექტურია.
როგორ მოვხარშოთ თოხლო კვერცხი წყალში – ზოგს ძალიან თხევადი კვერცხი უყვარს, რომ ნაჭუჭიდან კოვზით ამოიღოს, ზოგს – უფრო მკვრივი ცილით, მაგრამ თხევადი გულით. თქვენს სურვილზეა დამოკიდებული, რამდენ ხანს მოხარშავთ. 2–3 წუთით მოხარშეთ. თუ თქვენთვის ძალიან თხევადია, 4-5 წუთით მოხარშეთ. თუ კვერცხს ცივ წყალში ჩადებთ, დრო შეამცირეთ, თუ ცხელში – გაზარდეთ. დრო აკონტროლეთ. წამზომი შეგიძლიათ გამოიყენოთ. კვერცხი ქურას მაშინვე მოაშორეთ. ქურიდან მოშორებისას კვერცხი ცხელ წყალში ხარშვას მაინც აგრძელებს. სწორედ ამიტომ, ამოიღეთ და ცივ წყალში ჩადეთ (რამდენიმე წუთით შეგიძლიათ გააჩეროთ). ასე ხარშვის პროცესს შეაჩერებთ და ნაჭუჭს მარტივად მოაშორებთ.
თუ მოგწონთ, როცა კვერცხის გული ოდნავ მაგარია, ასე მოხარშეთ: ცივ წყალში ჩადეთ, აადუღეთ და გამორთეთ. 7 წუთით გააჩერეთ, მაგრამ კომფორს მოაშორეთ, რადგან ისიც სითბოს აძლევს. კარგი ვარიანტია. თუ თხევადი გული მოგწონთ, წყალში ადუღებიდან მხოლოდ 4-5 წუთით გააჩერეთ.
როგორ მოვხარშოთ თოხლო კვერცხი მულტისახარშში – ზარმაცებისთვის კიდევ ერთი ვარიანტი გვაქვს. თუ მულტისახარში გაქვთ და მასში მომზადება გიყვართ, მეთოდი გამოიყენეთ. „ორთქლის რეჟიმი“ ჩართეთ, 1–2 ჭიქა წყალი ჩაასხით. კვერცხისთვის სპეციალური გისოსის სადგამი გამოიყენეთ. ის მულტისახარშის ნაკრებს მოყვება. რამდენ ხანს მოვხარშოთ კვერცხი ამ შემთხვევაში? თქვენზეა დამოკიდებული. თუ თხევადი ცილა გსურთ, 2 წუთით ჩართეთ. შემდეგ სქემის მიხედვით: კვერცხი ამოიღეთ, წყალი გადაავლეთ ან ცოტა ხნით ცივ წყალში ჩადეთ. ზოგი კვერცხს წყალში მიკროტალღურ ღუმელში ხარშავს. ამ შემთხვევაში წყალი დიდხანს დუღდება, ხოლო ადუღების შემდეგ მომზადების დროის კონტროლი რთულია.