4 საინტერესო იდეა, როგორ შეინახოთ მწვანილი ზამთრისთვის

1084

თუ გსურთ, რომ მწვანილის არომატი და სურნელი შეინარჩუნოთ, Vivien შესანიშნავ იდეებს გიზიარებთ. აქ ძალიან საინტერესო რეცეპტებს იპოვით. მათი დახმარებით მწვანილს ზამთრისთვის შეინახავთ და გემოს შეინარჩუნებთ. მოამზადეთ როგორც ფერადი სოუსი, ასევე სწრაფი ნამზადი, რომელიც ბევრი კერძისთვის არომატულ დანამატად გამოგადგებათ. ყველა ვარიანტი აუცილებლად სცადეთ და თქვენი ფავორიტი აირჩიეთ.

4 ვარიანტი, როგორ შეინახოთ მწვანილი ზამთრისთვის

1. მწვანილის დამარილება

ინგრედიენტები:

  • 100 გ ოხრახუში
  • 200 გ კამა
  • 100 გ მარილი

მომზადების წესი:

  1. მწვანილი კარგად გარეცხეთ. უხეში ღეროები მოჭერით. კამა და ოხრახუში დააქუცმაცეთ.
  2. ქვის მარილი დაუმატეთ. კარგად აურიეთ.
  3. სუფთა ქილებში კარგად ჩატუმბეთ. თავსახურები დაახურეთ და მაცივარში შეინახეთ.

2. კამის პასტა

ინგრედიენტები:

  • 500 გ კამა
  • 20 გ მარილი
  • 10 გ შაქარი
  • 5 გ ლიმონის ცედრა
  • 2 ჩ/კ ლიმონის წვენი
  • 50 გ ნიორი
  • 300 გ მცენარეული ზეთი

მომზადების წესი:

  1. კამა კარგად გარეცხეთ და გაამშრალეთ. დაჭერით და დააბლენდერეთ.
  2. მარილი, შაქარი და გახეხილი ლიმონის ცედრა დაუმატეთ. ნიორი გაასუფთავეთ. წვრილად დაჭერით და დანარჩენ ინგრედიენტებს დაუმატეთ. ლიმონის წვენი მოასხით.
  3. ერთგვაროვანი მასის მიღებამდე დააბლენდერეთ. მზა პასტა სუფთა მშრალ ქილებში გადაანაწილეთ.
  4. მცენარეული ზეთი დაასხით. თავსახურები დაახურეთ და მაცივარში შეინახეთ.

3. მწვანილის გაყინვა

ინგრედიენტები:

  • 200 გ კამა
  • 200 გ ქინძი

მომზადების წესი:

  1. მწვანილი კარგად გარეცხეთ. კამა და ქინძი წვრილად დაჭერით.
  2. გლუვი პარკები აიღეთ და მწვანილი მოათავსეთ.
  3. პარკებს წარწერა გაუკეთეთ და საყინულეში შეინახეთ.

4. მწვანე სოუსი ზეთისხილით

ინგრედიენტები:

  • 100 გ კამა
  • 100 გ ქინძი
  • რამდენიმე ტოტი პიტნა
  • 100 გ ოხრახუში
  • 40 გ ნიორი
  • 10 გ მარილი
  • 10 გ შაქარი
  • 5 გ ლიმონის ცედრა
  • 0,5 ჩ/კ ლიმონის წვენი
  • 150 გ მწვანე ზეთისხილი (უკურკო)
  • 250 გ ზეითუნის ზეთი

მომზადების წესი:

  1. კამა, ქინძი, ოხრახუში და პიტნა გარეცხეთ. დაჭერით და დააბლენდერეთ.
  2. ნიორი წვრილად დაჭერით. ნიორი, მარილი, შაქარი, ლიმონის წვენი და ზეთისხილი მწვანილს დაუმატეთ. ციტრუსის წვენი და 100 გ ზეითუნის ზეთი დაასხით და დააბლენდერეთ.
  3. სოუსი სუფთა ქილებში გადაანაწილეთ. ზემოდან ზეთი დაასხით. მოხუფეთ, წარწერა გაუკეთეთ და მაცივარში შეინახეთ.

ფერადი სოუსი მაკარონის, კარტოფილის, ხორცის და თევზის კერძისთვის იდეალურია. დამარილებული და გაყინული მწვანილი სხვადასხვა კერძის მოსამზადებლად თამამად შეგიძლიათ გამოიყენოთ. ასე კერძს საოცარ არომატს მიანიჭებთ!

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს