ლუდი ნაწლავების მიკროფლორის პროფილაქტიკისთვის სასარგებლოა

389

ლუდის ზოგიერთი სახეობა კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ორგანოების მდგომარეობაზე შეიძლება დადებითად მოქმედებდეს. ამის შესახებ გასტროენტეროლოგი სერგეი ვიალოვი აცხადებს.

მისი თქმით, კვლევის მონაცემები არსებობს, რომლის მიხედვით, უალკოჰოლო ან სუსტად ალკოჰოლური ლუდი კუჭის ან ნაწლავების მუშაობისთვის შეიძლება სასარგებლო იყოს. ვიალოვი აზუსტებს, რომ ასეთი ლუდი ნაწლავების მიკრობიომში სასარგებლო ფლორის ზრდას სტიმულირებს, რაც, თავის მხრივ, იმუნური სისტემის მდგომარეობაზე პასუხისმგებელია.

„საფუარის და დუღილის პროდუქტების წყალობით ლუდი კუჭის წვენის გამომუშავებას ხელს უწყობს, ხოლო ორგანული მჟავები ნაწლავებში ნივთიერებათა ცვლას აუმჯობესებს“ – ამბობს ექიმი.

რაც შეეხება უალკოჰოლო ღვინოს, ვიალოვი აღნიშნავს, რომ უალკოჰოლო ლუდთან შედარებით მისი სარგებელი ორგანიზმზე გაცილებით ნაკლებია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს