ამერიკელმა ფსიქოლოგებმა ისევ გაგვაოცეს. გთავაზობთ უჩვეულო ტესტს, რომელიც ფსიქოემოციურ მდგომარეობას მაშინვე აუმჯობესებს. თავი მსუბუქად და კარგად რომ იგრძნოთ, მძიმე ფიქრების მოშორება და საკუთარი გულის მოსმენა გჭირდებათ. ამ ფერადი თავსატეხი–ნახატებით ღირებულ მითითებებს მიიღებთ. ნახეთ, როგორ იზრუნოთ საკუთარ თავზე დღეს.
ნახატი თავსატეხი – სურათს შეხედეთ და გვითხარით, როგორ უნდა ჩაიცვას შარვალი კენტავრმა. დიდხანს არ იფიქროთ. ამ ტესტში გულწრფელობა და პასუხის სისწრაფე მნიშვნელოვანია. თუ ვარიანტი უკვე აირჩიეთ, მზრუნველი ამერიკელი ფსიქოლოგების მინიშნება ყურადღებით წაიკითხეთ. ცვლილებების დროა. შფოთვის შემსუბუქება შესაძლებელია. კენტავრი დახმარებას ჩქარობს.
- შარვლის ჩაცმის კლასიკური მეთოდი – თუ ეს ნახატი აირჩიეთ, გილოცავთ! სავარაუდოდ, ნებისმიერ სირთულეს სუპერმანივით უმკლავდებით. ძლიერი და თამამი ხართ. საუკეთესო შედეგის მისაღებად მაქსიმალურ ძალისხმევას იღებთ და სირთულეებს არ გაურბიხართ. ტყუილი თქვენთვის უცხო და ნებისმიერი ფორმით მიუღებელია. ასეთ ძლიერ ადამიანსაც აქვს მომენტები, როცა საკუთარი თავის შეცოდება სურს. ამერიკელი ფსიქოლოგები გირჩევენ, რომ მეტი დაისვენოთ. წიგნით ხელში სრულფასოვანი დასვენება, პარკში სუფთა ჰაერზე გასეირნება, ცხოველებთან თამაში ახალი მწვერვალის დასაპყრობად ძალებით აგავსებთ. თანამედროვე ცხოვრება წარმატებისა და მატერიალური კეთილდღეობისკენ გიჟურ რბოლას ჰგავს. გახსოვდეთ: დასვენებით არაფერს კარგავთ. მხოლოდ ძალებით ივსებით, რომ საყვარელ საქმიანობას და სამსახურს დაუბრუნდეთ.
- დახურული ვარიანტი ტანზე მომდგარი შარვლით – თქვენს ცხოვრებაში ბევრი რთული მომენტი იყო. ბევრ დაუღვრელ ცრემლს აკავებთ. გსურთ, რომ ძლიერი იყოთ, მაგრამ ადამიანი რობოტი არაა. ყოველთვის გამარჯვება შეუძლებელია, ხშირად ბევრი რამ ჩვენზე დამოკიდებული არაა. საკუთარ თავს ტირილის უფლება მიეცით. წარსული და ის, რისი შეცვლაც შეუძლებელია, გაუშვით. ზოგჯერ ბედნიერ ცხოვრებას და სიხარულს მხოლოდ ცუდი მოგონება გვაშორებს. ეს ყველაფერი თქვენს თავშია და ტანჯვა შეწყვიტეთ. რჩევა მარტივია. ნეგატივი არ დააგროვოთ. იტირეთ, თუ გსურთ. ახლობლებს თქვენი ფიქრები გაუზიარეთ. თუ ასეთი თანამოსაუბრე არ გყავთ ან ფსიქოლოგთან მისასვლელად ფული არ გაქვთ, ემოციების ქაღალდზე ჩამოწერის მარტივი მეთოდი გამოიყენეთ. დაწერეთ ყველაფერი, რაც გაწუხებთ, ყველა აზრი, რაც თავში მოგივათ. შემდეგ დაწვით. გაოცდებით, რამდენად კარგად იგრძნობთ თავს მეორე დღეს! სასიცოცხლო ძალები დაგიბრუნდებათ.
- სასაცილო ვარიანტი ჩაჩაჩული შარვლით – ოპტიმისტი ხართ. ამის გამო მეგობრები და კოლეგები თქვენზე გიჟდებიან. თქვენი იუმორის გრძნობა ნამდვილი საგანძურია. რთული სათქმელია, რომ ზოგჯერ თქვენც ყვირილი გსურთ. ხშირად თქვენი ცუდი განწყობა შიშს უკავშირდება. შიშთან გამკლავება უნდა ისწავლოთ, რომ ცხოვრების ხარისხი გაუმჯობესდეს. „ჰარი პოტერში“ იყო მომენტი, როცა პერსონაჟები მათ უდიდეს შიშს იხსენებდნენ. როგორც კი შიშში რაიმე სასაცილოს პოულობდნენ, ბნელი ფიქრები და ემოციები უკვალოდ იფანტებოდა. სცადეთ, იუმორით იფიქროთ იმაზე, რაც გაშინებთ. შიში უკვალოდ გაქრება. ზოგჯერ ცხოვრებაში მხოლოდ ირონია და იუმორი გვეხმარება. სიცილის სიძლიერე გახსოვდეთ და ხშირად გამოიყენეთ.
- შარვლის ჩაცმის მეთოდი „გულახდილად“ – სხვებისთვის ყველაფრის გაზიარებას მიჩვეული ხართ ისე, რომ საკუთარი თავისთვის ძალა და რესურსი არ გრჩებათ. პირდაპირ თქვით: „არ ვიცი, როგორი მძიმე იქნება ზამთარი, ამიტომ შემოდგომაზე საკუთარ თავზე აქტიურად ვიზრუნებ. თუ ზამთარი რთული იქნება, ძალა მექნება, რომ ნებისმიერ გამოცდას გავუმკლავდე. თუ ზამთარი იქნება თბილი, ბევრი ენერგია მექნება, რომ ამით ვისიამოვნო. არა მხოლოდ სხვებს სიყვარულს ვაძლევ, არამედ ჯერ საკუთარ თავს სიყვარულით ვავსებ“. თქვენი ბედნიერების გასაღები დახმარების თხოვნაა. რატომ არის რთული სხვებს დახმარება თხოვოთ? ვფიქრობთ, რომ ამ მეთოდით სისუსტეს ვავლენთ. დახმარების თხოვნის არ მოგერიდოთ. ასე თქვენს ნაკლს არ ავლენთ. სხვებს აჩვენებთ, რომ საკუთარ თავზე, ყველაზე ძვირფასზე, რაც ამქვეყნად გაქვთ, ფიქრობთ.
ზოგჯერ ადამიანი საკუთარი ძალებით სიტუაციას ვერ უმკლავდება. ახლობლებს საოჯახო საქმეში დახმარება სთხოვეთ, კოლეგას დახმარება სთხოვეთ, როცა საჭიროა. ნახავთ, როგორ გაფასებენ. სამყაროს ენდეთ, რომელმაც თქვენთვის ყველაფერი საუკეთესო მოამზადა.
დაე, ამ შემოდგომაზე პატარა სასწაულები მოხდეს. ისწავლეთ სასიამოვნო წვრილმანების დანახვა, რომლითაც ცხოვრების თითოეული დღე სავსეა. თუ სამყაროს სიყვარულით შეხედავთ, თქვენი რეალობა საუკეთესოდ შეიცვლება. ძლიერ ჯანმრთელობას გისურვებთ.