როდესაც ვარსკვლავები ინტერნეტში სილამაზის ხრიკებს გვიზიარებენ, ეს ბევრში სკეპტიკურ ღიმილს იწვევს. რთული წარმოსადგენია, რომ ცნობილი ადამიანი თმის მოსავლელად ხახვის ნახარშს ამზადებს, არადა ზოგიერთი შინაურული საშუალება სალონურ პროცედურაზე ბევრად ეფექტურია. მაგალითად, ოლგა სუმსკა თმის სილამაზეს ნატურალური პროტეინების ნიღბით ინარჩუნებს. ვერა ბრეჟნევა სახეზე თაფლის ნიღაბს ისვამს, რომ კანი გლუვი და დაჭიმული გახდეს. ახლახანს მეგაპოპულარულმა ამერიკელმა რეპ შემსრულებელმა ქარდი ბიმ გამომწერებს გაუმხილა, რომ თმას ხახვის ნახარშით რეგულარულად იბანს. Vivien გიამბობთ, რა შედეგი მიიღო ვარსკვლავმა და ღირს თუ არა ასე მოქცევა.
რა სარგებელი აქვს ხახვის ნახარშს თმისთვის – ვინც ქარდი ბის პროფესიულ საქმიანობას იცნობს, იცის, რომ მომღერალი თავისი ექსტრავაგანტული სტილით ცნობილია. იმის გათვალისწინებით, რომ თმის ფერს საკმაოდ ხშირად იცვლის და ვარცხნილობის გასაკეთებლად ბევრ ლაქას იყენებს, თმა ქარის დაბერვაზე უნდა იმტვრეოდეს. მაგრამ არა! ახლახანს თავისი დიდებული სქელი თმა გამოაჩინა. აღიარა, რომ თმას ხახვის ნახარშით რეგულარულად იბანს: „ამ ხრიკს უკვე 6 წელია ვიყენებ. ეს ჩვევა სქელი და ჯანმრთელი თმის გაზრდაში დამეხმარა!“
როგორ მუშაობს – ტრიქოლოგები ამბობენ, რომ თმის მოსავლელად ხახვის ნახარშის გამოყენება ნამდვილად სასარგებლო შეიძლება იყოს. საშუალებას საოცარი ანთების საწინააღმდეგო ან ანტიმიკრობული თვისებები აქვს. სკალპს წმენდს და თმის ზრდას აჩქარებს. ნებისმიერი ექიმი გეტყვით, რომ ხახვი ნატურალური ანტისეპტიკია. ამ ბოსტნეულის ნახარში ანთებითი დაავადებებით, ცუდი სისხლის მიმოქცევით და არასწორი კვებით გამოწვეულ თმის ცვენას უმკლავდება.
სანამ ქარდი ბი ხახვის ნახარშს თმის მოსავლელად თვეში რამდენჯერმე ამზადებს, ჩვენი დიასახლისები ამას მხოლოდ აღდგომის წინ აკეთებს, ისიც მხოლოდ კვერცხის შესაღებად.