ადამიანის ჩვევები ქვეცნობიერ დონეზე ყალიბდება. ჩვევების შეძენაზე ბევრი ფაქტორი, მათ შორის გარემო გავლენას ახდენს. ასე ბევრ საბჭოელ ადამიანს საერთო ჩვევები ახასიათებთ, რომელთა შესახებ Vivien გიამბობთ. ვიმსჯელოთ, ღირს თუ არა მათი შენარჩუნება. ზოგიერთი ჩვევა შეიძლება სასარგებლო იყოს.
- კონსერვები ზამთრისთვის – საბჭოთა პერიოდში ახალი პროდუქტი მიმზიდველად არ გამოიყურებოდა. ზამთარში პროდუქტები დეფიციტური იყო, ქარხნული კონსერვები ძვირი და ნაკლებად გემრიელი. დიასახლისები ცივი სეზონისთვის მთელი ზაფხული ემზადებოდნენ. მწნილებს, მურაბებს, კომპოტებს და ჯემებს აკეთებდნენ. მშვიდობიან დროში საჭირო პროდუქტი ნებისმიერ მაღაზიაში ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომ ფასად შეგიძლიათ შეიძინოთ. კონსერვების მომარაგებაზე ძვირფასი დროის და ფულის დახარჯვა არ ღირს.
- პირველადი მოხმარების პროდუქტები – ერთი შეხედვით, სსრკ–ს დაშლიდან დიდი დრო გავიდა და პროდუქტების დეფიციტი აღარ არსებობს, მაგრამ ხალხს ქვეცნობიერად ეშინია და მცირე ეჭვზეც პირველადი მოხმარების პროდუქტებს იმარაგებს. შაქარს, მარილს, მარცვლეულს და მზესუმზირის ზეთს ტომრობით ყიდულობენ, თან რიგში კამათობენ. შესყიდვები ხშირად იმპულურია, პრინციპით „თუ სხვა ყიდულობს, მეც მჭირდება“.
- რიგში დგომა – ტოტალური დეფიციტის ფსიქოლოგიური მემკვიდრეობა. საბჭოთა პერიოდში მცხოვრები ადამიანი აუცილებლად შეუერთდება გრძელ რიგს, რადგან ამდენი ხალხი, ალბათ, რაღაც მნიშვნელოვანს ელოდება. თან არ ადარდებს, რომ რიგში ძვირფასი დრო შეიძლება დაკარგოს.
- ყველაფრის მცოდნე – ითვლება, რომ კაცმა ყველაფერი უნდა გააკეთოს. ამ სტერეოტიპის და დაცინვის თავიდან არიდების გამო ოჯახის უფროსი ონკანის შეკეთებას ბოლო წუთამდე საკუთარი ძალისხმევით ცდილობს, მავთულებით და ლურჯი იზოლენტით საოცარ კონსტრუქციებს ქმნის ოღონდ ხელოსანი არ გამოიძახოს. ადრე გამოდიოდა ჟურნალი Science and Life, სადაც რუბრიკაში „პატარა ხრიკები“ სასარგებლო რჩევებს გვიზიარებდნენ. უმეტესობა მათგანი დღევანდელობაში გამოუსადეგარია. მაგალითად, მყვინთავის ნიღბით და ხელნაკეთი შლანგით (რომელიც ქაღალდისა და ლეიკოპლასტირის გამოყენებით ამზადებენ) რესპირატორის ჩანაცვლება საეჭვო გამოსავალია. თუმცა მაშინ რესპირატორი თავისუფალ გაყიდვაში არ იყო და ხალხი ხრიკებს მიმართავდა.
- აივნების შემინვა – ზოგჯერ აივნების შემინცვა ცივი კლიმატით გამოწვეულია, რომ კომფორტული დასასვენებელი ადგილი მოაწყონ და ფინჯანი ყავა გემრიელად მიირთვან. ხშირად შემინული აივანი სიმდიდრის წარმოსაჩენად კეთდება, რომ მეზობლებს შეშურდეს. ბევრი აივანი უგემოვნოდ გამოიყურება და დაკიდულ ფარდულს ემსგავსება.
- მატარებელში ჭამა – ადრე მგზავრს მატარებელში დიდი დროის გატარება უწევდა. მატარებლის რესტორანში ძვირი და უგემური კერძები იყიდებოდა. სწორედ ამიტომ, მგზავრებს საგზალი თავად მიჰქონდათ. ახლა მატარებლები ჩქარია და დანიშნულ ადგილას უფრო მოკლე დროში ჩავდივართ, მაგრამ ჩაჯდომისთანავე კუჭი წრიალს იწყებს. დღემდე შეგხვდებათ მგზავრი, რომელიც მოხარშულ კვერცხს, სედვიჩს და ქათამს მაგიდაზე აწყობს.
- თვითმკურნალობა – იმ დროს მედიცინა უფასო იყო, მაგრამ ხალხი ექიმებს არ ენდობოდა. დღემდე ასეა. როცა ადამიანმა იცის, რომელი მედიკამენტი სჭირდება, ექიმთან კონსულტანციის გარეშე საკუთარი რისკის ფასად სვამს. ამავდროულად, თაღლითებს უჯერებენ. მაგალითად, ადრე ალან ჩუმაკის მიერ ტელევიზორიდან დამუხტული წყლის სამკურნალო თვისებების სჯეროდათ.
ჩვევები შეგიძლიათ შეცვალოთ და თქვენს ცხოვრებას მოარგოთ.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს