ცხიმიანი პროდუქტები, მათ შორის სალა, შემოდგომაზე აცივებისას კვების რაციონში უნდა ჩართოთ. ამის შესახებ ენდოკრინოლოგი ალექსი კალინჩევი ამბობს.
სალა სხვა პროდუქტებთან ერთად ცხოველური ცხიმის წყაროა და ზომიერი რაოდენობით შემოდგომაზე სასარგებლოა. „ასეთი პროდუქტები კარგად გვანაყრებს და თერმოგენეზს ხელს უწყობს“ – ამბობს კალინჩევი. ასევე ექიმი გირჩევთ, რომ ცხიამინი რძემჟავა პროდუქტები მიირთვათ.
თუ ზედმეტი წონა არ გაწუხებთ, სადილსა და ვახშამზე მიირთვით კერძი, რომელიც რთულ ნახშირწყლებს, ცხოველურ ცილებს და ცოტა კარაქს ან მცენარეულ ზეთს შეიცავს. თუ ზედმეტი კილოგრამები გაწუხებთ, საღამოს 5 საათის შემდეგ ნახშირწყლები და ცხიმი არ მიიღოთ, მხოლოდ ორგანული ცილებით და ბოსტნეულით შემოიფარგლეთ.
ექიმი ხაზს უსვამს, რომ ორგანიზმმა შემოდგომაზე ვიტამინები უნდა მიიღოს. „განსაკუთრებით რეკომენდებულია, რომ D ვიტამინის საკმარისი რაოდენობით მიღებას ყურადღება მიაქციოთ. დღიური საშუალო დოზა – 5-10 ათასი IU“– შეგვახსენებს ექიმი.