ფაფუკი კვერები ზუსტად ისეთი, როგორიც სკოლის ბუფეტში იყიდებოდა

444

რეცეპტები იაფი ინგრედიენტებით ყოველთვის მოთხოვნადია. იაფად გემრიელი კერძის მომზადება ხომ ნამდვილი ხელოვნებაა. ასაკოვან ხალხს კარგად ახსოვს ლანგოში, რომელიც სკოლის სასადილოში 4 კაპიკად იყიდებოდა. ეს ტაფაზე შემწვარი ჩვეულებრივი საფუარის კვერია. საოცრად მაგარია და დაუვიწყარი გემო აქვს! Vivien გირჩევთ, რომ რეცეპტი დაიმახსოვროთ. მარტივი და უპრეტენზიოა. ყველა ინგრედიენტს ნებისმიერ მაღაზიაში იაფად იპოვით.

ინგრედიენტები:

  • 1,5 ჭიქა თბილი წყალი
  • 1 ს/კ შაქარი
  • 10 გ მშრალი საფუარი
  • 400 გ ფქვილი
  • 0,5 ჩ/კ მარილი

მომზადების წესი:

  1. სუფრის კოვზი შაქარი თბილ წყალში გახსენით და 10 გ მშრალი საფუარი დაუმატეთ. კარგად აურიეთ და 5 წუთით გააჩერეთ.
  2. სანამ საფუარი იხსნება, 400 გ ფქვილს ნახევარი ჩაის კოვზი მარილი დაუმატეთ. საფუარის ხსნარი დაუმატეთ და მოზილეთ. წელვადი ცომი უნდა მიიღოთ.
  3. ცომი ნახევარი საათით სითბოში გააჩერეთ, რომ საფუარმა გააქტიურება მოასწროს. ამის შემდეგ ჩაზილეთ და კიდევ 20 წუთით სითბოში გააჩერეთ.
  4. ამოსული ცომი ფქვილმოყრილ ზედაპირზე გადაიტანეთ. ცომი ჩაზილეთ და ხუთ ნაწილად დაყავით. პარკი დააფარეთ და 15 წუთით გააჩერეთ.
  5. ტაფა ქურაზე დადგით და მცენარეული ზეთი დაასხით. ცომიდან ტაფის ზომის კვერები გააკეთეთ და საშუალო ცეცხლზე ორივე მხრიდან 2 წუთით შეწვით.
  6. მზა ლანგოში ქაღალდის პირსახოცზე გადაიტანეთ, რომ ზედმეტი ცხიმი მოაშოროთ. ზემოდან შაქარი მოაყარეთ და მზა კერძით ისიამოვნეთ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს