ექიმის რჩევით მხოლოდ მარცხენა მხარეს ვიძინებ. ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა

617

საბედნიეროდ, უძილობა არასდროს მაწუხებდა. ოღონდ რომ დავიძინო, ჯერ ერთ მხარეს უნდა დავწვე, შემდეგ მეორე მხარეს გადავბრუნდე. სხვანაირად არ მოქმედებს. ღამის განმავლობაში პოზას რამდენჯერმე ვიცვლი. ადრე არ დავფიქრებულვარ, რომელ მხარეს უნდა დავიძინო, რადგან ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება მთელი ღამე ერთ პოზაში გაჩერდე. ალბათ, შეჩვევაა. სპეციალისტები გვირჩევენ, რომ მხოლოდ მარცხენა მხარეს დავიძინოთ. ეს ბევრი მიზეზით სასარგებლოა. თითოეულზე დეტალურად გიამბობთ.

რომელ მხარეს უნდა დავიძინოთ? – ადამიანისთვის ძილი აუცილებელია, რომ კარგად დაისვენოს და ღამით ძალები აღიდგინოს. როცა გვძინავს, ორგანიზმი მუშაობას აგრძელებს. შინაგანი პროცესების გამართულობა პირდაპირ დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი პოზა გაქვთ ძილის დროს.

ექსპერტები თვლიან, რომ მარცხენა მხარეს წოლა უმჯობესია. ამას რამდენიმე ლოგიკური ახსნა აქვს. პირველ რიგში, ეს პოზა საჭმლის მონელებას აუმჯობესებს, რადგან მარცხენა მხარეს კუჭი თავის საქმეს უკეთ უმკლავდება. მეორეც, ამ პოზაში კუჭი კუჭქვეშა ჯირკვლის ზემოთ არ ხვდება, რადგან თავად მარცხნივ არის. ასე საჭმლის მომნელებელი ფერმენტები თავისუფლად და სწრაფად მოძრაობს. მარცხენა მხარეს წოლა გულ–სისხლძარღვთა სისტემის და განსაკუთრებით თავად გულის მუშაობას ამარტივებს. წარმოიდგინეთ, ის ხომ შეუსვენებლად მუშაობს! სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, ყველაფერი გააკეთოთ, რომ მაქსიმალურად შეუფერხებლად და მშვიდად იმუშაოს.

მარცხენა მხარეს ძილი რეკომენდებულია იმ ადამიანებისთვის, რომელთაც ზურგის ტკივილი ხშირად აწუხებთ. რა თქმა უნდა, თუ რამე გაწუხებთ, სპეციალისტს აუცილებლად უნდა მიმართოთ, თუმცა თავიდან ძილის დროს პოზის შეცვლა ზედმეტი არ იქნება. ეს მარტივად მუშაობს. თქვენ მარცხენა მხარეს გძინავთ, ხოლო ხერხემალი ავტომატურად დაძაბულობას იხსნის. კუნთები დუნდება და ზურგთან დაკავშირებულ შესაძლო გართულებებს თავიდან აიცილებთ.

სხვა მიზეზები – თუ ორგანიზმში სითხის მიმოქცევის გაუმჯობესება და იმუნური სისტემის გაძლიერება გსურთ, მარცხენა მხარეს დაწექით. ეს ლიმფური სისტემის მხარდაჭერის ხარჯზე ხდება. რაც უფრო თავისუფლად მოძრაობს ლიმფა, მით უფრო სწრაფად გამოვა მთელი სიბინძურე, რომელიც ორგანიზმში ასე თუ ისე გროვდება. მარცხენა მხარეს ძილი ყველა ნარჩენისგან სწრაფად გაწმენდას ხელს უწყობს. ძილის წინ ჭამა ყოველთვის ცუდი იდეაა, მაგრამ თუ ისე მოხდა, რომ გვიან ივახშმეთ, აუცილებლად მარცხენა მხარეს დაიძინეთ. ასე გულძმარვას თავიდან აიცილებთ.

მარცხენა მხარეს წოლა ორსულებისთვის სასარგებლოა. ეს არა მხოლოდ ზემოთ აღწერილ მიზეზებს უკავშირდება, თუმცა ისინიც მნიშვნელოვანია, რადგან მომავალი დედის ორგანიზმი გაორმაგებული ძალით მუშაობს. სწორი ძილი როგორც ქალის, ასევე ბავშვის ორგანიზმში ღვიძლზე ზეწოლას ამცირებს და სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს.

ეს სია საკმარისია, რომ მარცხენა მხარეს წოლა დაიწყოთ და ჯანმრთელობაზე იზრუნოთ. სკეპტიკოსებისთვის კიდევ რამდენიმე საინტერესო ინფორმაცია გვაქვს. სტატისტიკის მიხედვით, ქალების 25% და კაცების 40% ხვრინვით იტანჯება. ამ პრობლემის მოსაგვარებლად ძილის პოზა ერთ–ერთი გამოსავალია. ხვრინვის შესამცირებლად მარცხენა მხარეს დაიძინეთ. ამ პოზაში ენა და ყელი ნეიტრალურ პოზას იკავებს, ამიტომ სასუნთქ გზებს ხელს არაფერი უშლის. ხვრინვა სამუდამოდ რომ შეწყვიტოთ, მთავარი მიზეზი უნდა გამოავლინოთ. გახსოვდეთ, რომ ამ შემთხვევაში ექიმთან კონსულტანცია მნიშვნელოვანია.

რედაქციის რჩევა – თუ ძილის პრობლემები გაქვთ, დროულად მოაგვარეთ. ასე ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას მალე იგრძნობთ. ასეთი მარტივი რამ უყურადღებოდ არ დატოვოთ, რადგან ჯანმრთელობისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს