ნუტრიციოლოგი ქოქოსის ნატურალური პროდუქტების სარგებელზე საუბრობს

463

ქოქოსი ცხიმოვანი მჟავების წყაროა. მისი რბილობი ზეთებით განსაკუთრებით მდიდარია. ქოქოსის წვენიც სასარგებლო თვისებებს ფლობს. ნუტრიციოლოგი და დიეტოლოგი ელენა სუჰანოვა ქოქოსის ნატურალური პროდუქტების სარგებელზე საუბრობს.

„ნაყოფის შიგნით წვენში ბევრი ანტიოქსიდანტი და მინერალი შედის. რბილობი ძალიან ნოყიერია, ძალას აღადგენს და კუნთების დაღლილობას აქრობს. პანტოთენის და ფოლიუმის მჟავები და B ჯგუფის ვიტამინები ნივთიერებათა ცვლის პროცესებში, ასევე იმუნური და ნერვული სისტემების მუშაობაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ“ – ამბობს ექსპერტი.

გარდა ამისა, ქოქოსი კალიუმის, მაგნიუმის და იოდის დამატებითი წყარო შეიძლება იყოს. ყველა ეს ელემენტი მასში ხელმისაწვდომ, ათვისებად ფორმაში გვხდება. ჩამოთვლილი საკვები ნივთიერებები ორგანიზმისთვის მნიშვნელოვანია, რადგან გულ–სისხლძარღვთა სისტემის მუშაობაზე გავლენას ახდენს. იოდი ჰორმონალური სისტემის და ფარისებრი ჯირკვლის მუშაობაში მონაწილეობს.

ბოლო დროს ქოქოსის ზეთი ძალიან პოპულარულია. კანის მდგომარეობაზე ნამდვილად სასარგებლოდ მოქმედებს, დაბერებას ხელს უშლის და ანთებით პროცესებს აფერხებს. ქოქოსში შემავალი ლაურინის მჟავა პათოგენურ მიკროორგანიზმებს ანეიტრალებს. ქოქოსის ზეთი თმისა და ფრჩხილების მოსავლელად შეგიძლიათ გამოიყენოთ.

სასურველი ეფექტის მისაღებად შეიძინეთ მხოლოდ ხარისხიანი ნატურალური პროდუქტი, რომელიც სწორი ტექნოლოგიით დამზადებულია და ქოქოსის ყველა სასარგებლო თვისებას ინარჩუნებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს