მოდური ვარცხნილობები ქერათმიანი ქალებისთვის: სტილისტის რეკომენდაციები

926

შემოდგომა უფრო და უფრო ახლოვდება. ეს მოწყენილობის მიზეზი არაა! გირჩევთ, განწყობა აიმაღლოთ და ვარცხნილობა შეიცვალოთ. თუ დიდი ხანია თმის ღია ფერში შეღებვასა და შეჭრაზე ოცნებობთ, ეს სტატია თქვენთვისაა. Vivien გიამბობთ, ქერათმიანების რომელი ვარცხნილობა არასდროს გადავა მოდიდან.

ვარცხნილობა ქერათმიანებისთვის – პროფესიონალი სტილისტები ირწმუნებიან, რომ ვარცხნილობა თმის ფერზე დიდწილად დამოკიდებულია. გამოდის, რომ ზოგიერთი სტილი წაბლისფერ და შავ თმას უხდება, ზოგი – ქერას. აქ კამათი შეიძლება, რადგან ყველას განსხვავებული გემოვნება აქვს, თუმცა რთულია არ დაეთანხმოთ, რომ ქერათმიანები ქვემოთ მოცემული ვარცხნილობებით საოცრად გამოიყურებიან.

  • პიქსი – ჩემი ოცნების ვარცხნილობა, რომელიც, სამწუხაროდ, ჩემი თავის ფორმიდან გამომდინარე ნამდვილად არ მომიხდება. მრგვალსახიან გოგოზე ყველაზე მეტად უხდება. ვიზუალურად სახეს აგრძელებს, ნაკვთებს მკაფიოს ხდის. სხვა მოკლე ვარცხნილობისგან წაგრძელებული და ხშირად ასიმეტრიული შუბლზე შეჭრილი თმით გამოირჩევა. ყურების და კისრის ზონა, პირიქით, მოკლედ შეჭრილია. ალბათ, ასეთ ექსპერიმენტს ყველა ლამაზმანი ვერ გაბედავს, თუმცა ვარცხნილობა როგორც ახალგაზრდებში, ასევე შუახნის ქალებში პოპულარულია. უნივერსალური ვარცხნილობა საკმაოდ თამამად გამოიყურება. ვარცხნილობის ყოველდღე დავარცხნა მოგიწევთ, რომ მოწესრიგებულად გამოიყურებოდეთ. ამ ამოცანას გაუმკლავდებით, ამაში დარწმუნებული ვარ. საჭირო თავის მოვლის საშუალებებით შეიარაღდით და რამდენიმე ვიდეო გაკვეთილს უყურეთ. ყოველთვის შეგიძლიათ პარიკმახერს რჩევა ჰკითხოთ, როგორ სჯობს თმის დავარცხნა.
  • ბობ–კარე – ქერათმიანებს ექსპერიმენტებისთვის დიდი ველი აქვთ. პირველ რიგში, ეს თმის ფერს ეხება. ყურადღება მდიდრულ ფერფლისფერ ბობს მიაქციეთ. ასიმეტრიული ვარცხნილობის სიგრძე თქვენი სურვილით შეგიძლიათ დაარეგულიროთ. ასეთ ვარცხნილობას მაშინვე ღებავენ. თმის ძირი მუქად შეგიძლიათ შეიღებოთ. კარგი ვარიანტია, თუ თმის ნატურალური ფერის შენარჩუნება გსურთ. ამავდროულად, თმა მთლიანად შეგიძლიათ შეიღებოთ, მაგალითად, მარგალიტისფერი მელირება გაიკეთეთ. ბობ–კარე ოვალური სახის ქალისთვის იდეალურია. სწორად შერჩეული ვარცხნილობით სახის ნაკლოვანებები შეგიძლიათ დამალოთ. ბობი გრძელი და მოცულობითი თმით კვადრატული ფორმის ქალებსაც მოუხდება.
  • კასკადური ვარცხნილობა – თუ თმის სიგრძესთან დამშვიდობება არ გსურთ, კასკადური ვარცხნილობა გამოგადგებათ. ფერფლისფერ ღია თმაზე იდეალურია. სტილისტები ამას ჭუჭყიან ქერას უწოდებენ. მრავალფენიანი ვარცხნილობა ნებისმიერ თმას საჭირო მოცულობას შემატებს. როგორც სწორ, ასევე ხვეული თმის მფლობელებს მოუხდება. კასკადი შეიძლება იყოს შუბლზე შეჭრილი თმით ან მის გარეშე. პირველ ვარიანტს მართკუთხა ან კვადრატული სახის ქალების ირჩევენ. თუ სახის სწორი ნაკვთები და ოვალური ფორმა გაქვთ, კასკადი შუბლზე შეჭრილი თმის გარეშე გაიკეთეთ. კასკადური ვარცხნილობა განსაკუთრებით კარგად გამოიყურება, თუ მის ტექნიკაში მელირებაა გამოყენებული. სტილისტები ამ ვარცხნილობაში ომბრესაც იყენებენ. ვარცხნილობა კარგია იმით, რომ დილით დავარცხნაზე ცოტა დროს დახარჯავთ. თმა თავისით ლამაზად ივარცხნება. ცხენის კუდი უპრობლემოდ შეგიძლიათ გაიკეთოთ და რამდენიმე კულული სახეზე ჩამოყრილი დატოვოთ.

თუ არ იცით, რომელი ვარცხნილობა შეგეფერებათ, პროფესიონალ სტილისტს დახმარებისთვის აუცილებლად მიმართეთ. ის საუკეთესო ვარიანტს შეგირჩევთ. თანამედროვე ტექნოლოგიების სამყაროში ფოტოშოპის ან სხვა აპლიკაციის წყალობით ნებისმიერი ვარცხნილობა შეგიძლიათ მოირგოთ.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენ დაუჭირეთ მხარი ჩვენს პროექტს. მოიწონეთ და გაუზიარეთ სტატია მეგობრებს