საღამოს ტკბილეული და ფქვილიანი ნაწარმი უმჯობესია არ მიირთვათ. ასეთი საკვები ძილის ბუნებრივ მექანიზმებს აზიანებს და დაძინების პრობლემებს, უძილობას იწვევს. ამის შესახებ თერაპევტი და დიეტოლოგი ნატალი ლაზურენკო საუბრობს.
ექიმი განმარტავს, რომ ადამიანის ენერგიის და ტონუსის დონე, მისი განწყობა და ძილის ხარისხი ორგანიზმის მიერ გამომუშავებულ ჰორმონებზე დამოკიდებულია. ჰორმონები დღის სხვადასხვა მონაკვეთში სხვადასხვა რაოდენობით გამოიყოფა. ამ ჰორმონალური წარმოების დარღვევა იწვევს დეპრესიას, აპათიას, დაღლილობას, უძილობას.
ლაზურენკო ხაზს უსვამს, რომ ჰორმონების წარმოებაზე კვებითი ჩვევები გავლენას ახდენს. ამასთან დაკავშირებით ექიმი გირჩევთ, რომ საღამოს ზოგიერთ პროდუქტზე უარი თქვათ. „მათ მიეკუთვნება ტკბილეული, დესერტი, ფქვილის პროდუქტები“ – ამბობს დიეტოლოგი.
ექიმის განმარტებით, საღამოს ორგანიზმი ძილისთვის მზადებას იწყებს და „ძილის“ მთავარი ჰორმონის, მელატონინის გამომუშავება სჭირდება. ტკბილეული და თეთრი ფქვილის ნაწარმი სწრაფი ენერგიის მდიდარი წყაროა, რის გამოც მელატონინის კონცენტრაცია მცირდება. ამრიგად, ძილიანობა მცირდება, მოდუნებული მდგომარეობა გადის, ადამიანს ნორმალურად დაძინება უჭირს.
„ტკბილი პროდუქტები დილით შეგიძლიათ მიირთვათ. ამ შემთხვევაში ორგანიზმი მიღებულ კალორიებს დახარჯავს“ – გვირჩევს ექიმი.