მოულოდნელად ჭაღარა თმის დანახვა პანიკაში გვაგდებს. მაშინვე მისი მოშორება გვსურს. Vivien გიზიარებთ მეცნიერების და პარიკმახერების პასუხებს, შეიძლება თუ არა ჭაღარა თმას ფერი დავუბრუნოთ და შეიძლება თუ არა მისი ამოგლეჯა.
ამბობენ, რომ ჭაღარა თმის ამოძრობა ბევრ ჭაღარას აჩენს. ეს აბსურდია. წინააღმდეგ შემთხვევაში ბევრ ადამიანს გამელოტება არ შეაწუხებდა.
შეიძლება თუ არა ჭაღარა თმის ამოძრობა – ტრეი გილენი, ამერიკელი პარიკმახერი ამბობს, რომ ჭაღარა, გაუფერულებული თმა არ უნდა მოვიშოროთ. ასე დაზიანებული ფოლიკულის ადგილზე ნაწიბური და მელოტი ადგილი შეიძლება გაჩნდეს. ინფექციის განვითარების რისკიც არსებობს. პარიკმახერის აზრს ამყარებს კვლევა, რომელიც 2009 წელს ჩაატარეს.
მეცნიერებმა კვლევის შედეგების ანალიზით დაადგინეს, რომ თმის გაჭაღარავებას რამდენიმე მიზეზი იწვევს და არა მხოლოდ სიბერე. მაგალითად, ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ყოველდღიური სტრესით, გენეტიკით და თამბაქოს მოწევით. ბოლო ორთან ვერაფერს გახდებით. აი, სტრესს შეგიძლიათ ებრძოლოთ და გაჭაღარავება შეაფერხოთ.
მკვლევარების აზრით, სტრესის წყაროს მოშორებით და ემოციური ფონის დაბალანსებით უფერულ თმას შეგიძლიათ ფერი დაუბრუნოთ. ეს მხოლოდ მაშინ მოქმედებს, თუ თმამ გაჭაღარავება ახლა დაიწყო. თუ პირველი ჭაღარა დაინახეთ, მაშინვე მენტალურ მდგომარეობას გადახედეთ.
ბოლოს შეგახსენებთ, რომ ჭაღარა თმა საბოლოო განაჩენი არაა. თუ მისი შენიღბვა გსურთ, საღებავი და ტონერი გამოიყენეთ, თუმცა იმდენად ლამაზი და უჩვეულოა, გირჩევთ ხელი არ ახლოთ.