გახსენით საბედისწერო კონვერტი და მიიღეთ თქვენი პროგნოზი ოქტომბრისთვის

0
1505

როცა წლის ახალი სეზონი იწყება, ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლის იმედით ვივსებით. უსასრულო ჰოროსკოპებს და პროგნოზებს ვკითხულობთ, რომ რაღაც კარგი მოვძებნოთ. სინამდვილეში, წარმატების კუდით დაჭერა გაცილებით მარტივია. სწორედ ასეთია ჩვენი პროგნოზი ოქტომბრისთვის. Vivien გირჩევთ ბედს მიენდოთ და ერთი თამაში ითამაშოთ. თქვენს წინაშეა 6 ერთნაირი კონვერტი. აირჩიეთ ერთი და გაიგეთ, როგორი იქნება 2022 წლის ოქტომბერი თქვენთვის.

ოქტომბრის პროგნოზი – მჯერა, რომ შემთხვევითი შემთხვევითი არაა. სამყარო ნიშნებს გვიგზავნის, რომელთა დროული შემჩნევით ცხოვრების შეცვლა შეგვიძლია. არა უცბად, მაგრამ ნამდვილად საუკეთესო მხარეს. სეზონების ცვლა ამის გასაკეთებლად საუკეთესო დროა. შემოდგომაზე არა მხოლოდ მოსწავლეების ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება. ყველა დონეზე განახლება ხდება.

კონვერტების გაშიფვრა

  1. გულწრფელი ვიყოთ, ეს ზაფხული მარტივი არ ყოფილა. ვიცი, რომ დაიღალეთ, თან როგორც ფიზიკურად, ასევე მორალურად. თუ ნერვული აშლილობის მიღება ან გადაწვა არ გსურთ, შეისვენეთ. სხეულისა და სულისთვის გაჩერება სწორედ ისაა, რაც ახლა გჭირდებათ. აირჩიეთ დასვენება, რომელიც მაქსიმალურ სიამოვნებას მოგანიჭებთ. დროა სამსახურში შვებულება აიღოთ და ბუნებაში გაეშუროთ. ნამდვილად არ ინანებთ!
  2. ოქტომბერი იდეალური დროა, რომ ყველა დაწყებული საქმე დაასრულოთ. თუ ფიქრობთ, რომ ყველაფერი გააკეთეთ, გახსოვდეთ: უფრო მეტი შეგიძლიათ. წარმოიდგინეთ, რომ მარათონში დარბიხართ და მხოლოდ ძალიან ცოტა დარჩა. ახლა ყოველ ახალ ნაბიჯს მარტივად გადადგამთ. ამ რბოლის შედეგი დასრულებად ღირს. ყველაფერი გამოგივათ.
  3. როგორც ჩანს, დაგავიწყდათ, რომ თქვენი ფიზიკური შესაძლებლობები უსასრულო არაა. კარგია, რომ ყველა ამოცანას უმკლავდებით და კარიერულ კიბეზე წინ მიიწევთ, მაგრამ საკუთარ თავზეც უნდა იზრუნოთ! ვალდებულების ნაწილი სხვებს გადაუნაწილეთ. ყველაფერზე პასუხისმგებლობა არ აიღოთ, რომ არ გადაიწვათ და სამსახურს არ დაემშვიდობოთ. ეს არ გჭირდებათ არც თქვენ, არც თქვენს კოლეგებს, რომლებიც გაფასებენ. ამის შესახებ გახსოვდეთ.
  4. ამ ოქტომბერში არაერთი სიურპრიზი გელით. პირველ რიგში ეს თქვენ პირად ცხოვრებას შეეხება. ახალი ურთიერთობები ან ძველის განვითარება არ მოგცემთ საშუალებას მოიწყინოთ. ყველაფრისთვის მზად იყავით. ასევე საკმაოდ ახლოსაა ფულადი შევსებაც. შესაძლოა ხელფასი მოგიმატონ, რაზეც დიდი ხანია ოცნებობ. თუმცა მე არც იმას გამოვრიცხავ, რომ თქვენ სოლიდური პრიზიც მიიღოთ, მაგალითად მემკვიდრეობის სახით.
  5. მე-5 კონვერტი ცუდ ამბებს მოასწავებს. ყველაფერი ხდება. პირველ რიგში, ეს თქვენს ფინანსებს ეხება. არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ რთული შემოდგომა და ზამთარი გველის. ქამარი მოიჭირეთ და ხარჯები წინასწარ დაგეგმეთ. ფული უსარგებლო შესყიდვებზე არ დახარჯოთ. ახლა საშემოდგომო ნივთებზე დროებით უარი თქვით. არ ინერვიულოთ, ნოემბერში სიტუაცია დარეგულირდება. უბრალოდ უნდა მოითმინოთ!
  6. თუ მე-6 კონვერტი აირჩიეთ, ამ ოქტომბერს ბევრ საინტერესოს აღმოაჩენთ. ვჩქარობთ მოგილოცოთ: თქვენი ენერგიის მხოლოდ შეიძლება შეგვშურდეს. მზად ხართ, იდეებზე ღამითაც იფიქროთ. არ იჩქაროთ. მზად იყავით, რომ ყველა დაგეგმილი პროექტი არ განხორციელდება. ყველაზე მნიშვნელოვანზე ყურადღება გაამახვილეთ. აირჩიეთ რამდენიმე ამოცანა, რომელთა გადაჭრა ყველაზე მეტად გსურთ. სამუშაო დრო მათ მიუძღვენით. თუ ყველაფერს ერთდროულად ხელს მოკიდებთ, შედეგად არაფერი დაგრჩებათ.