ფსიქოლოგიური ტესტი კარებით: რა გაკლიათ ცხოვრებაში ახლა

495

ყოველდღიურ აურზაურში საკუთარ გრძნობებზე იშვიათად ვფიქრობთ. ამის დრო არ გვაქვს, რადგან კოლეგას უნდა შევხვდეთ, ანგარიში მოვამზადოთ, ბავშვი სკოლიდან გამოვიყვანოთ, მშობლებს ვესტუმროთ. ჭეშმარიტი სურვილების ხანგრძლივი უგულებელყოფა კარგად არასდროს სრულდება. Vivien გთავაზობთ ერთწუთიან ტესტს, რომელიც გეტყვით, რა გაკლიათ ცხოვრებაში.

შეგრძნება, რომ ყველაფერი რიგზეა, ხშირად მატყუარაა. მზაკვარი გონება ქვეცნობიერ მოთხოვნილებებს თრგუნავს, რომ ყოველდღიური ამოცანები ეფექტურად შეასრულოთ. ინტუიციას ვერ მოატყუებთ და ფსიქოლოგიური ტესტი სწორედ ამისთვისაა. ფოტოზე კარებს დააკვირდით და აირჩიეთ ერთი. დიდხანს არ იფიქროთ. რას ნიშნავს თქვენი კარი?

ტესტი სურათებით: რა გჭირდებათ ახლა ყველაზე მეტად

  • შავი კარი – თუ ქვეცნობიერად ეს კარი აირჩიეთ, საკუთარი თავისთვის დრო გაკლიათ. მოვლენების, ხალხის, ფიქრების და ინფორმაციის ზღვაში იმყოფებით. ფიქრობთ, რომ ამ ნაკადიდან თუნდაც ერთი დღით თავის დაღწევა შეუძლებელია. თქვენი ტვინი მტკიცედ ამბობს: საკუთარ თავთან განმარტოება გჭირდებათ. შვებულება აიღეთ, ყველა გეგმა გადაიტანეთ ან გააუქმეთ, სოციალურ ქსელებში არ შეხვიდეთ. არ იფიქროთ იმაზე, რა გელით, როცა დასვენება დასრულდება. ასეთი დასვენება საშუალებას გაძლევთ, რომ საკუთარ თავში ჩაიხედოთ და გაარკვიოთ, რა გჭირდებათ სინამდვილეში.
  • წითელი კარი – თუ წითელი კარი დაუფიქრებლად აირჩიეთ, რომანტიკა გაკლიათ. ყველა ადამიანისთვის ეს სიტყვა სხვადასხვა რამეს უკავშირდება. ზოგს სურს, რომ ფანჯრის ქვეშ სერენადები უმღერონ, ვიღაცისთვის მოკრძალებული პაემანი სანთლების შუქზე აუცილებელია, ზოგი საყვარელი ადამიანისგან სიურპრიზის წინააღმდეგი არაა. უდავოდ, ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში რომანტიკისთვის დროის პოვნა რთული, მაგრამ აუცილებელია. საყვარელ ადამიანს თქვენს სურვილებზე მიანიშნეთ. თუ არ გამოვა, პირდაპირ უთხარით, რა გსურთ, ხოლო დეტალების მოგვარება მას დაუთმეთ.
  • ყავისფერი კარი – როგორც ჩანს, ამ ეტაპზე სტაბილურობა აუცილებლად გჭირდებათ. თქვენი ნერვული სისტემა საქმეებზე მუდმივი სირბილისგან გამოიფიტა. უახლოეს მომავალში დარწმუნებული ვერ იქნებით. ამისთვის მყარი საფუძველი გჭირდებათ, რომელიც ახლა არ გაქვთ. საქმეები მოაწესრიგეთ და ზედმეტ საზრუნავს თავი აარიდეთ. საყრდენი წერტილი გჭირდებათ, რომ ხვალინდელი დღის იმედი იქონიოთ. ყველაზე გამოცდილი კაპიტანიც მღელვარე ზღვაში სიმშვიდეზე ოცნებობს.
  • მწვანე კარი – თქვენ ძლიერად ყოფნით დაიღალეთ. საჯაროდ კაჟივით ხართ, ხოლო სახლში იშლებით? ცრემლს ღვრით, სანამ არავინ გიყურებთ? შიშობთ, რომ სხვის თვალში სუსტი გამოჩნდეთ და ყველა უბედურებას ხასიათის საწრთობად აღიქვამთ? საკუთარ თავს სისუსტის უფლება მიეცით. სხვების თანაგრძნობა გაკლიათ. გახსოვდეთ, რომ სისუსტე ნაკლი არაა, არამედ ძალა. სხვებს თანაგრძნობის, მხარდაჭერის, გვირილის ჩაის მოდუღების უფლება მიეცით.

პირად სურვილებს და მოთხოვნილებებს ხშირად მოუსმინეთ. თანამედროვე სამყაროში ამის გაკეთება რთულია, მაგრამ რაც უფრო უკეთ გაიცნობთ საკუთარ თავს, მით უფრო ბედნიერი გახდებით. ბედნიერ ადამიანს კი მთების გადაადგილება შეუძლია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს