ექიმები შეგახსენებთ, რომ С ვიტამინის დაუფიქრებლად მიღება სახიფათოა. ორგანიზმში ამ ვიტამინის გადაჭარბებული რაოდენობა გარკვეულ დარღვევებს ავითარებს. პედიატრი ანასტასია შუგაევა შეგახსენებთ, რომ სახლში „ასკორბინის“ მიღება მკაცრად პროფილაქტიკური დოზით შეიძლება. С ვიტამინმა ორგანიზმი რომ არ დააზიანოს, მისი რაოდენობა ადამიანის ასაკთან შესაბამისი უნდა იყოს.
„0-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის პროფილაქტიკისთვის 40 მგ С ვიტამინი საშუალო დოზაა. 3-დან 14 წლამდე – 50 მგ, 14 წლიდან – 75-100 მგ“ – აზუსტებს შუგაევა.
ექიმი გაფრთხილებთ, რომ ამ ვიტამინის ხანგრძლივი გამოყენებისას (ასევე მაღალი დოზით მიღებისას) შარდკენჭოვანი დაავადება შეიძლება განვითარდეს. თირკმლის პრობლემების დროს ასკორბინის მჟავის მიღება უკუჩვენებულია. გარდა ამისა, С ვიტამინის გადაჭარბებამ ალერგიული რეაქცია შეიძლება გამოიწვიოს, B 12 ვიტამინის ათვისებას ხელი შეუშალოს და მისი დეფიციტი გამოიწვიოს. სინთეტიკური ფორმის ვიტამინი მხოლოდ ექიმთან კონსულტანციის შემდეგ მიიღეთ.