5 მიზეზი, რატომ უნდა მიირთვათ 1 ვაშლი ყოველდღე

393

შემოდგომა მოსავლის აღების და ვიტამინების მომარაგების დროა. თერაპევტი არტემ ხაჩატრიანი ვაშლის სასარგებლო თვისებებზე გიამბობთ. ვაშლის იმდენი ჯიში არსებობს, რომ თქვენი გემოვნების შესაფერისს მარტივად იპოვით: თეთრი და წითელი, ყვითელი და მწვანე, მჟავე და ტკბილი. ვაშლს 10 ათასზე მეტი ჯიში აქვს.

„ვაშლი იმდენ ვიტამინს და ნუტრიენტს შეიცავს, რომ დღეში 1 ვაშლის მიღება ბევრი დაავადებისგან დაგიცავთ. აღსანიშნავია, რომ ახალი ვაშლის ჭამა წყლულოვანი დაავადების დროს არასასურველია“ – ამბობს ექსპერტი.

მწვანე ვაშლი წითელზე უფრო სასარგებლოა. მასში მეტი ვიტამინი შედის, თან ჰიპოალერგიულია.

ვაშლის სასარგებლო თვისებები

  1. ვაშლი შეიცავს მაგნიუმს, ფოსფორს, კალციუმს, კალიუმს, სელენს და იოდს. ასევე მდიდარია С, В1, В2, РР, Е ვიტამინებით. ვაშლის მიღება სტრესს და დაღლილობას ხსნის.
  2. ვაშლი ნატურალური სორბენტია, ამიტომ მოწამვლის დროს სასარგებლოა.
  3. ვაშლის რეგულარული მიღება მასში შემავალი ორგანული მჟავების წყალობით საჭმლის მომნელებელ სისტემაზე დადებითად მოქმედებს. კუჭის წვენის გამომუშავებაზე დადებითად მოქმედებს.
  4. ვაშლს ორგანიზმიდან ზედმეტი წყლის და მარილის გამოდევნა შეუძლია, ამიტომ შეშუპებისგან თავდასაცავად ეფექტურია.
  5. ვაშლი ქოლესტერინის დონეს არეგულირებს. ვაშლი სასარგებლო თვისებებს დიდხანს შენახვის შემთხვევაში არ კარგავს. და მაინც, ახალი ვაშლი ძველზე ბევრად უფრო სასარგებლოა.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს