დიეტოლოგი გაფრთხილებთ: ვისთვის არის სახიფათო ბადრიჯნის მირთმევა

625

დიეტოლოგი მარგარიტა კოროლევა საუბრობს, რა საფრთხეს შეიცავს ბადრიჯანი და ვინ უნდა მიირთვას დიდი სიფრთხილით. კოროლევა შეგახსენებთ, რომ ბადრიჯანი ძაღლყურძენასებრთა ოჯახს მიეკუთვნება, ხოლო ნებისმიერი ძაღლყურძენა შეიცავს კომპონენტებს, რომელთაც ორგანიზმში ანთების გააქტიურება შეუძლიათ.

„თუ ბადრიჯანს რეგულარულად მიირთმევთ, ანთებითი პროცესები შეიძლება გაძლიერდეს“ – გაფრთხილებთ დიეტოლოგი პროდუქტის საფრთხის შესახებ.

ექსპერტი ამბობს, რომ ბადრიჯანი მკაცრად მცირე რაოდენობით უნდა მიირთვათ, თუ გაქვთ

  • აუტოიმუნური დაავადებები
  • ალერგია
  • დივერტიკულიტი

დიეტოლოგი აზუსტებს აუტოიმუნურ პრობლემებს, რომლის დროსაც ბადრიჯნის მიღება სახიფათოა. ესა აუტოიმუნური თირეოდიტი, ასევე აუტოიმუნური წარმოშობის სახსრებისა და ნაწლავების დაავადებები. ექსპერტი ამატებს, რომ ნაწლავების დივერტიკულიტის დროს ბადრიჯნის თესლი შემთხვევით შეიძლება დაზიანებულ ადგილას მოხვდეს და ანთების გამწვავება გამოიწვიოს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს