მზარეულის რჩევები, როგორ გადაარჩინოთ მომავალი კერძი, თუ ძალიან ცხიმიანი ფარში შეგხვდათ

287

თუ ფარშით კერძს ამზადებთ, ძირითადი პროდუქტის ცხიმიანობას ყურადღება მიაქციეთ. ამაზე მომავალი ხორციანი კერძის გემო პირდაპირ დამოკიდებულია. თან ძალიან ცხიმიანი კერძი ჯანმრთელობის გათვალისწინებით ყველასთვის შესაფერისი არაა. სწორედ ამიტომ, უნდა იცოდეთ, როგორ გამოძვრეთ სიტუაციიდან, თუ არც თუ ისე წარმატებული ხორცის ნაჭერი შეგხვდათ. რა ვუყოთ ცხიმიან ფარშს? მთელი 6 მეთოდი არსებობს, რომელთა დახმარებით გემრიელ კერძს მოამზადებთ, ფარშის ცხიმიანობას შეამცირებთ და მომავალ კერძს გადაარჩენთ.

  1. ბრინჯი სითხეს იწოვს და ამის შესახებ ყველამ იცის. სწორედ ამიტომ, ფარშს თამამად დაუმატეთ. ბრინჯი ზედმეტ ცხიმს შეიწოვს. ასე გემრიელ გუფთას მიიღებთ.
  2. ბოსტნეული დაგეხმარებათ. ის ზედმეტ ცხიმს შეიწოვს და ფარშს ნაკლებად ცხიმიანს ხდის. კარტოფილი ან სტაფილო საშუალო სახეხზე გახეხეთ. ბოსტნეული და ფარში აურიეთ და გემრიელი კატლეტები მიირთვით.
  3. ხორციანი კერძი ორთქლზე მოამზადეთ. ერთ–ერთი საუკეთესო გამოსავალია, თუ ძალიან ცხიმიანი ფარში შეგხვდათ. თერმულად ასე დამუშავებული ხორცი ნაკლებად წვნიანი არ ხდება. სამაგიეროდ, მთელი ცხიმი დნება და ორთქლსახარშის ძირზე წვეთავს. კერძი რბილი და ნაზია.
  4. გუფთების წვნიანი დაგეხმარებათ. ფარშიდან ხორცის ბურთები გააკეთეთ, შემდეგ ქვაბში დანარჩენ ინგრედიენტებს დაუმატეთ. ზედმეტი ცხიმი ბულიონში გადავა. ასე მდიდარ წვნიანს გემრიელი გუფთებით მიიღებთ.
  5. ცხიმიანი ფარში კატლეტის გასაკეთებლად გამოგადგებათ. ამ კერძში პურიც შედის, ამიტომ ცხიმიანობის დონე შემცირდება. პური ზედმეტ ცხიმს შეიწოვს. კატლეტი რბილი და წვნიანი გამოვა.
  6. ბოლო ვარიანტი უმარტივესია. ცხიმიან ფარშს ნაკლებად ცხიმიანი ხორცის ნაჭრები დაუმატეთ. ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ და ცხიმიანს ფარშს აურიეთ. ასე ფარშს გააზავებთ, ცხიმიანობის დონეს შეამცირებთ და პროდუქტის რაოდენობას გაზრდით.

თუ შეძენილი ან გატარებული ფარში ძალიან ცხიმიანი აღმოჩნდა, არ იდარდოთ. სიტუაციის მარტივად გამოსწორება შეგიძლიათ.