გოგრის გემოს და არომატის მოყვარულებმა ამ სეზონური ნაყოფით სხვადასხვა კერძის მომზადება უკვე დაიწყეს. ნარინჯისფერი კრემსუპი, მობრაწულა და დესერტი თითქმის ყველა სახლში სუფრაზე თავს იწონებს. ზოგიერთი გამჭრიახი დიასახლისი გოგრის ნამზადს ზამთრისთვის ინახავს. ეს ხომ პრაქტიკული და ძალიან გემრიელია. გოგრის პიურე, ნექტარი და თათარა საოცრად გემრიელია. მათი უპირატესობა უდავოა. ასეთი ნამზადი ძალიან გემრიელი, ნოყიერი და სასარგებლოა. გოგრის ვიტამინების ბომბით მთელი წელი ისიამოვნეთ.
1. გოგრის პიურე
ინგრედიენტები:
- 4 კგ გასუფთავებული გოგრა
- 300 გ შაქარი
- 0,5 ჭიქა წყალი
- ვანილი
მომზადების წესი:
- გოგრას უხეში ქერქი მოაშორეთ და პატარა ნაჭრებად დაჭერით. ხორცსაკეპში გაატარეთ. შაქარი და წყალი დაუმატეთ.
- გოგრა ქვაბში გადაიტანეთ და ცეცხლზე დადგით. ვანილი დაუმატეთ. დუღილის შემდეგ ზომიერ ცეცხლზე 15-20 წუთით ხარშეთ, პერიოდულად აურიეთ.
- ცხელი პიურე სტერილურ ქილებში გადაანაწილეთ. თავსახური მჭიდროდ დაახურეთ და გადააბრუნეთ. შეფუთეთ და ოთახის ტემპერატურა სრულ გაგრილებამდე გააჩერეთ.
2. გოგრის და ვაშლის თათარა
ინგრედიენტები:
- 1 კგ გასუფთავებული გოგრა
- 2 კგ ვაშლი
- 2,5 ლ წყალი
- 100 გ თაფლი
- 1 ჩ/კ ლიმონმჟავა
- მცენარეული ზეთი ფორმაზე წასასმელად
მომზადების წესი:
- გოგრა პატარა ნაჭრებად დაჭერით. ვაშლი კარგად გარეცხეთ. 4 ნაწილად დაყავით და შუაგული მოაშორეთ. ვაშლი ქვაბში გადაიტანეთ 2 ლ ცივი წყალი დაასხით. ცივ წყალში ლიმონმჟავა წინასწარ გახსენით.
- მჟავე სითხე გადაასხით. ვაშლს გოგრა დაუმატეთ. ქურაზე დადგით და 0,5 ლ წყალი დაასხით. თავსახური დაახურეთ და საშუალო ცეცხლზე 20 წუთით ხარშეთ. რეგულარულად აურიეთ.
- მიღებული ნარევი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დააბლენდერეთ, შემდეგ საცერში გადაწურეთ, რომ უხეში ბოჭკოები მოაშოროთ. აუცილებლობის შემთხვევაში თაფლი დაუმატეთ და კარგად აურიეთ.
- ლანგრებს ცოტა ზეთი წაუსვით. გოგრისა და ვაშლის ცხელი პიურე დაასხით, თანაბრად გაანაწილეთ. 24 საათით 50 გრადუსზე გასაშრობად გაიტანეთ.
- მზა თათარა აიღეთ. ნაჭრებად დაჭერით და მილივით დაახვიეთ. ნატურალური ტკბილეული მზადაა.
3. გოგრის ნექტარი
ინგრედიენტები:
- 2 კგ გასუფთავებული გოგრა
- 1 კგ გასუფთავებული სტაფილო
- 1 კგ გასუფთავებული მსხალი
- 3,5 ლ წყალი
- 600 გ შაქარი
- 1 ჩ/კ ლიმონმჟავა
მომზადების წესი:
- გოგრა თესლისგან გაწმინდეთ და პატარა ნაჭრებად დაჭერით. მსხალს შუაგული მოაშორეთ და 4 ნაწილად დაყავით. სტაფილო საშუალო ზომის ნაჭრებად დაჭერით.
- მზა პროდუქტები ქვაბში მოათავსეთ. წყალი დაასხით. ადუღებამდე მიიყვანეთ და ზომიერ ცეცხლზე თავდახურულ ქვაბში 20 წუთით გააჩერეთ.
- ბოსტნეული ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ხელის ბლენდერით დააბლენდერეთ. თუ ძალიან სქელი მასა გამოვიდა, ცოტა წყლით გააზავეთ.
- ლიმონმჟავა და შაქარი დაუმატეთ. კარგად აურიეთ. კვლავ ადუღებამდე მიიყვანეთ და კიდევ 5 წუთით საშუალო ცეცხლზე გააჩერეთ.
- ცხელი ნექტარი სტერილურ ქილებში გადაანაწილეთ. თავსახურებით მოხუფეთ. ჭურჭელი გადააბრუნეთ. სრულ გაგრილებამდე გააჩერეთ. მზადაა!
არომატული გოგრის ნექტარი ყველაზე ცივ და ღრუბლიან დღეებში გაგახარებთ. ფერადი პიურე ხორცის სოუსად, რძიანი ფაფის და ხაჭოს ინგრედიენტად შეგიძლიათ გამოიყენოთ. გემრიელი თათარა სამსახურში წაიღეთ და ვიტამინები მიიღეთ. გემრიელად მიირთვით.