წითელი ყურძენი მაღალი ქოლესტერინის შემცირებას ხელს უწყობს

473

წითელი ყურძნით წახემსება მაღალი ქოლესტერინის წინააღმდეგ ბრძოლაში სასარგებლოა. წითელი ყურძენი ჭარბი „ცუდი“ ქოლესტერინის შემცირებაში დაგეხმარებათ. ასეთი ქოლესტერინი ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების რისკს ზრდის. ყურძნის უნარზე, მაღალ ქოლესტერინს ეფექტურად ებრძოლოს, ჰარვარდის სამედიცინო სკოლის მკვლევარები საუბრობენ.

მეცნიერების მოსაზრებით, წითელი ყურძნის ასეთი ეფექტურობის მიზეზი პექტინის ნივთიერებებშია. პექტინი ხსნადი უჯრედისია, რომელიც ზოგიერთი ქოლესტერინის სისხლში შეწოვას ბლოკავს.

აღსანიშნავია, რომ ჰარვარდის ექსპერტები ერთადერთი არ არიან, რომლებიც ამ ყურძნის მიღებას ქოლესტერინის შემცირებას უკავშირებენ. ჟურნალში Nutrients გამოქვეყნდა მონაცემები, რომელიც ადასტურებს, რომ ყურძნით წახემსებას სისხლში ქოლესტერინის 6 %–ით შემცირება შეუძლია. სხვა კვლევა, რომელიც ჟურნალში Food & Function გამოქვეყნდა, აჩვენებს: წითელმა ყურძენმა, რომელსაც მოხალისეები ყოველდღე 8 კვირის განმავლობაში იღებდნენ, შეამცირა როგორც საერთო, ასევე „ცუდი“ ქოლესტერინი, რომელიც სისხლის არტერიებში იყო დაგროვებული და გულის პათოლოგიების რისკს ზრდიდა. მკვლევარები აღნიშნავენ, რომ ეს პროდუქტი კარგია არა მხოლოდ ჟანგვითი სტრესით გამოწვეული მეტაბოლური დარღვევების, ასევე ჭარბი ქოლესტერინით გამოწვეული გულ–სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკისთვის.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს