სუნზე მეზობლები მორბიან, დიასახლისები ამ შედევრის შემხედვარე ქათმის ფილეს შეწვას წყვეტენ

559

სამუშაო დღეებში ქათმის რულეტს ყველით და პომიდვრით ვამზადებ, რომ მენიუ გავამრავალფეროვნო. უფრო გემრიელი და სასარგებლოა, ვიდრე მაღაზიაში ნაყიდი ძეხვი. რაც მთავარია, სწრაფად და მარტივად მზადდება. არაფრის შეწვა, მოხარშვა საჭირო არაა. ღუმელში გამოაცხვეთ და შესანიშნავი შედეგით ისიამოვნეთ. ერთი პატარა საიდუმლო არსებობს, რომლის დახმარებით ქათმის რულეტი იდეალური გამოდის. ეს იოგურტი–მდოგვის სოუსია. ასე ხორცი ნაზი და ძალიან ნოყიერი გამოდის. პომიდვრის, ყველის და მწვანილის შიგთავსი იდეალურად ავსებს. Vivien გიამბობთ, როგორ მოამზადოთ ქათმის რულეტი შიგთავსით. კერძი ზედმეტ კილოგრამებს არ შეგმატებთ.

ინგრედიენტები:

  • 3 ქათმის ფილე
  • 1 ს/კ იოგურტი
  • 1 ჩ/კ მდოგვი
  • 1–2 კბილი ნიორი
  • 1 პომიდორი (პატარა)
  • 150 გ ყველი
  • რეჰანი და მწვანე ხახვი გემოვნებით
  • მარილი, წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. ქათმის ფილე გარეცხეთ, შუაზე გაჭერით და ჩაქუჩით დაბეგვეთ. თითოეულ ნაჭერს მარილი და წიწაკა მოაყარეთ.
  2. იოგურტი, მდოგვი და დაქუცმაცებული ნივრის კბილი აურიეთ. სოუსი ფილის ნაჭრებს ერთ მხარეს წაუსვით.
  3. პომიდორი ნაჭრებად დაჭერით და ცოტა მარილი მოაყარეთ. ნახევარი ყველი ნაჭრებად დაჭერით, მეორე ნახევარი გახეხეთ. მწვანე ხახვი და რეჰანი წვრილად დაჭერით. უმწვანილოდაც შეგიძლიათ მოამზადოთ, მაგრამ მასთან ერთად უფრო გემრიელია.
  4. ფილის კიდეში პომიდორი, მწვანილი და ყველი ჩადეთ. რულეტივით დაახვიეთ.
  5. საცხობ ფორმას მცენარეული ზეთი წაუსვით. რულეტები დააწყვეთ. თუ ადგილი დაგრჩებათ, ბადრიჯანიც დააწყვეთ. 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 25 წუთით აცხვეთ.
  6. რულეტები ღუმელიდან ამოიღეთ, გახეხილი ყველი მოაყარეთ და კიდევ 5 წუთით აცხვეთ. ესეც ასე, ქათმის რულეტი შიგთავსით მზადაა. გემრიელად მიირთვით!

ქათმის რულეტი ყველით და პომიდვრით ნაზი, წვნიანი და არომატული გამოდის. შიგთავსით ექსპერიმენტები შეგიძლიათ ჩაატაროთ. რულეტი სადღესასწაულო სუფრაზე შეგიძლიათ გაიტანოთ ან ბუტერბროდები მოამზადოთ და ბავშვებს სკოლაში გაატანოთ. სიამოვნებით მოამზადეთ. რეცეპტი შეუდარებელია, არ ინანებთ.