სარკისებრ თარიღს ყოველთვის განსაკუთრებულ და მისტიურ მნიშვნელობას ანიჭებენ. 9 სექტემბერი ერთ–ერთი ასეთი თარიღია. Vivien გიამბობთ, რას მოგიტანთ შემოდგომის სარკისებრი თარიღი და შეიცვლება თუ არა სიტუაცია უკეთესობისკენ. სარკისებრი თარიღის საიდუმლოებებს ფარდას ავხდით.
ცვლილებები უკეთესობისკენ – ნუმეროლოგები ამ თარიღის ძალას სერიოზულად ეკიდებიან. 9 კეთილდღეობის და ბედნიერების სიმბოლოა. ცხრების გამეორება სანუკვარი სურვილის ასრულებაში შეიძლება დაგეხმაროთ. მთავარია, რისკზე წასვლის არ შეგეშინდეთ. თამამ ხალხს ბედი გაუღიმებს.
ამ დღეს სასწაულის მოლოდინში უმოქმედობა დაუშვებელია. 09.09 – სიძლიერის დღეა. ეს პოტენციალი მაქსიმალურად უნდა გამოიყენოთ და დღე სასარგებლოდ გაატაროთ. თუ მოქმედებისთვის მზად ხართ, წარმატებას მიაღწევთ. ასტროლოგები გირჩევენ, რომ ამ დღეს რაც შეიძლება მეტი საქმე გააკეთოთ. კარგი დღეა, რომ დაიწყოთ საქმე, რომელსაც დიდხანს გვერდს უვლიდით. მაგალითად, თუ დიდი ხანია საკუთარი საქმის დაწყებაზე ფიქრობთ, მაშინ 9 სექტემბერი შესანიშნავი დღეა. ამ საქმეში პატარა ნაბიჯი მაინც გადადგით. ნახავთ, მალე ყველაფერი მარტივად მოგვარდება. ყოველთვის რთულით დაიწყეთ. ამ დღის შესაძლებლობები აუცილებლად უნდა გამოიყენოთ. თამამა და გაბედული ნაბიჯები ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის.
ახალი დასაწყისი – ამ დღის კიდევ ერთი სიმბოლო ცოდნის ხეა. არ გაგიკვირდეთ, თუ რაღაც ახლის სწავლას ისურვებთ. ეს სურვილი გამოიყენეთ. ამ დღეს დაწყებული სწავლება წარმატებით დასრულდება. ახალი კარიერის დასაწყისიც შეიძლება გახდეს. ამჯერად დაწყებულ საქმეს შუა გზაზე არ მიატოვებთ და საქმეს ბოლომდე მიიყვანთ. ასე ახალ უნარებს შეიძენთ და კარიერულ კიბეზე წინ წაიწევთ.
9 სექტემბერს განსაკუთრებული ენერგია აქვს, ამიტომ შიში და კომპლექსი ქრება. ეს ძლიერი ბიძგია, რომ სამსახურში პროდუქტიული და პირად ცხოვრებაში ბედნიერი გახდეთ.
რა შეგიძლიათ გააკეთოთ ამ დღეს და რა არის აკრძალული – ამ დღეს რამდენიმე წესი უნდა დაიცვათ. პირველ რიგში, 9 სექტემბერს დაუსრულებელი საქმე არ დატოვოთ, განსაკუთრებით სამუშაო საკითხები. გირჩევთ, რომ ყველაფერი წინა დღით მოაგვაროთ. თუმცა 9 სექტემბერი კარგი დღეა, რომ რაღაც საქმე დაამთავროთ, რომელიც დიდხანს იწელებოდა. კარგი დღეა, რომ პატიება ითხოვოთ და ახლობელს შეურიგდეთ.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ამ დღეს სიზარმაცე კატეგორიულად აკრძალულია. სარკისებრი თარიღი შექმნილია იმისთვის, რომ მისი პოტენციალი გამოიყენოთ. ერთი დღე იშრომეთ, რომ წარმატებული მომავლის საძირკველი ჩაყაროთ.
ნუმეროლოგები გირჩევენ, რომ თქვენს გონებრივ და სულიერ მდგომარეობაზე იზრუნოთ. დრო მედიტაციას ან იოგას დაუთმეთ. ცოტა ხნით განმარტოვდით და დაფიქრდით, რისი მიღება გსურთ სამყაროსგან. სურვილი ჩაიფიქრეთ, მკაფიოდ ჩამოაყალიბეთ. ვინ იცის, იქნებ ამ ჯადოსნურ დღეს სურვილი ახდეს. წარმატებას გისურვებთ!