პროდუქტები, რომლებზეც უარი უნდა თქვათ, თუ გახდომას აპირებთ

329

ხშირად შეცდომას ვუშვებთ და დიეტურ პროდუქტად მივიჩნევთ ისეთს, რომელიც სწორი კვებისთვის საერთოდ შეუფერებელია. ცბიერი მარკეტოლოგების ხაფანგში ვებმებით. ალბინა კომისაროვა, დიეტოლოგი და ენდოკრინოლოგი გიამბობთ, რომელ პროდუქტებზე თქვათ უარი, თუ წონის დაკლებას გეგმავთ.

„პირდაპირ გეტყვით, რომ არც ერთი პროდუქტი მძულს. ცუდი და მავნე საკვები არ არსებობს, ყველას ჭამა შეიძლება. ჩემი სურვილია, რომ შემადგენლობის კითხვა გასწავლოთ და ილუზიები არ ააგოთ“ – ამბობს ექსპერტი.

  • მოკლედ, უცხიმო იოგურტი საკმაოდ მზაკვარია. ჭარბი შაქრის გამო ძალიან ბევრ კალორიას შეიცავს. უმჯობესია, რომ ჩვეულებრივი უტკბილო იოგურტი შეიძინოთ და დამატკბობელი ან შემავსებელი თავად დაუმატოთ.
  • ტკბილი ფანტელები და მიუსი სასარგებლო საუზმე ან წასახემსებელი არაა. ეს არა მარცვლოვანი საუზმე, არამედ სრულფასოვანი დესერტია!
  • უგლუტენო პროდუქტი რეკლამის და პროპაგანდის მიუხედავად სასარგებლოა და ნამდვილად საჭიროა მათთვის, ვისაც გლუტენის მიმართ აუტანლობა აქვს. სხვებისთვის ფულის უაზროდ გადაყრაა.
  • პროტეინის ჩხირები. აქ, პროდუქტის კალორიულობას და შემადგენლობას ყურადღება უნდა მიაქციოთ. სასარგებლო ვარიანტები არსებობს, მაგრამ ცოტაა. ზოგჯერ იმდენად კალორიულია, რომ ჩვეულებრივ კანფეტს უტოლდება.
  • ფრუქტოზას ხშირად სასარგებლო შაქრის შემცვლელად მიიჩნევენ. ეს ალტერნატივა აქტუალურია, თუ შაქრიანი დიაბეტი გაქვთ. სხვებისთვის სხვაობა არაა. ფრუქტოზის და შაქრის კალორიული შემცველობი თითქმის ერთნაირია.