დიეტოლოგი: ჟოლოს მურაბა შეიძლება საზიანო იყოს

576

ცნობილი დიეტოლოგი მარგარიტა კოროლევა ამბობს, რომ ჟოლოს მურაბა ბევრისთვის შეიძლება საზიანო პროდუქტი აღმოჩნდეს.

ბევრი ადამიანი ჟოლოს მურაბას სურდოს სამკურნალო საშუალებად მიიჩნევს, მაგრამ დიეტოლოგი შეგახსენებთ, ვიტამინებით მდიდარმა პროდუქტმა ორგანიზმს მაინც შეიძლება ზიანი მიაყენოს. მისი ნეგატიური ეფექტი შაქრის შემცველობას უკავშირდება.

„სურდოს სეზონზე ჟოლოს მურაბის ხშირი მიღებით არა მხოლოდ კბილები, არამედ კუჭ–ნაწლავის ტრაქტი ზიანდება“ – ამბობს დიეტოლოგი.

ექიმი აღნიშნავს, რომ შაქრიანი პროდუქტი ნაწლავების მიკრობიომის მდგომარეობას აუარესებს, კანდიდოზის ფაქტორების, ანუ სოკოს და სხვა პათოგენის გასავითარებლად წინაპირობას ქმნის. ეს პროცესები იმუნურ სისტემაზე მხოლოდ ნეგატიურად აისახება.

დამატებით, მაღალნახშირწყლოვანი პროდუქტია, ამიტომ ჟოლოს მურაბა ყველასთვის შესაფერისი არაა. „ჟოლოს მურაბის მირთმევა არ ღირს, თუ ნახშირწყლების ცვლა დარღვეული გაქვთ, მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტი და სიმსუქნე გაწუხებთ“.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს