საშემოდგომო პეროგი ვაშლით და ქლიავით. სტუმრები დანაყრებული კატებით კრუტუნობენ

823

შემოდგომა არომატული ცომეულის გამოცხობის დროა! ვაშლის და ქლიავის პეროგი ნებისმიერ საუზმეს ან წახემსებას დაამშვენებს. ნაზი, რბილი, ძალიან გემრიელი და მარტივად მოსამზადებელია. მომწონს, რომ პეროგი ბევრი გამოდის, კარგად შეგიძლიათ დანაყრდეთ, თან ახლობლებს გაუმასპინძლდეთ. Vivien სეზონური ვაშლი–ქლიავის პეროგის მომზადების ინსტრუქციას გიზიარებთ.

ინგრედიენტები:

  • 400 გ ფქვილი
  • 3 კვერცხი
  • 300 გ არაჟანი (ან კეფირი)
  • 220 გ შაქარი
  • 10 გ ვანილი
  • 150 გ კარაქი
  • 100 მლ მცენარეული ზეთი
  • 15 გ გამაფხვიერებელი
  • 50 გ სიმინდის სახამებელი
  • 1 ჩ/კ დარიჩინი
  • 0,5 ჩ/კ კურკუმა
  • 2 დიდი ვაშლი (250 გ)
  • 5-6 ქლიავი
  • მწიკვი მარილი

მომზადების წესი:

  1. კარაქი კუბებად დაჭერით. შაქარი, ვანილი და მარილი დაუმატეთ. მიქსერით ათქვიფეთ.
  2. მცენარეული ზეთი დაასხით, თითო–თითო კვერცხი დაუმატეთ და 20-20 წამით ათქვიფეთ. არაჟანი ან კეფირი დაასხით. დარიჩინი და კურკუმა ფერისა და არომატისთვის დაუმატეთ. თუ არ გიყვართ, შეგიძლიათ არ დაუმატოთ.
  3. გაცრილი ფქვილი, გამაფხვიერებელი და სახამებელი ნარევს დაუმატეთ. მიქსერით შეგიძლიათ აურიოთ. ცომი საკმაოდ სქელი გამოდის.
  4. ვაშლი გათალეთ და დაჭერით. ქლიავს კურკები მოაშორეთ და კუბებად ან უბრალოდ პატარა ნაჭრებად დაჭერით.
  5. ცომს ვაშლი დაუმატეთ და აურიეთ.
  6. საცხობ ფორმას პერგამენტი დააფინეთ. ცომი დაასხით და თანაბრად გაანაწილეთ. ზემოდან ქლიავის ნაჭრები მოაყარეთ, მსუბუქად ჩატუმბეთ. წინასწარ 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში ნახევარი საათით მომზადებამდე აცხვეთ. მზაობა ხის ჩხირით შეამოწმეთ. თუ ჩხირი მშრალია, გამოდის, პეროგი მზადაა.
  7. მზა პეროგს შაქრის ფხვნილი მოაყარეთ. გემრიელად მიირთვით!

ვაშლის და ქლიავის პეროგი საოცრად გემრიელად გამოდის. შანსი არ გაუშვათ, რომ ოჯახის წევრები არომატული ცომეულით გაახაროთ. თითებს ჩაიკვნეტთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს