მარილზე უარი თქვით, რომ დიდხანს იცოცხლოთ

541

დიეტა თქვენს ჯანმრთელობაზე, ანუ სიცოცხლის ხანგრძლივობაზე გავლენას ახდენს. სწორად შერჩეული საკვები ორგანიზმს აძლიერებს, რასაც ახალი კვლევა ადასტურებს.

21 სამეცნიერო ნაშრომის მეტაანალიზი აჩვენებს, რომ კვებაში მცირე ცვლილება ჯანმრთელობის მართვაში მთავარი გასაღებია. მარილის შემცირება მთელი რიგი დაავადებების განვითარებას ანელებს და სიცოცხლეს ახანგრძლივებს. მარილის შესაფერისი შემცვლელის შერჩევა მნიშვნელოვანი ნაბიჯია. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ როცა მარილის შემცვლელში ნატრიუმის ქლორიდის შემცველობა 10%–ით მცირდებოდა,  სისტოლური და დიასტოლური არტერიული წნევაც მცირდებოდა. მარილის შემცვლელები ნებისმიერი ასაკის ადამიანში გულ–სისხლძარღვთა სისტემის დაავადებებისგან დაცვას და სიცოცხლის გახანგრძლივებას ხელს უწყობს.

მკვლევარები ხაზს უსვამენ, რომ საკვებში მარილის შემცირება აუცილებელია, რომ წნევის რყევები არ დაუშვათ. მარილის შემცვლელი კარგი გადაწყვეტილებაა, რადგან მარილის მთლიანად ამოღება ადამიანს არ სურს. უმარილო კერძი სიხარულს აღარ მოგანიჭებთ, განწყობას გააუარესებს და დეპრესიას გამოიწვევს. ნატრიუმის ქლორიდის ნაცვლად კალიუმის ქლორიდის გამოყენება სცადეთ და დარწმუნდებით, რომ საკვები გემოს დიდად არ კარგავს.

ყველაზე ეფექტური მარილის შემცვლელია შავი მარილი, ქვის მარილი, ჰიმალაის ვარდისფერი მარილი, ნიორი, ლიმონის ცედრა, დიეტური საფუარი, ბალზამიანი ძმარი და შავი წიწაკა. მარილის შემცვლელი ისე შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც ჩვეულებრივი მარილი, ბოსტნეულის, ხორცის, ცომეულის, სხვა კერძისა და პროდუქტის სანელებლად.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს